I Wish …

ვფიქრობდი, რაიმეზე ჩემი სურვილები დამეწერა, რასაც მომავალი ერთი წლის განმავლობაში მოველი და სადმე უსაფრთხო ადგილას შემენახა მომავალ წლამდე… სად უნდა დამეწერა და შემენახა უკეთეს ადგილას თუ არა ბლოგზე?!

ყოველი დაბადების დღე რაღაც სევდის მომგვრელია, კიდევ ერთი წელიწადი ჩვენს ასაკს და რამდენი შევძელით და შევძელით თუ არა შესაძლებლობების მაქსიმუმი?! ამ საკითხს მეორენაირად რომ შევხედოთ, ყოველ ერთ წელს, ერთწლიანი გამოცდილება მოაქვს, რომელიც მომავალი ერთი წლის განმავლობაში უნდა გაგვყვეს სახელმძღვანელოდ, რაც უფრო ვიზრდებით, მით უფრო გამოცდილები და შემართებულები, საკუთარ თავში დარწმუნებულები, მომთხოვნები და საუკეთესოსკენ კიდევ უფრო მისწრაფებულნი ვხდებით.

მომავალი ერთი წელი, ჩემი საუკუნის მეოთხედისაკენ მიმავალია და ზემოჩამოთვლილთ უფრო ვუსვამ ხაზს და საკუთარი თავის მიმართ ოთხმაგად მომთხოვნი ვიქნები. ამას გარდა, ბოლო პერიოდში ისედაც ძლიერი სურვილი მოგზაურობისაკენ გამძაფრდა და წყალის წყურვილს დაემსგავსა, მინდა წელიწადში მინიმუმ სამი ქვეყანა ვნახო, თავისივე ღირსშესანიშნაობებით, მინდა კამერა “ნორმალურად” დავიჭირო ხელში და ფოტოები გადავიღო, მინდა ბლოგზე საინტერესო ამბებით ხშირად განვახლდე და მინდა ჩემი სახლი დიდი სავსე კარადით, ფერად ფერადი ტანსაცმლით და ფეხსაცმლით… მინდა ჩემი მეგობრები ხშირად გვერდით, რომ ათას სისულელეზე ველაპარაკო, მინდა კიდევ რაიმე ვისწავლო, რომ გამომადგეს, წარმატებული წელი მინდა სამსახურში და ჩემს გარშემო, ჩემს საყვარელ ხალხში…

სურვილების ახდენას გისურვებთ, მე კი ბედნიერ დაბადების დღეს საკუთარ თავს…

20120523-145819.jpg

20120523-145833.jpg

20120523-145827.jpg

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ოცნებების დღე

დღეს, 18 ნოემბერს აღინიშნება თოვლის ბაბუას დაბადების დღე.

რამდენი წლისაა თოვლის ბაბუა, არავინ იცის, დაბადების დღის თარიღი, კი ბავშვებმა მოიგონეს, რადგან ნამდვილი ზამთარი, სწორედ რომ ამ დღეს დგება  “ნამდვილი” ზამთარი.

თოვლის ბაბუა, რომელიც ბავშვობის ტკბილ მოგონებებს გვახსენებს, შეიძლება ბევრი გავიზარდეთ, მაგრამ ჩვენში მაინც უნდა დავიტოვოთ, ნაწილი სადაც აუცილებლად გვჯერა ზღაპრების, სადაც ბავშვურად გვიხარია და ბავშვურ გულუბრყვილობებს ჩავდივართ. მინდა ვიცოდე, რომ სადღაც ნამდვილად არსებობს წითლებში გამოწყობილი და წვერებიანი მოხუცი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში აკვირდება ჩვენს ქმედებებს და ახალ წელს სურვილებს გვიხდენს.

დღეს თოვის ბაბუას წერილი დავუწერე, ჩემი დები და მეგობრები შეიკრიბნენ ამ დღის აღსანიშნავად (კიდევ ერთი არგი საბაბი “პურის საჭმელად”), ერთ-ერთი ტრადიცია ჩამოყალიბდა, გასული წლიდან, ვუწერთ თოვლის ბაბუას წერილებს და მომდევნო წელს ხმამაღლა ვკითხულობთ,  თუ რამდენად ასრულდა სურვილები :))

მე, ჩემი მხრიდან გისურვებთ ბედნიერებას და ნათელ დღეებს, და ოცნებების ახდენას!!

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Happy Birthday Google

დღეს საძიებო სისტემის გიგანტი, Google, თინეიჯერი გახდა, მას 13 წელი შეუსრულდა.
ლარი ფეიჯმა და სერგეი ბრინმა პროექტი,  Google Inc, წამოიწყეს 1988 წლის სექტემბერში, ოთხი კომპიუტერით, ინვესტორის $100,000-ით და რწმენით, რომ ინტერნეტ საძიებო სისტემამ შესაძლოა მსოფლიო შეცვალოს.
ზუსტი თარიღი, Google-ს ამოქმედებიდან რამოდენიმე წელში შეიცვალა. მისი განცხადება შეტანილ იქნა 4 სექტემბერს, 1998 წელს, დადასტურებუ იქნა სამი დღის შემდეგ 7 სექტემბერს და Google.com დომეინი დარეგისტრირდა 15 სექტემბერს. მაგრამ Google-მა ოფიციალურად, მის დღედ აირჩია 27 სექტემბერი.
და მართლაც… ალბათ დღე არ ჩაივლის მე რომ ჯადოსნური Google.com არ ავკრიფო და რაიმე არ ვკითხო, ძალიან ბევრ რამეში მეხმარება და არა მარტო მე, ამიტომ Google-ს დაბადების დღეს ვულოცავ და ვუსურვებ კიდევ უფრო დაჭკვიანებას :D
 
Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Happy, Many Birthday!!

ალბათ ყველას ყავს საყვარელი ადამიანი/ები, რომლის დაბადების დღეც განსაკუთრებით გახარებთ, განსაკუთრებულად გულით ულოცავთ და განსაკუთრებით საუკეთესო სურვილებს უსურვებთ ხოლმე…

დღეს კი,ერთ-ერთი ასეთივე ძვირფასი ადამიანის, ჩემი დაიკოს დაბადების დღეა და არ შემიძლია მას ყოველივე გრანდიოზულად კარგი არ ვუსურვო და არ ვუთხრა, რომ ასევე გრანდიოზულად მიყვარს :D Kiss, Love, Hug!!!

ჩემი “სისტრიჩკა”

დაბადების დღე ვახსენე და დღეს GoogleNews-ით ალექსანდრ ქოლდერი-ს დაბადების დღეცაა (Alexander CalderJuly 22, 1898 – November 11, 1976), მოქანდაკე, რომელმაც მსოფლიო აღიარება ე.წ. “მობილურით” მოიპოვა-კინესტეტიკური მოწყობილობა, რომელიც მოძრაობაში მოდის დენის ან ქარის მეშვეობით…ბევრი რომ არ ვიბოდიალო, ფოტოსაც დავურთავ :D

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

New Day, New Age

20120523-145819.jpg

გავაცილე 23 მაისი, მაგრამ შევხვდი დაბადების დღის მეორე დღეს :D სამსახური, ტრადიციული ტორტი…სამსახურიდან მენეჯერს ადრე დავეთხოვეთ, რადგან ერეკლეს, ინას და ანის (უნი-ს ჯგუფელები და მეგობრები) ასევე თეატრალურის სხვა სტუდენტებს გამოფენა ჰქონდათ “აკადემია+”-ში, საგამოფენო, რომელიც ტკბილად მახსენდება უნივერსიტეტში ჩატარებული გამოფენებისას :) ძალიან სასიამოვნო იყო ბავშვების ნახვა, მართლა ბედნიერი ვარ როდესაც მათ ვხედავ, სამწუხაროდ ამას ხშირად არ ვაკეთებ ხოლმე.

გამოფენასთან ერთად პირველი კურსის სტუდენტ ტატო სულაქველიძის და თედო გოგოლაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის,”ადამიანი…რომელმაც აირჩია”, ჩვენება იყო, რამაც ნამდვილად მომხიბლა, რადგან მშვენივრად დადგმული სცენარი,კარგი იუმორი, ტექნიკური გამართვა იყო, იმის მიუხედავად როგორი პირობრბი აქვთ თეატრალურში, ასე თუ გააგრძელეს და ჰქონდათ ამბიცია კარგად იმუშაონ მშვენიერ ქართულ ფილმებს მივიღებთ!

ფოტოების გადაღების და ძველი ხუმრობების გაგრძელების შემდეგ:

…”Parfois”, ქალთა აქსესუარების მაღაზია, რომელიც რამოდენიმე ხანია გახსნილია სავაჭრო ცენტრ “ქარვასლაში” და რომელიც 23-ში გაიხსნა ჭავჭავაძეზე, მათი რამოდენიმე ჩანთა მაქვს და ძალიან მომწონს, მომსახურეობაც კარგი აქვთ და დროდადრო მეტად მიმზიდველ საჩუქრებსა თუ ფასდაკლებებს სთავაზობენ ჩემნაირ მეტიჩრებს და არა მარტო! ასე რომ ახალგახსნილში კარგად ვიცოდი, რაღაც შეთავაზებები იქნებოდა და შევძვერი და თემოც შევიყოლე :D უჰ!!! სამაჯურები, ჭრელა-ჭრულა შარფები და ჩანთები!! საყვარლები!!! იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი დაბადების დღის მეორე რღე იყო, თემომ გადაწყვიტა აეღნიშნა და შარფი და უუულამაზესი საფულე დავიმსახურე, Parfois-ისაგან კი-საყურე პაწაწა პეპლებით, თან კონკურსი აქვთ facebook-ზე, შეგიძლია ნებისმიერი ნივთი ჩამოიმხო ან აიკიდო და ფოტოს გადაგიღებენ, შემდეგ “გამოგაჭენებენ” facebook-ზე და like-ბით საზღვრავენ გამარჯვებულს, იმდენად კონკურსმა არა, რამდენადაც აკინძვამ მომხიბლა, შევარჩიე ჩემი ჩაცმულობისათვის ასე თუ ისე შესაფერისი ჩანთა და სამაჯურები და “ჩავკარტოჩკდი”,შემდეგ კი ისევ მომშივდა და…

…”Segafredo“- უუუგემრიელესი ქათმის ფილე ანანასის სოუსით, Cosmopolitain-ძალიან, ძალიან მაგარი და თუ მანამდე არ მითქვამს იმასაც ვიტყვი რომ fries-იც უმაგრესი აქვთ :)

სეგაფრედოდან გადავწყვიტეთ გეზი ინასკენ, wheels-ში აგვეღო, იქაც ვისხედით, ინა ლუდ Guiness-ით გამიმასპინძლდა, ბევრი ამბავი გავიხსენეთ და ბევრიც ვიხალისეთ, ფოტოებიც გადავიღეთ :)

სახლში მოსული, კი ისეთი გათიშული ვიყავი, წინა პოსტი ძლივს ავტვირთე :)ქვემოთ კი 24-ში გადაღებული ფოტოების სლაიდი :)

no images were found

20120523-145833.jpg20120523-145827.jpg

 

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

One Day, One Story

დავიწყე პოსტი დაბადების დღეზე და ისეთი დაღლილი ვიყავი ემოციურადაც და ფიზიკურადაც, რომ მხოლოდ ფოტოებით  და ერთი წინადადებით შემოვიფარგლე :) ეხლა გიამბობთ ჩემს ოქროს დაბადების დღეზე სრულად…

ჩემი დაბადების დღე, ანუ 23 მაისი, 12 საათიდანვე სასიამოვნოდ დაიწყო, 12 საათს ჩემს დებთან და დედასთან skype-თი ვიდეოკონფერენციით შევხვდი, რასაც ორივე მხრიდან სმა მოჰყვა, ძალიან დასამახსოვრებელი საღამო იყო, როდესაც ვიდეოთვალს შევსებულ ჭიქებს “ვიჭახუნებდით” ამას თან ერთვოდა პარალელური რეჟიმით თემოსთან საუბარი და ტელეფონით მილოცვები, ასევე facebook-ოც არ სდუმდა :) მოკლედ უკვე კარგად შეზარხოშებულს პირდაპირ თვალის მოხუჭვა დამჭირდა, რადგან ვიწექი და ისე ვქეიფობდი :D ძალიან მაგარია, მთვრალს სულ არ გჭირდება ბევრი ბოდიალი.

გაღვიძებისთანავე დავიწყე რეკვა ჰეარ ჰაუსში(ამ სილამაზის სალონისშესახებ ბევრი მსმენია taa.ge-დან და sweet.ge-დან),რომლის შესახებაც ცალკე პოსტი მინდა დავწერო, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ძაან საყვარელი გოგოები არიან :) სალონში ხანგრძლივი დროის დაყოფის შემდეგ, დადგა დრო საჩუქრების მეორე ეტაპისა, ფოტოებში ნახავთ მანქანაში დაწყობილ საჩუქრებს, რა თქმა უნდა, ყველა ჩემია :D ერთ-ერთ მათგანში ჩემი ნანატრი Christian Louboutin-ის ოქროსფერი ფეხსაცმელია, მეორეში კი არანაკლებ სასურველი სამფეხა, ეხლა საშუალება მექნება ყოველი ჩემი “პრიკიდი” გადავიღო და არ ვიწვალო :) ყვავილები?! როგორი სურნელი ჰქონდა, ვინც იცით რომ გერბერი მიყვარს, ისიც იცოდეთ, რომ მათი მოტანის მცდელობა იყო, მხოლოდ ეხლა გერბერის დრო არ ყოფილა :D

მოკლედ ზღვა ემოციის შემდეგ, რომელიც გამოვხატე და ვერ გამოვხატე, “შემოლამაზებული” ვარცხნილობით სახლში ავცუნცულდი გამოსაპრანჭად, Lou. ვერ გავიმეტე, თან სამოსი მჭირდება, განსაკუთრებულს ხომ განსაკუთრებული სამოსი უნდა, სამაგიეროდ არჩაცმული ე.წ. Plum ჩავიცვი და ვარდისფერი კაბა, რომლებიც ძალიან შეეფერენ ერთმანეთს :)

რაც შეეხება Lou-ს, მას წინ მთელი ისტორია უძღვის:იმ დროს როდესაც თემომ იგი ჩემთვის შეუკვეთა და გულმა ვერ გაუძლო, მაინც გამიმხილა საიდუმლო,სიხარულისაგან მოსასულიერებელი ვიგებ რომ ზომა 36-ია, რომელიც  დიდი უნდა მქონოდა,მთელი ჩემი პანიკისა და ისტერიკების შემდეგ, მატყობინებს, რომ ფეხსაცმელი გადაცვლილია და ველი 35, ამ ზომას ნამდვილად ველი, მაგრამ არა გაცვლილს, არამედ მეორეს, აღმოჩნდა, გადაცვლის შანსი არ ყოფილა და თემომ მეორე შეუკვეთა, ასე რომ ორი Louboutin-ის ოქროსფერი ფეხსაცმელი მექნება მხოლოდ სხვადასხვა ზომის, რომელიც ასევე დაბადების დღეს გავიგე.

წავედით PR. სკოლაში: შესვლისას ძალიან დადებითი ემოცია შემხვდა, არ ვიცი მე ვიყავი ასეთ განწყობაზე თუ ასე შემხვდენენ, ძალიან მესიამოვნა, ანანოს(ჯგუფელი PR.სკოლაში)დიდი მადლობა, რომ facebook-ის გვერდზე დაპოსტა ჩემი დაბადების დღის შესახებ, შეიძლება განსაკუთრებული ბეევრისათვის არაფერი მომხდარა, მაგრამ ყურადღებაა, თან მე ხომ ძალიან მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და კომპლიმენტები :D ასე რომ არც ერთი დამაკლდა და არც მეორე :D საჩუქარიც კი მივიღე, ზარაფხანას უსაყვარლესი ბალერინა ქანდაკება და თაიგული, მოკლედ რომ ვთქვა ჭკუაზე არ ვიყავი, თან თმები?! აი თმებზე თუ მეტყვიან კარგიაო, ამას არასოდეს ვივიწყებ, მე კი ძალიან ბევრი ასეთი შინაარსის წინადადება მოვისმინე, ლექციაზე ალბათ პირველი არ ვიქნები, ვინც იტყვის, რომ ძალიან საინტერესო იყო, მედია-მენეჯმენტი, რომელსაც ზვიად ქორიძე კითხუობს :)

ეხლა კი საღამოს დასკვნით ეტაპზე გადავდივარ, ვახშამი ორისათვის, რესტორან Belle Ville-ში, ულამაზესი და უმყუდროვესი ადგილი, ქიაჩელის 26-ში, ალბათ ორშაბათი დღის გამო სულ ცარიელი იყო, მაგრამ ეს ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს :) სპაგეტი, ქათმის სალათი, სტეიკი, ჭიქა წითელ ღვინოსთან; დამღლელი, ემოციური დღის შემდეგ ზუსტად ის იყო რაც გვინდოდა. უკვე 12-ის ნახევარზე, მოვინდომე, სანთლის ჩაქრობა, ჩემი საყვარელი რიტუალია დაბადების დღისას.ამისათვის უახლოესი Goodwill-ი აღმოჩნდა,პაწაწა ნამცხვარუკა ვიყიდეთ და დაბადების დღის სანთლის არქონის გამო ნამცხვრისხელა ჩვეულებრივი, ფერადი სანთელი ვიყიდეთ,თან ვნერვიულობდი ვერ მოვასწრებთ-მეთქი, მაგრამ სანთელი 12:55 წუთზე ჩავაქრე :D თან სურვილიც ჩავიფიქრე და ამით გავაცილე ჩემი დაუვიწყარი დღე :)

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone