Spring 2016 Fashion Trends

გაზაფხულისთვის სამოსის შერჩევა ჩემი ერთ-ერთი მრავალწლიანი ტრადიციაა, როდესაც ჩემი განწყობა ზამთრის ძილისგან ფხიზლდება და მოშიებული დათვივით ეძებს ახალ ტენდენციებს, სილუეტებს თუ ფერებს. დარწმუნებული ვარ, ეს შეგრძნება მხოლოდ მე არ მეუფლება, ამიტომ ჩემს მოძიებულ ინფორმაციას სიამოვნებით გავაზიარებ გაზაფხული 2016 ტენდენციების ჩამონათვალით: Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

DRESSLINK WISHLIST

საახალწლო აურზაურმა ჩაიარა, მალე მაღაზიებში ახალი კოლექციები გამოჩნდება, თუმცა ზამთრის სეზონი ჯერ არ გასულა და შესაძლებელია ამ პოსტს თხილამურებზე შემდგარი კითხულობდე, გონება ავტომატურად დაიწყებს საგაზაფხულო ნივთებზე ფიქრს, თვალი თავისთავად გაიქცევა ყვავილებისკენ, ფრიალა კაბებსა და მაქმანებისკენ, ჩემი გული, გონება და სული უკვე ამუშავდა და ძალიან საყვარელი რამე-რუმეები დავიგულე Dresslink.com -ზე სადაც ფასებიც ძალიან მიმზიდველია. არ შემიძლია ჩემი სურვილების ათეული არ გავაზიარო:

  1. ჩემი პირველი სიყვარული ასე გამოიყურება, ყვავილის ნახატი ზედმეტი არასოდესაა:

SV027125-2 Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ჩემი შოპინგი – ჩემი თერაპია

გაზაფხული! გაზაფხული მეორე ახალი წელივითაა, ბუნებიდან დაწყებული ხასიათით დამთავრებული ყველაფერი იღვიძებს, ლაღდება, თბება და მზიანდება. გაზაფხულს მოაქვს ყველაზე საღი და პოზიტიური იდეები, გაზაფხულზე ღვივდება სურვილი ყველაზე ლამაზად გამოვიყურებოდეთ, არ აქვს მნიშვნელობა ამინდის გიჟურ ცვლილებებს თუ თოვლიან მთებს, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ამაღელვებელ ემოციას.

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone