Leaving Batumi

ბათუმისთვის განკუთვნილი დრო დასრულდა, დავტოვეთ ქალაქი ჩამოუყალიბებელი ამინდით, ბოლო თეთრებამდე დახარჯული ფულით, მაგრამ საოცარი კმაყოფილებით, ეს ჩემი პირველი შვებულება იყო, ამიტომ მინდოდა რომ განსაკუთრებული გამოსულიყო.

Continue Reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Coffee Time

ეხლა პატარა კაფეში ვზივარ, ამ კაფეს Luca Polare ჰქვია. ალბათ თბილისში ცოტა ვინმე თუ მოიძებნა ამ ადგილის შესახებ რომ არ იცოდეს. მე კი აქ ყოველ დღე ჩემი დროის რაღაც ნაწილს ვატარებ…

აქამდე აზრად არ მომსვლლია იმ ამბების გადმოცემა რაც ამ პაწაწკინა ადგილას ხდება, არადა რამდენი საინტერესო რამ შეიძლება შემთხვევით ან მოისმინო, ან ნახო.. უამრავი განსხვავებული ადამიანი მოდის და მიდის… ზოგს კარამელის ნაყინი ეგემრიელება, სხვებს ჭიქა ყავის თანხლებით იმდენი რამ დაუგროვდა მეგობრისთვის სათქმელი…უზრდელი და ზრდილობიანი სტუმრები…კონფლიქტი, შერიგება, სიყვარული, მეგობრობა, ფლირტი…

ცოტა რამ ამ ადგილის შესახებ – მოძრავი და ხანდახან ხმაურიანი.. დილით ძალიან ადრე და გვიან ღამით კი საოცრად მშვიდი და ცარიელი… მოფუსფუსე უსაყვარლესი გოგოები, რომლებმაც ჩემი უცვლელი მენიუ ზეპირად იციან. ხის სკამები და ხისვე პატარა მაგიდები, რომლებიც ხან ერთს, არის დრო როდესაც ათამდე ადამიანს უძლებენ.
თვითმომსახურეობა, თუ აქ მოხვდით, ნარჩენების ურნაში გადაყრა არ დაგავიწყდეთ :) . Wi-Fi რომელიც ჩემს მოთხოვნებს სრულიად აკმაყოფილებს, უუგემრიელესი ყავა და ნაყინი, რომლის მიმართ დამოკიდებულება გამიჩნდა და აქვე არ უნდა დავივიწყო მაფინი – შოკოლადის…ყველაზე სასიამოვნო კი – სახლთან ახლოს და სამსახურთან ახლოს.. მოკლედ ჩემი პაწაწკინა სამოთხის შემადგენელი ნაწილია.

დღეისთვის ამით დავამთავრებ, საინტერესო ისტორიებს კი მომავალი პოსტისთვის შემოვინახავ :)

20120826-184709.jpg

20120826-184721.jpg

20120826-184737.jpg

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ცხელი ზაფხული და თბილისი

პირველ რიში სანამ პოსტს დავიწყებ, ვიტყვი, რომ ძალიან ცხელა, თბილისი დაცარიელდა, არც საცობები, არც ხმაური, ცოტა არ იყოს მომენატრა ეს ადამიანები.

ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ვაგრძელებ აქ ყოფნას, PR სკოლა დავამთავრე, ტორტიც ვჭამე და ღვინოც დავლიე :D და დიპლომიც მაქვს! ყველა ამაყობს და მეც რაღა დამრჩენია. ეხლა მინდა რაიმე პრაქტიკასავით გავიარო, მინდა…

ამ ფიქრებისას და სურვილებისას კი ხან facebook-ს მივჯდომივარ და ხან გრილ ადგილებს ვაფარებ თავს, როგორიცაა მაგალითად რესტორანი “picasso” მიმინოშვილის 4 ნომერში, მაღაზია სუპერის გვერდით-პირდაპირ (ვისთვის როგორ)- დღეს ცარიელ დარბაზში მოგვიწია სადილობამ, რაც ჩემთვის სასიამოვნო იყო,წყნარად და მშვიდად მივირთვი უგემრიელესი “გუმბაო”(ხორცი არჩევით ტკბილ სოუსში არაქისით და სხვადასხვა პრიბამბასებით :D), ბრინჯი კვერცხითა და ბოსტნეულით, კარტოფილი ძალიან წვრილად დაჭრილ – ძაფებივითაა და ულუფებიც საკმაოდ დიდია. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ცოტა სტუმარი რესტორანს ახარებს.

რაც განსაკუთრებულად მომეწონა მოაქვთ დესერტად საზამთრო დაწესებულების ხარჯზე და საღეჭი რეზინი, ხომ ტრადიციაა. მაინც როგორ გვიყვარს ადამიანებს ყველაფერი უფასოდ. 

რესტორნიდან ყავის დასალევად და ნაყინისათვის “Vergnano”-ს მივაშურეთ, გადასარევი ინტერიერია, კარგი მომსახურეობა, სიმშვიდე და მყუდროება, კარგი ადგილია ყველანაირი შეხვედრებისათვის, საქმიანი იქნება ეს თუ მეგობრული. არ მესმის ცოტა სტუმარი რატომ ჰყავთ ხოლმე, ადგილიც კარგია, აბაშიძის #37.

ადრეც ვამბობდი, რომ უბრალოდ დეტალებია დასახვეწი, თორე კოჭებში ვატყობ კარგი უნდა იყოს. მას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს, დაარსებულია 1882 წელს იტალიაში, პატარა მაღაზიად, ტურინის ძირში მდებარე ქალაქ ჩიერიში,, დომინიკო ვერნიანოს მიერ.  ჰოდა, წარმოიდგინეთ რამხელა დრო გავიდა მას შემდეგ: ნამდვილად იტალიიდან ჩამოტანილი ყავა აქვთ, ეგ ვიცი დანამდვილებით, ნაცნობობით (“ჩერეზ-ჩერეზ”) :D:D არა, ნაცნობობით არ ვაქებ, მართლა მომწონს :)

ვერნიანოს შემდეგ კი სახლში, სასწრაფოდ გამოვიცვალე და ჰოლიდი ინში(holiday Inn) გავეშურე, სადაც მის თინეიჯერ 2011ს ირჩევდნენ… ამას კი შემდეგ პოსტში მოვყვები, ვიდეომასალაც უნდა განახოთ თან…

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ბატონები

ოხ, როგორ შევეჩვიე ასეთ პოსტებს :D დღეს უკვე მეოთხე ადგილია სადაც ჩამოვჯექი და შეფასებითი თვალი გადავავლე აქაურობას…დონატები ჯერ კიდევ ვერ გადამიტანია… თან საღამოს PR.-ზე მივდივარ და ასე გაგვყავს დრო, ამასთან სამსახურში ტესტირებასთან დაკავშირებულ სტრესს ვიხსნი და ცოტა დავმშვიდდი კიდევაც…
მოკლედ- ბატონები… ფალიაშვილის 64… გარეგნულად თითქოს შეუმჩნეველი… გულიანი და ღიმილიანი ხლხი…ძლივს :) მართალია cosmopolitain არ აქვთ და კიდევ პატარა დეტალები აკლია, მაგრამ ამას მათი ღიმილი ფარავს :) Wi-Fi აქვთ, პიტნის ჩაი, რომელსაც პატარა ორცხობილას აყოლებენ,ყვავილებით გაფორმებული მაგიდები და ინტერიერი- lovely!!! loved it!!!!

20110530-044101.jpg

20110530-044052.jpg

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone