კახეთი Vol. 2 “გამეორება ცოდნის დედაა”

მას შემდეგ რაც კახეთი მოვიარეთ, მაკო კვლავ მიდიოდა კახეთში, მხოლოდ თანამშრომლებთან ერთად, თან ისე მოხდა, რომ მეც გამიყოლა.

უკვე გაწაფულებმა ადგილებში, სწრაფად ოვიარეთ ყველაფერი, შემდეგ ბოდბეში გავიარეთ, რომელიც წინა ტურზე არ გვცონდა ნანახი და კვლავ სიღნაღით დავასრულეთ, ამჯერად ღია ავტობუსით ვიმგზავრეთ და სიღნაღის ცნობილი გადასახედებიდანაც გადავიხედეთ.

ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, ავტომობილს ნაწილი(დღემდე ვერ გავიგე რა ნაწილი იყო) რომ არ გაფუჭებოდა. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობით დასრულდა :)

Continue Reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

კახეთი Vol. 1

მოგზაურობის ამ დღებს, პირობითად “მაკოს შვებულება ჰქვია”, რადგან ჩემი და რომ არა, ალბათ ასეთი აქტიური სექტემბერი არც კი გამოვიდოდა.

13 რიცხვში დილით, თემომ გამოგვიარა და ოთხივე, თემო, მე, ნათო და მაკო, უკვე კარგი განწყობით ორდღიან ტურში გავემგზავრეთ, თან უამავი სამოსი წავიღე, ერთი სიცივისათვის, ერთი სიცხისათვის, ერთი ყოველი შემთხვევისათვის და ერთიც “რა იცი რა ხდება” :D თან კახეთის რუქა და გზამკვლევი გავიყოლეთ.

გზად უჯარმის გადასახვევი ვნახეთ და გადავწყვიტეთ პირველად იგი დაგველაშქრა. მას ძველი და ახალი შუამთა, იყალთო, გრემი და ბოლოს თელავი მჰყვა სადაც დავბინავდით და მეორე დღისთვის გავემზადეთ. დავათვალიერეთ საღამოს თელავი და რამაც ყველაზე ძალიან გაგვაოცა, მოძრაობის წესები იყო, თბილისის აურზაურში უფრო გაიგნებ გზას, ვიდრე პირველად ჩასული თელავში :D

Continue Reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone