Bikini Trends 2017

ზაფხული, ზღვა და ბევრი მზე. რა ტენდენციებს უნდა მივაქციოთ ყურადღება საცურაო კოსტუმის შეძენისას იხილე აქ Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

საზაფხულო დეკორის 13 ხრიკი

ცხელა! ძალიან ცხელა? ზაფხულის პერიოდში, ინტერიერის განახლების რამოდენიმე მარტივი იდეა, სახლში მისვლისას თავი კომფორტულად რომ ვიგრძნოთ. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Neon Colours

გაზაფხული-ზაფხულმა შეცვალა და კიდევ უფრო გამიმძაფრდა შეგრძნება, გარშემო და ჩემს თავზე, უფრო ნათელი და კაშკაშა ფერები ვიხილო…ნათელი და კაშკაშა?! ეს კიდევ მსუბუქად ნათქვამია იმასთან შედარებით,რასაც ნეონური ფერები მოიცავენ!!!

შეყვარებული ვარ ამ ფერებზე!! იმდენად მომწონს, რომ ნეონურ მანიაკად ვიქეცი.ნეონური(neon) მწვანე, მკვახე(acid) ყვითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი…უმაგრესია!!!თვალს იტაცებს და იპყრობს.

Christian Louboutin-საც არ დავიწყებია ახალ კოლექციაში ამ ფერის შეტანა,მხოლოდ მან შემოდგომა-ზამთრის სეზონზეც გაახანგრძლივა მათი აქტუალურობა:

თუ გინდათ რომ ქუჩაში ან წვეულებაზე ყველას დაანახოთ თქვენი სამოსი ან საკუთარი თავი, ეს ისაა რასაც თქვენ ეძებდით!!!ჩანთები, ფეხსაცმელი, მაისურები, კაბები, ქამრები და ათასი რამ…

შეგიძლიათ შეუფეროთ სადას, ხაკის(khaki),ხორცისფერს (nude) სამოსს ან ჭრელ სამოსში გამოიყენოთ.

თუ ფიქრობთ, რომ მწვანე და ყვითელი სახეზე ცუდად აირეკლება და გამწვანებთ, მაშინ სცადეთ ვარდისფერი და ნარინჯისფერი ან თუნდაც იისფერი.

ასევე შეგიძლიათ თქვენს ძირიძად სამოსში გამოიყენოთ მცირე აქცენტები, ქამრის , ჩანთის, ყელსაბამის, თუნდაც პრინტის სახით.

მე კი ერთი cache-cache-ს მაისური მაქვს ნეონური-ყვითელი და ასევე ნეონური ყვითელი პრინტით კიდევ ორი, ერთი ყვითელი ფეხსაცმელიც…მაგრამ არ მაკმაყოფილებს და ჩემს უკიდეგანო wishlist-ს ფსფორისფერ ჩანთას, ქამარს და ფეხსაცმელს ვამატებ, დიდი ხანია ფრჩხილის ლაქის შეკვრაც მაქვს, იმედია, ზაფხულის გასვლამდე, რეალობად იქცევა :)

შესაძლებლობა უამრავია, მთავარია ზაფხულით ისიამოვნოთ და თქვენი მხიარული ფერებით გარშემომყოფები!!

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Espadrilles, Here and Now!!

ალბათ უკვე გსმენიათ ჩემს დამოკიდებულობაზე ფეხსაცმლსადმი, თუ არა ამას ეხლა სახალხოდ ვაცხადებ, რომ მიყვარს!! :) მაგრამ ეხლა სულაც არ ვაპირებ ჩემს გრძნობებზე ვწერო მათდამი(სულ რამოდენიმე სიტყვით).

რამოდენიმე ხნის წინ, ჩაძირული ძიებისას ინტერნეტში და ფეხსაცმლის თვალიერებისას, მივხვდი რომ ხშირად იპყრობდა ჩემს ყურადღებას “ესპადრელები” (espadrelles)სულ სხვადასხვანაირი დაბალძირიანი(flat), ტანკეტკა, ქუსლზე.ძალიან სიმპათიურები არიან და თან ჩემში ზაფხულის გრძნობას აღძრავენ, ალბათ არა მარტო ჩემში თორემ საიტებზე ამდენი არ იქნებოდა :)

ტერმინი ესპადრელი ფრანგულია და წარმოშობილია კატალონიელებისაგან,ეს უკანასკნელნი ესპადრელებს მე-14-ე საუკუნიდან აკეთებენ.ჩვეულებისამებრ ესპადრელი ყოველდღიური(casual), პრაქტიკული, დაბალძირიანი ფეხსაცმელია,ან სულაც მაღალი მაგრამ ინარჩუნებს პრაქტიკულობის თვისებას.კლასიკურ ესპადრელს ტილოს ან ბამბის ზედაპირი აქვს,მოჭრილი ცხვირი,კოჭზე შემოსახვევი თასმა, რომელიც ფეხსაცმელს აფიქსირებს,ლანჩი კი ჯვალოს თოკისაგან შემოქსოვილი, ან რეზინისაგან რომელიც ვიზუალურად ნაქსოვს ჰგავს.სწორედ შემოქსოვილი ძირია ესპადრელების დამახასიათებელი ნაწილი.

ყოველდღიურმა(casual) ესპადრელებმა ამ ზაფხულს მოდურიობა და “გლამურულობა” გაითავისა, ამის საშუალებას კი უამრავი ფერი, ფორმა და დამატებული დეტალები გვაძლევს, თან ამ ყველაფერს ისევ და ისევ პრაქტიკულობა ემატება, რა სჯობს რაიმე წვეულებაზე ან თუნდაც გარეთ საყვარელი მაღალქუსლიანი  ფეხსაცმელი ჩავიცვათ, რომელიც ფეხს არ გვიღლის და საერთოდაც არ გვახსენებს თავს, იმის გარდა რომ ხანდახან თვალს შევავლებთ მის სილამაზეს :)რაც შემეხება მე ერთს უკვე ველი დაბალძირიანსს, რომელიც ჩემმა დაიკო-მაკომ გამომიწერა და მოუთმენლად ველი, გონება კი ტანკეტკას უმიზნებს:)

ჩემი საყვარელი Christian Louboutin-ის ესპადრელი

ეს კი ჩემი მომავალი 

ესპადრელი მშვენივრად ერწყმის საშუალო(midi) სიგრძის ქვედაბოლოს, მოკლე შარვალს(shorts) ან გრძელ(maxi)კაბას.

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone