Polka Dots are Coming Back

კოპლები ბრუნდება?! ჩემთვის, ის არასოდეს გადასულა მოდიდან. მხოლოდ მე არ ვიქნები იმ აზრზე , რომ კოპლები პოზიტიურ განწყობას ჰბადებს. მოემზადე, ამ სეზონზე კოპლები არა მარტო ტრადიციული, შავი თეთრზე ან თეთრი შავზე ინება აქტუალური, არამედ მრავალფეროვანი გარდაქმნებით წარმოგვიდგება: პერფოტაცია, ფერადი, ასევე არ შეუშინდე პრინტების დამატებასაც – მაგალითად ზოლებთან,  როგორც Burberry Prorsum-ზე ვიხილეთ.

015m

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Movie Day

ოხ ეს დილა, ერთი და იგივე კითხვით რა ჩავიცვა?!…მთელი ღამე წვიმდა და ვიფიქრე დილითაც გაგრძელდებოდა და დავგეგმე ბოტებისს ჩაცმა, მაგრამ უკვე გათენებულზე ისეთი პირი უჩანდა გადაიფიქრა ეწვიმა და ჩემი გეგმები წვიმის წყალში ჩაიყარა…ასე რომ მომიწია თავიდან გადამეხედა გარდერობისათვის…საეთოდ სამოსის შერჩევას ხშირ შემთხვევაში ფეხსაცმელით ვიწყებ და შემდეგ გადავდივარ სხვა დანარჩენზე…ქუსლების განწყობა არ მქონდა და არჩევანი “ლეო” პრინტიან ბაჩმაჩებზე შევაჩერე, შემდეგ ჯინსის შარვალი და გარფილდიანი, ძალიან მხიარული, ვარდისფერი მაისური, რომელზეც ლურჯი ჟილეტი შემოვიცვი და საბოლოო ჯამში საკმაოდ “ქეჟუალურად” გამოვიყურებოდი, ამავდროულად კომფორტულად ვგრძნობდი თავს :)

6-ზე სამსახურიდან გავედი და გეზი მამიდასკენ ავიღე რომელიც უკვე ვნახე(ძალიან ლამაზი ყელსაბამი მაჩუქა,მდინარის მარგალიტებით) და დავპირდი რომ აუცილებლად გავივილიდი მასთან, გზაში კი “ქარვასლასთვის” უნდა ამეარა გვერდი, მაგრამ ბოლო წუთს გზი ვიცვალე და მისი გავლით მივედი…რა მექნა?! პირდაპირ მეძახდა :D მოკლედ უმეტიჩრესი მაისური ვიყიდე, ძლივს გავაკეთე ორს შორის არჩევანი, ისეთი საყვარელი გოგოები ეხატა,ბოლოს “ლონდონელი მეტიჩარა” ავარჩიე და “კრეატიული” დავტოვე არადა უუუfff…აღარ მინდა გახსენება…ამ მაისურის ჩაცმას “წულის” ქვედაბოლოსთან ერთად ვგეგმავ, საინტერესო უნდა გამოვიდეს, და ელასტიკზე ჩასაცმელი, წვრილი კოპლით, უბრეტელო ზედა …ისიც ძალიან ბევრი ლამაზი რამე დავათვალიერე; yamamay-ში ისეთი “სიფერადე” იყო თვალები ამიჭრელდა…რაც ქარვასლას შევამჩნიე ჩანთებში ჭარბობს გველის ტყავის ფაქტურა, ფერები სხვადასხვა,ძირითადად პასტელი,სამოსში ყვავილებზე და ლეოპარდის პრინტზე ლაპარაკი ზედმეტია, კოპლები…რამოდენიმე ძალიან კარგი ფერი, სამომავლოდ ვაპირებ ერთიმასეთი შევიძინო, Lime green- ფერის ძალიან მყვირალა ზედები, rufle კაბები,ქვედაბოლოები, ჯამფერები(jumpsuit) და რომფერები(rompers) Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone