Halloween Inspiration

halloweenHalloweenმოვიდა შემოდგომა და მასთან ერთად ჰელოუინის განწყობაც,  კოსტუმებისთვის ახალ შთაგონებას ვეძებთ.DSC_0659 უკვე რამოდენიმე წელიწადია ამ დღეს ამაღლებული განწყობით ვხვდებით, თუ რაიმე გეგმა არ გვაქვს ფოტოსესიისთვის მაინც ვპოულობთ დროს. ფოტოები კი გასული წლების ალბომიდან, იმედი მაქვს თქვენც ნახავთ სასურველ პერსონაჟს.
Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Halloween

Halloween-ის ტრადიციების ფესვებს ირლანდიისა და შოტლანდიისაკენ მივყავართ, რისი ისტორიაც თანამედროვე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე დაიწყო. აღინიშნება 31 დეკემბერს. ტრადიციულად ინგლისურენოვან ქვეყნებში აღინიშნება, ირლანდიელი ემიგრანტების დიდი ნაკადის წყალობით, ამერიკაში ჰელოუინის აღნიშვნა 1846 წლიდან დაიწყეს. აქვე, გეი კოლექტივების მეშვეობით იცვალა სახე, რომლებიც ამ დღეს კოსტუმირებული მსვლელობებით აღნიშნავდნენ. დროთა განმავლობაში კი დღესასწაულმა ოჯახებშიც გადაინაცვლა.

XX საუკუნის მიწურულს, შედარებით პოპულარული და “მოდური” გახდა, ამიტომ სხვადასხვა ქვეყნებშიც მოიკიდა ფეხი.

ჰელოუინს მეტად მდიდარი ატრიბუტიკა აქვთ, თუ არ ჩავთვლით კოსტუმებს,  ტრადიციულ და მთავარ სიმბოლოდ ჯეკის მანათობლები (გოგრა სახით) ითვლება, ასევე კატა, ღამურა, მოჩვენება, სანთლები… მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. სახიან გოგრას, სახელად ჯეკს კი თავისი ლეგენდა აქვს, თითქოს, ყოფილა ფერმერი ჯეკი, აზარტული თამაშებისა და სასმელის მოყვარული, რომელმაც, ლეგენდის თანახმად, სიცოცხლეშივე ორჯერ გაუცურებია ეშმაკი, თავისი ცუდი ყოფის გამო ვერც სამოთხეში მოხვდა და არც ეშმაკს უსურვებია ჯოჯოხეთში “წაყვანა”. ამიტომ, მას შემდეგ ჯეკი, გაღვივებული ნაკვერჩლით განათებული გოგრის თავით დაიარება.

Continue Reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone