Tommy Hilfiger Tbilisi

წარმოუდგენელია ახალი სეზონის დაწყება მოდის კვირეულის გარეშე, რომელიც სტარტს ნიუ იორკში იღებს და ასპარეზს ევროპას უთმობს, სწორედ სექტემბრის დასაწყისში გაიმართა NYFW და მის ფარგლებში უამრავმა დიზაინერმა მიიღო მონაწილეობა, ამ ტრადიციის დიდი ხნის მიმდევარი Tommy Hilfiger-ია. ამჟამად, ბრიტანული ბენდის The Beatles-ის დიდმა ფანატმა, რომელიც ძალიან ხშირად შთაგონებას სწორედ მათგან იღებს, მთელი შოუ მათ მიუძღვნა და პოდიუმი მათი ალბომის ყდის “Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band” მსგავსად მორთო. სამოსი კი გვიანი 60 ადრეული 70-იანი წლების დეტალებით დატვირთა.

You can’t imagine new season without fashion weeks, which starts at New York and goes to Europe. Loads of designers took part at NYFW and one of the traditional participants is Tommy Hilfiger. Big fan of the British band “The Beatles”,  took inspiration from them, all looks were with late 60’s early 70’s details and even the runway was a bands album cover “Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band” recreation. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ახალი მაღაზია თბილისში (გაგრძელება)

აბა ჩემო ძვირფასო ფეშენისტებო! ჯერ კიდევ გუშინ  წამოვიწყე PEACOCK-ის თემა…დღეს კი გახლდით მაღაზიაში და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ ისე მომეწონა. ფასები – იმაზე დაბალია რაც მეგონა, სამოსი – ALL Vintage! ჩანთები, თეთრეული, ფეხსაცმელები და ასევე ბავშვის სამოსი – მთლიანად მეორე სართულზე. ჯერ-ჯერობით ყველაფერი არაა გამოტანილი თვალით დასანახ ადგილზე, მაგრამ როგორც გავიგე ბევრად მეტი ნივთია “გამოსაფენი”…

ძალიან მომეწონა აუცილებლად დალაშქრეთ,  ნახავთ 40-იან, 50-იან 60 და 70-იან სამოსს, დიდი ხანია მინდოდა თბილისში ასეთი მაღაზია და გამოჩნდა, იმედია კიდევ უფრო დაიტვირთება ქალაქი მაღაზიებით და მეტი არჩევანი გვექნება.

მე კი საყვარელი საყურე ვიყიდე – სავარაუდოდ 70იან წლებს მივაკუთვნებ, რომელშიც სულ რაღაც 4.25 ლარი გადავიხადე, ფარშევანგის ბუმბული კი სიმბოლურად მააზიის სახელწოდებიდან გამომდინარე.

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone