ორი კაციც და გავდივართ (Memory Collector)

რამდენია საჭირო ბედნიერებისთვის? 1000? 10000? 100000? 1000000…? მეც და ჩემი მეგობარი ინა უმუშევრები ვართ, მეძებარი ძაღლებივით დავეძებთ სამსახურს, მაგრამ არაფერი, შემდეგ ვსხედვართ ან სოციალურ ქსელში ერთმანეთს/სხვებს ვეწუწუნებით: როგორ გავიხალისოთ ცხოვრება?  როგორი ცუდია უმუშევრობა და მართლაც ასეა, უსაქმურად და შემოსავლის გარეშე ყოფნა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია ცხოვრებაში, არა სურვილებს! არა თავისუფლებას! არა მოთხოვნებს! შემდეგ კი თითქოს რაღაც განათდა გონებაში და გადავწყვიტეთ ასეთ ავანტიურაზე წავსულიყავით: აჭარა ავტოსტოპით დაგველაშქრა. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Last Days Of Vacation

ჩემი შვებულება დამთავრდა, მაგრამ არ დამთავრებულა ემოციები, რაც ამ დასვენებამ მომიტანა, ბათუმის შემდეგ, თბილისში ერთი ღამის გათევის და ხელახლა ჩაბარგების შემდეგ, რომანტიული სანაპიროდან, ოჯახურ და მეგობრულ გარემოში- ბორჯომში ამოვყავი თავი, გოგუშკური ჭორაობიდან- ბაკურიანის ერთდღიანი გართობით დამთავრებული, ყველაფერი ემოციურად მავსებდა.

ბაკურიანში- რაც შეიძლებოდა გამომეცადა, ყველაფერი ვცადე, ციგურები, ჩემ დას დაბადებიდან ნიჭი აღმოაჩნდა ციგურებზე დგომის, თხილამურები- ბავშვობის ინცინდენტის შემდეგ, როდესაც თხილამურს რაღაცნაირი “ხერხით” ყელით დავეგე, არასოდეს მიცდია მათზე დგომა და ეხლა გავბედე, თუმცა არც ისე დამაიმედებლად, რამოდენიმე დაცურების შემდეგ ხელი ჩავიქნიე :)) სამაგიეროდ ჩემი ექსტრემალური ბუნება- ცხენზე ჯირითისას, კვადროციკლის და ბურანის ტარებისას გამოვავლინე :) რამოდენიმეჯერ მიზანში გარტყმულმა ტირის ტყვიამ, კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობა შემძინა.

Continue Reading →

Fall With Girls

მე და ჩემი გოგოები, “ბოდიალისას” გადაღებული ფოტოები :)

ქეთი დავტანჯე ფოტოების გადაღებით :D “ეხლა ასე, ეხლა ისე… ცოტა მაღლა, მარჯვნივ :D” საბოლოო ჯამში კარგი ფოტოები გამოვიდა და ჩვენც გავერთეთ :)) ჩვენ ხომ ერთად ვიყავით, რა მოგვაწყენდა :D

Continue Reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Right Now

ამ წუთს ყველაზე სასიამოვნო წუთებია ჩემი ბორჯომში ყოფნისას…. მე, ნინო და ქეთი- კაფე ინკაში. ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ ამ კაფეში Wi-Fi ჩართეს… მომსახურეობა და გარემო კვლავინდებურად კარგია, აი ისეთი, შინაურული :)) მეგობრული :)

ძალიან კარგი გარემოა, მშვიდი, ვფიქრობ ამ ქალაქში, მარტო Inka-ში იგრძნობა სასიამოვნო სიმყუდროვე. ბევრი ვისეირნეთ, შემოდგომა ბორჯომში განსაკუთრებით ლამაზია, სიწყნარეა ამასთან  თბილი შემოდგომის ამინდებია…

ბევრი ფოტო გადავიღეთ და ცხელი ყავისა და ჩაის ფონზე სასიამოვნოდ, გოგუშკურად ვჭუკჭუკებთ :))

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

New, Empty Diary

მეგობრები იმიტომ არსებობენ, რომ საჭირო დრო მონახონ, აგაწევინონ უკანალი, როდესაც რბილად ხარ მორგებული სახლში და არც კი გაქვს გეგმაში და ხასიათში სადმე გასვლა.

ზუსტად ასე დაუნდობლად მომექცა ინა, როდესაც დამირეკა და თითქმის მბრძანებლური ტონით-მითხრა, რომ გავსულიყავი გარეთ…არც ვინანე, პირიქით მისი მადლობელი ვარ, რომ ახალი…ფურცელი-ბანალური ნათქვამი იქნება…სულ ახალი წიგნაკი  ძალიან ხალისიანი დღით დავიწყე.

საღამომ სტარტი ზოოპარკთან აიღო, სულ სამნი: მე, ინა და მარიამი ვიყავით…მარიამმა გიდობა ითავა და ყველა გალია შემოგვატარა, ფოტოების ჩხაკუნიც არ დაგვიწყებია, გაგვიმართლა და კუდგაშლილ ფარშევანგებსაც მივუსწარით, სირაქლემას ცეკვასაც ვუყურეთ, მაგრამ მინდა ვთქვა, მეტად არამომხიბვლელი იყო, საინტერესოა, როგორ ებმებიან ასეთ ანკესს სირაქლემა გოგოშკები :D

ცხოველ-ფრინველ-ქვეწარმავალ-ზღვის ბინადართა თვალიერებით, ბევრი ახალი აზრი მოვიდა ისევ და ისევ სამოსთან დაკავშირებით…არა, არა! არ იფიქროთ მათი გატყავება მომინდა! პირიქით,მასეთი რამეების წინააღმდეგი ვარ, მირჩევნია ჩამნაცვლებელი მეცვას ცხოველური პრინტით…უბრალოდ ძალიან ლამაზი ფომა-ფერი ჰქონდა ზოგიერთ მათგანს და ვიფიქრე,ალბათ ბევრ დიზაინერის შთაგონების  წყაროცაა მათი სილამაზის ხილვა…მე forever21 ელასტიკი და ფეხსაცმელი მეცვა და მისივე კულონი-ფოტოკამერა, Cache-cache-ს ნეონ-ყვითელი მაისური,ლეოპარდის პრინტით თავზე შემოხვეული შარფი და ადრე ნაყიდი ჩანთა-ამოქარგული ყვავილით,რომელიც ძალიან პრაქტიკულია ბოდიალისას :)

ზოოპარკში რომ გალია აღარ დარჩა უნახავი და ორჯერადი გემზე კატაობის შემდეგ, გზას გავუდექით ჩილიმ ბარისაკენ, მაგრამ სანამ გადავწყვეტდით სად მივსულიყავით, ძალიან ბევრი ვიარეთ-ქვეყანა შემოვიარეთ :D

დაღლილები Wheels-ში ვიყავით, ცოტა რომ ამოგვესუნთქა, სადაც დამაპურეს :D

ჩილიმობისას შოთიკოც შემოგვიერთდა და ჩილიმ ბარიდან ოთხი ბილიარდის უცოდინარი-საბილიარდოში წავედით, იქაც ფეხით- ძაალიან მაგარი იყო…ბილიარდის ბურთებიც ვაგორავეთ პროფესიონალუური სახეებით,ბევრი ვიხალისეთ…

ამ პოსტით არა მარტო დღევანდელი დღის შესახებ მინდოდა  მოყოლა, უბრალოდ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამდენს ნიშნავს ცალკეული, ჩემს გვერდით მყოფი ადამიანი, მე კიდევ ჯანდაბების გამო გადავიკარგები ხოლმე,ან ვერ ვამჩნევ.მივხვდი, რომ მშვიდად ვარ და დავუბრუნდი ჩემს თავს, ვიცი, რომ ბევრის იმედი მაქვს და ყველას მადლობა :)

ასევე, ერთ კარგ ადამიანს მინდა პატარა”персик”ის დაბადება მივულოცო: ტატა! მთელი გულით გილოცავ და გისურვებ უპრობლემო ცხოვრებას, შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად !

ეს კი ჩემი დღის ფრაგმენტები:

ფოტოები: ირინკა(fefinio)

ინაჩკა

შოთიკო(საბილიარდოს რამოდენიმე pic.)

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone