White Shine

უკვე რამოდენიმე სეზონია, თეთრი ფერი მოდაში ასპარეზს არ ტოვებს, თავიდან-ფეხებამდე თეთრი სამოსი,  სისადავის, სიახლის და სიმსუბუქის შეგრძნებას იწვევს. იგი ერთდროულად ქათქათა თოვლის და აყვავებული ბლის ასოციაციას ჰბადებს. თუ, მოსაწყენი გეჩვენება, ფერადი მაკიაჟით გაახალისე, ნარინჯსფერი ტუჩსაცხი ყველაზე კარგი ხერხია ამ მიზნის მისაღწევად, ცივი ზამთრის გადასაგორებლად და გაზაფხულის შესახვედრად :))

spring-summer-2014-women-fashion-trend-white Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Let It Snow

რაა ზამთარი, თოვლის გარეშე?!

ამიტომ, პირველი თოვლის მოსვლისას, ბორჯომში გავეშურე, თან ჩემი დის დაბადების დღე ავღნიშნეთ და ფოტოსესიაც მოვიწყვეთ.

DSC_0823

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

First Snow

როგორი უცნაურია ბუნება :) დღისით სასიამოვნო შემოდგომის ამინდი იყო, რომელიც საღამოს ფიფქებიან ზამთრად გადაიქცა…

პირველი თოვლი…როგორი ლამაზია… წლის ყველა სეზონი მომწონს, ფერებით, დამახასიათებელი ტემპერატურით და მათთვის შესაფერისი ჩაცმულობით :) მაგრამ პირველი თოვლი, გაზაფხულის პირველი დღე და შემოდგომის

მართალია ტრენჩში ცოტა შემცივდა, მაგრამ პირველი თოვლის დანახვით გამოწვეულ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა…

სახლში დაბრუნებული კი სასიამოვნო შეგრძნებებით სავსე დავბრუნდი :) მითუმეტეს, ფოტოები კარგი გამოვიდა, ამისათვის კი მადლობა მაკოს უნდა გადავუხადო :D

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ფერადი ზამთარი

ფრაზამ “რად გინდა ღია ფეხსაცმელი, ზაფხული გავიდა” ბოლო მომიღო, როგორ უღიმღამოდ გაიპარა…არადა სამი სეზონის განმავლობაში მოუთმენლად ველი ხოლმე…

ამ ყველაფერს რომ შევეშვა, თითქოს გუშინ მინდოდა შემოდგომა-ზამთრის ტენდენციებზე საუბარი და draft-ებში ორი თვის დაწყებული პოსტი ვიპოვე :D

ვერსად გავექცევით ვერც წვიმიან შემოდგომას და ვერც სუსხიან ზამთარს, თუ ეს თავად არ მოინდომა ბუნებამ და ამ დროს აუცილებელი ხდება პალტო, ქურთუკი და სხვადასხვა ტიპის მოსაცმელი.

შემოდგომა და ზამთარი ყოველთვის მუქ ფერებთან ასოცირდება, ფერად ჩანთას ვერ დავიკავებთ, ვფიქრობთ რომ იგი ზაფხულისაა, ჭრელ ზედას არ ვიცვამთ – ზედმეტად ყვირის. გგონიათ ასე?

დიზაინერები კი სულ სხვა რამეს ფიქრობენ, რისი დიზაინერები არიან თუ სხვა არ იფიქრეს?? მათი შემოდგომა ზამთარი ფერადია არათუ ქურთუკის და ლაბადის ქვეშ, არამედ გარედან!

გაიხალისეთ ზამთრის მოსაწყენი დღეები ფერადი სამოსით, იგი არ უნდა იყოს მოსაწყენი!

Continue Reading…

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone