Last Days Of Vacation

ჩემი შვებულება დამთავრდა, მაგრამ არ დამთავრებულა ემოციები, რაც ამ დასვენებამ მომიტანა, ბათუმის შემდეგ, თბილისში ერთი ღამის გათევის და ხელახლა ჩაბარგების შემდეგ, რომანტიული სანაპიროდან, ოჯახურ და მეგობრულ გარემოში- ბორჯომში ამოვყავი თავი, გოგუშკური ჭორაობიდან- ბაკურიანის ერთდღიანი გართობით დამთავრებული, ყველაფერი ემოციურად მავსებდა.

ბაკურიანში- რაც შეიძლებოდა გამომეცადა, ყველაფერი ვცადე, ციგურები, ჩემ დას დაბადებიდან ნიჭი აღმოაჩნდა ციგურებზე დგომის, თხილამურები- ბავშვობის ინცინდენტის შემდეგ, როდესაც თხილამურს რაღაცნაირი “ხერხით” ყელით დავეგე, არასოდეს მიცდია მათზე დგომა და ეხლა გავბედე, თუმცა არც ისე დამაიმედებლად, რამოდენიმე დაცურების შემდეგ ხელი ჩავიქნიე :)) სამაგიეროდ ჩემი ექსტრემალური ბუნება- ცხენზე ჯირითისას, კვადროციკლის და ბურანის ტარებისას გამოვავლინე :) რამოდენიმეჯერ მიზანში გარტყმულმა ტირის ტყვიამ, კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობა შემძინა.

Continue Reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Inka Cafe

ზაფხულია და ყველას გვინდა სადმე დავაღწიოთ თავი აუტანელ სიცხეს, ან უბრალოდ “ჰაერი შევიცვალოთ”, გარემო გამოვიცვალოთ და ვისვენოთ.

ერთ-ერთი ასეთი ადგილი ბორჯომია, კურორტი სადაც სიმშვიდისათვის უფრო ჩახვალ, ვიდრე გასართობად,ან ოჯახთან ერთად, წყლით სავსე ადგილი,თბილიდან-ცივამდე, გაზიანიდან-უგაზომდე.

სიმშვიდესაც სჭირდება ზოგჯერ გამრავალფეროვნება…

ხშირად ხვდებით კაფეს, რომელიც არამწეველთათვისაა განკუთვნილი?! სადაც შეგიძლიათ დასხდეთ და სუნი არ შეგაწუხებთ, თვალებს არ აიწვავთ და ბავშვსაც თამამად წაიყვანთ(თუ ეს უკანასკნელი გაგაჩნიათ :D)მე მასეთს არ შევხვედრივარ, ან ძალიან ცოტას…

Inka Cafe -პატარა კაფე, კლასიკური სტილის ინტერიერი,ზუსტად დასვენებისათვის განკუთვნილი კუნჭული, სადაც დაქალოჩკებთან ერთად, ან შეყვარებულთან, ან ოჯახთან ერთად შეხვალთ… დააგემოვნებთ Julius Meinlის ჩაის და საფირმო დესერტ “ინკა”ს.  მანამდე კი პიცა… გემრიელი…
ბორჯომში ერთადერთი ადგილი სადაც შეგიძლიათ არა ხინკლის, არამედ ნამცხვრის მისართმევად, ან არა ყანწებით ღვინის, ჭიქა ღვინის საწრუპად შეხვიდეთ…
იქიდან გამომდინარე, რომ ბორჯომი პატარა ქალაქია, აქ ყველას ოჯახის წევრებივით ექცევინ და ღიმილი არ ენანებათ.იმედია,ასე გაგრძელდება სულ :)
ერთადერთი, თუ წაგიკითხავთ ჩემი შეფასებები, ასეთ დაწესებულებების შესახებ, ისიც გეცოდინებათ, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ Wi-Fiს, რაც სამწუხაროდ ჯერ არაა და ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ იქნება და მომავალ ჩემს ჩასვლაზე პირდაპირ იქიდან ავტვირთავ პოსტს…
ბორჯომი, 9აპრილის ქ.#2. 9April Str.#2, Borjomi.
…ასე რომ enjoy
Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone