Extreme Photo-session

როგორ დაიძვრინო თავი სიტუაციიდან თუ ფოტოგრაფი არ გყავს?!

ყველაფერი საათივით იყო აწყობილი:

10:00 River Island-აქსესუარებისთვის

10:30 ნუკისთან(მოდელი – Image Centre)

11:00 სალონი Arte – თმა და მანიკური

12:45 ქრისტი (ვიზაჟი)

13:00 გადაღება.

ასეც დაიწყო, რომ არა ფოტოგრაფის მოუცლელობა და მის გარეშე სალონში დარჩენილი დაბნეული გოგოები. მაგრამ, რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, ეს ფოტოსესია უნდა! შემდგარიყო, მისი მოლოდინი უამრავ ადამიანს ჰქონდა და ბევრი ადამიანიც ჩართული იყო, ამიტომ არ უნდა ჩაშლილიყო.

ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დროს თავში პირველი ამოტივტივდება – ინა! ფოტოგრაფი, ჩემი მეგობარი და ძალიან კარგი ადამიანი. დარეკვისას უარის მიღებას არც ვგეგმავდი და არც მიმიღია. ფოტოგრაფი – გვყავს, ეხლა ლოკაციები?!

სანამ საჭირო ნივთები შევაგროვეთ – გიორგი ქებურიას ტანსაცმლის კოლექცია და Marusinka-ს ფეხსაცმელები, გადავწყვიტეთ, მშიერ კუჭზე არ მოგვემოქმედებინა არაფერი, თან დროც გვქონდა, სანამ ინა კინოსტუდიიდან წამოვიდოდა, ამიტომ კაფე “Naxvamdis”-ში გადავწყვიტეთ წასვლა, სადაც საშამ უპირობოდ დაგვრთო ნება დავბანაკებულიყავით, ტანსაცმელი იქ გამოეცვალა ნუკას, აქსესუარებიც გადაგვენაწილებინა, მაკიაჟი იქ გაგვეკეთებინა და თუ საჭირო იქნებოდა ფოტოებიც მასთან სტუდიაში გადაგვეღო, ისე რომ ჩემი შრეკის თვალებიც კი არ დამჭირვებია სათხოვნელად. მოღრუბლული ამინდის მიუხედავად, რომელიც წვიმას ქადადებდა, გარე გადაღება ზედმეტად მიმზიდველი იყო და დავიძარით.

პირველი გადაღების წერტილი, არტ სტუდია “Leselidze 49″ იყო, რომელიც შემთხვევით ვნახეთ და მისი ოკუპირებაც მოვახდინეთ. მეორე ლოკაცია, ინტერიერით განთქმული და ბევრისთვის ნაცნობი კაფე Linville იყო სადაც გადაღება დავასრულეთ.

რამოდენიმე საათის შემდეგ ისევ “Naxvamdis”-ში ვისხედით, მართალია საოცრად დაღლილები, მაგრამ კმაყოფილები და თავს გადამხდარ დღეს უკვე ღიმილით ვიხსენებდით.

ეს გადაღება ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ჩემთვის, რამოდენიმე კვირა ვემზადებოდი და მოუთმენლად ველოდი, თან უამრავი ადამიანი ელოდება შედეგს, რომელსაც უკვე Pink.ge-ზე ვიხილავთ. ამისთვის კი ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მთელი გულით რომ ერთმანეთს გვერდში დავუდექით: ნუკა, ბაია, ქრისტი, ინა, ყველაზე დიდი მადლობა თემოს, რომელმაც გამნათებლის ფუნქციაც კი იტვირთა და ყოველთვის ჩემს გვერდითაა ^^. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ფეხსაცმელი, რომელიც ჭკნება

რა არის იმაზე უკეთესი ერთმანეთს შეუთავსო რამოდენიმე მისწრაფება? რაც თვალს აღაფრთოვანებს და საშუალებას იძლევა სხვას გავუზიაროთ: ფოტოგრაფია, ქალის ფეხსაცმელი და ბუნების, კერძოდ კი ფლორის სიყვარული…

ეს ყველაფერი გადასარევად შეათავსა ფოტოგრაფმა მიშელ ჩერევკოფმა(Michael Tcherevkof) შესანიშნავი ფოტოალბომის შექმნისას “Shoe Fleur”.

Continue Reading…

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Happy … Friends

ორი დღე, 20-21 ივნისი ერთ-ერთ ტკბილ დღეებად დამამახსოვრდება…შეიძლება ითქვას “უმიზეზოდ-ჩემი დღე” იყო. ჯერ ერთი, ბევრი საჩუქარი მივიღე ამ დღეს და მეორე, დრო ჩემთვის საყვარელ ადამიანებთან გავატარე…

20 ივნისს განსხვავებულ ხასიათზე ვიყავი, wheels-იდან- misson-ში დავასრულეთ საღამო.სადაც, სხვათაშორის საკმაოდ კარგი მომსახურეობაა, მართალია, შოთიკოს მწვანეს ნაცვლად პიტნის ჩაი მოუტანეს, მაგრამ საკმაოდ კარგი განწყობა შემექმნა მათზე.ზაფხულის თბილ და სასიამოვნო საღამოს მეტად ბევრი სიცილი დაერთო თან.

მეორე დღეს, 21 ივნისს, ინასთან ერთად უნდა წავსულიყავი გადასაღებად, მას უნდა დავხმარებოდი სახლების ინტერიერების გადაღებაში(თუ ხელი არ შევუშალე :D) და ჩემთვისაც სასარგებლო იქნებოდა გარეთ გასვლა, ფოტოკამერის ხელში დაჭერა.მართალია ძალიან დავიღალე, მაგრამ უძალიანესად კმაყოფილი დავრჩი, რადგან უამრავი საინტერესო და უინტერესო ადამიანებს შევხვდი და მათი სახლი თუ ფასადი ვნახე,რომელნიჩ ერთმანეთზე მეტყველებდნენ.თბილისში მართლაც ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია, სამწუხაროდ ბინები საკმაოდ ავარიულია :)

წერა, იმისათვის არ დამიწყია, მომეყოლა რა კარგი დღე მქონდა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრობის ფაქტი, მაშინ ყველაფერი გიხარია, გინდა გაუზიარო ყველანაირი გრძნობა, თუნდაც ისულელო და ამისათვის არ მოგეკითხება, ჰოდა, ამ პოსტით ყველა ჩემს მეგობარს მადლობა მინდა ვუთხრა მათი მეგობრობისათვის :)

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Tbilisi Open Air 2011 (June 11)

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 11-12 ივნისს გაიმართა, სადაც მონაწილეობას 20 მუსიკალური ბენდი იღებდა: საქართველოდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ფესტივალზე:საკვები და სასმელი არც ისე ძვირი იყო, მაგამ არც ისე გემრიელიც, პირველ დღეს მოედანი განათებული არ იყო, თამამად შეგეძლო გადაგეარა ვინმესათვის თავზე, მაგრამ მეორე დღეს ეს პრობლემაც გამოსწორდა და ძალიან გამიხარდა. იმედია, დროთა განმავლობაში ფესტვალი უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ იგი არა ნაწილს, არამედ მთლიან იპოდრომს გაავსებს.

Street Style:ფესტივალები მისასალმებელია და მხიბლავს თავისი გამორჩეული ჩაცმის სტილით,აქ იკრიბება ხალხი ვისთვისაც გართობა, დასვენება და მუსიკა წინა პლანზეა წამოწეული.

ჩემი მიზანი იყო შემეფასებინა აქაური street style და გამეგო რამდენადაა ჩვენში ჩამოყალიბებული ფესტივალის კულტურა, ასევე მომესმინა მუსიკისათვის და შევხვედროდი მეგობრებს.

ასე რომ, მოვიმარჯვე ფოტოკამერა და…სამწუხაროდ ძალიან ბევრი განსაკუთრებული ვერ ვნახე, ძირითადად პანკური სტილი ჭარბობდა და თითქმის ერთნაირად, მხოლოდ ფერები თუ განსხვავდებოდა.ტრენდებს “სანთლით ვეძებდი”, რამოდენიმე ვიპოვე, მაგრამ არ კმარა…ფესტივალია!!

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Photomarathon Tbilisi

საქართველოში ფოტოკამერა მომარჯვებულ ადამიანებთთან ერთად, იზრდება ფოტოგრაფიის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების, გამოფენების კონკურსების და მარათონების რაოდენობა.

ამ მარათონის შესახებ თუ facebook-ით სარგებლობთ ყველას თუ დაწვრილებით არა, რაღაც მაინც გექნებათ გაგონილი.მე დახურვაზე ფოტოგრაფ ნატა აბაშიძის ინფორმაციით მოვხვდი, რომელიც ჟიურის წევრი იყო ამ მარათონის.

ფოტომარათონის დაჯილდოვება დღეს 16-ში, არა…უკვე გუშინ…16 მაისს გაიმართა გოეთეს თბილისის ინსტიტუტში. დაჯილდოვებას კი წინ უძღვოდა რამოდენიმედღიანი ფოტომარათონი, (აბა მარათონი მარათონის გარეშე რისი მარათონია?!) სადაც მონაწილეობას იღებდა უამრავი დამწყები თუ ჩამოყალიბებული ფოტოგრაფი და ისინიც ვისაც უბრალოდ ფოტოკამერა აქვს და გარეთ გასვლა არ ეზარება.მონაწილეებს ეძლეოდათ კონკრეტული დავალებები რაც გარკვეული დროის განმავლობაში უნდა შეესრულებინა და შემდეგ “გარკვეულვე” ადგილას მომდევნო დავალებისათვის მისულიყო.

მარათონის ფარგლებში გადაღებულ იქნა ათასობით ფოტო, წარმომიდგენია ჟიურის გაწამაწია მათ გადარჩევაში.დარბაზში რომ შევედი რამოდენიმე ხანი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად იმდენი ფოტო დამხვდა.

no images were found

პრიზები:კ/თ. ამირაზნის ორი ბილეთი, ფოტოკამერები canon sx20,(თუ მეშლება შემისწორეთ :)) Tbilisi Open Air-ზე დასასწრები ორი ბილეთი,ერთკვირიანი პერსონალური გამოფენა გოეთეში. რომელიც მე-4-ე, მე-3-ე და მე-2-ე დაგილზე გასულებმა დაინაწილეს და ჩამოთვლილი პრიზები, საერთო ჯამში პირველ ადგილზე გასულს, თამარ ბოლქვაძეს, ერგო.კიდევ საუბრობდნენ საზღვარგარეთ გამგზავრებაზე, შემდეგ თანხები არ ყოფნისო, მოკლედ ეგ ვერ გავიგე :D

თამარ ბოლქვაძე, ავტოპორტრეტი


ორგანიზების მხრივ, სრული ქაოსი და დაბნეულობა სუფევდა, თუმცა იგი მეტს არც მოითხოვდა და არც მისგანაა მეტი მოსათხოვი, რადგან იგი ჯერ პირველად შესდგა საქართველოში.არც ფოტოები გამოირჩეოდა საოცრებებით, უფრო სწორად ძალიან ბევრი იყო და შესაძლოა გამომრჩა. ან ამის მეორე მხარე ისაა, რომ ნამდვილად არ იყო კარგი ფოტოები.მიზეზად კი იმას დავასახელებ რომ საქართველოში, ზოგადად ფოტოგრაფის გაგება მაღალ დონეზე არაა. აქ თუ კარგი კამერა გიჭირავს,კარგის განმსაზღვრელი არის “დიდი ფოტოკამერა”, ე.ი. პროფესიონალი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა როგორ იღებ, რას იღებ ვისთვის, რისთვის.შემდეგ კი ბევრს პრეტენზია აქვს გადანათებულ, ბრტყელ-ბრტყელ კადრებზე. თანამედროვე ხელოვნებაში, მართალია ჩარჩოები და  კლასიკური ფოტოს გადაღების წესები უგულვებელყოფილია და ეს ცუდი არაა, მაგრამ ყოველთვის იგრძნობა კარგი და ცუდი ფოტო.ვფიქრობ ფოტოს გადაღება შათერზე(ღილაკზე)თითის დაჭერა არაა მხოლოდ, მთელი რიყუალია წამში მოქცეული, დაინახე, მოგეწონა, კამერა მოამზადე, გაიაზრე, კადრირება გაუკეთე და მხოლოდ შემდეგ დააჭირე…ამის შესაძლებლობა კი ბევრს არ აქვს.

გამოფენაზე ფოტოებთან ერთად, ყოველთვის საინტერესოა ხალხის ჩაცმულობაზე თვალის შევლება, სამწუხარდ ჩემი დაუდევრობის გამო ფოტოკამერის მეხსიერების ბარათი დამრჩა და მის გარეშე ჩემი ბიჭი უსუსურია, ამიომ კვლავ iPod-ით მომიწია ფოტოების გადაგება და შემდეგ ნატა შემომეშველა თავისით, მაგრამ ძირითადი ნაკადი უკვე წასული იყო, არადა უამრავი უცნაური ნივთი ვიხილე, სხვადასხვა დასამახსოვრებელი ტიპაჟები. ძველი მაგნიტოფონის კასეტისაგან გაკეთებული საფულე, “პლასტინკისაგან”-ჩანთა, თმის ვარცხნილობა და ა.შ.ასევე, რაც ახალგაზრდა ფოტოგრაფებს და საერთოდ თბილისის ჩაცმულობას შევამჩნიე იმატა ზურგჩანთებმაც.

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Postქოლგა

წინასწარ შერჩეულ 100 ფოტოდან უნდა გამოვლენილიყო გამარჯვებული, საპრიზო ფონდი 5000 ლარი იყო და იგი უნდა გადანაწილებულიყო გამარჯვებულებზე, ასევე იყო სხვადასხვა ნომინაცია.

უკვე დავწერე ფოტოკონკურს ქოლგის გახსნის შესახებ და ჩემი ფავორიტებიც გამოვავლინე, სამწუხაროდ დახურვაზე არ ვყოფილვარ და არ ვიცი როგორ ჩაიარა, თუმცა გამარჯვებული გავარკვიე ვინ იყო და მინდა გითხრათ, არა თუ ფავორიტებში არამედ ნეგატიურ ემოციებსაც კი იწვევდა ჩემში და არა მარტო.მაპატიოს ავტორმა, ეს მისი ბრალი არაა, ფოტოები საერთოდ გამოფენაზე რომ გაიტანეს :D სამწუხაროდ ფოტოს ელექტრონული ვერსია არ მაქვს, თუ სადმე მოვიძიე აუცილებლად დავდებ, გამარჯვებული კი ნატა სოფრომაძეა ფოტოსერიით “შავი ზღვის პირას”.

აღვნიშნავ, რომ ჩემ ფავორიტ ფოტომ, მაკა კუკულავას ავტორობით “ეშმაკი ატარებს პრადას”ნომინაციაში პრიზი აიღო (ესეც რაღაცაა :))

სამწუხაროდ ფოტო-ფოტოზეა გადაღებული და ორიგინალს ცოტა აცდა, მაგრამ წარმოდგენა რომ გქონდეთ რას ვგულშემატკივრობდი.

როგორც სხვადასხვა ფოტობლოგებიდან შევიტყვე და არა მარტო ამ წყაროდან საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანია უკმაყოფილო ფოტოკონკურსის ობიექტურობით, იმასაც ამბობენ ეს პირველად არ ხდებაო, თუმცა არ ვიცი რა ვთქვა, ან მათი ბრალია ვინც საკუთარ ფოტოში ზედმეტად დარწმუნებულია და ჰგონია რომ დაჩაქრეს ან ნამდვილად მასეა, თუმცა რას გაიგებ

ინფორმაციას ვეძებდი 2011 წლის ქოლგაზე,ვერსად ვიპოვე, რომ გამარჯვებულთა სრული სია მაინც დამეწერა…არც ქოლგას საიტზეა, უცნაურია, ასე ორგანიზებული და ინფორმაცია არაა თავს დროზე.მაგრამ, იმედი მაინც ბოლოს კვდებაო და ველი რომ საქართველოში ფოტოგრაფია კიდევ უფრო განვითარდება და ქოლგა არ იქნება ერთადერთი პერმანენტული ფოტოკონკურსი, რომელსაც გაწბულებული თუ იმედგამართლებული ფოტოგრაფები წლიდან-წლამდე ელიან :)

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone