კახეთი Vol. 1

მოგზაურობის ამ დღებს, პირობითად “მაკოს შვებულება ჰქვია”, რადგან ჩემი და რომ არა, ალბათ ასეთი აქტიური სექტემბერი არც კი გამოვიდოდა.

13 რიცხვში დილით, თემომ გამოგვიარა და ოთხივე, თემო, მე, ნათო და მაკო, უკვე კარგი განწყობით ორდღიან ტურში გავემგზავრეთ, თან უამავი სამოსი წავიღე, ერთი სიცივისათვის, ერთი სიცხისათვის, ერთი ყოველი შემთხვევისათვის და ერთიც “რა იცი რა ხდება” :D თან კახეთის რუქა და გზამკვლევი გავიყოლეთ.

გზად უჯარმის გადასახვევი ვნახეთ და გადავწყვიტეთ პირველად იგი დაგველაშქრა. მას ძველი და ახალი შუამთა, იყალთო, გრემი და ბოლოს თელავი მჰყვა სადაც დავბინავდით და მეორე დღისთვის გავემზადეთ. დავათვალიერეთ საღამოს თელავი და რამაც ყველაზე ძალიან გაგვაოცა, მოძრაობის წესები იყო, თბილისის აურზაურში უფრო გაიგნებ გზას, ვიდრე პირველად ჩასული თელავში :D

Continue Reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone