Dare to Live Your Dreams

DSC_2673სულ მალე კიდევ ერთი წელი მემატება, ვერ ვიტყვი, რომ დაბადების დღე არ მიყვარს, ჩემი ასაკი ჩემი ქცევების, განწყობის განმსაზღვრელი არასოდეს ყოფილა, მაგრამ არის ხოლმე რაღაც ნიუანსები, რომლებიც მშვიდ საღამოს ჭიქა ყავით ხელში წამომეწევა ან ფილმის ყურებისას მომისკუპდება ან თუნდაც მუსიკის მოსმენისას. არის პრიორიტეტები რაც მოკლე პერიოდში იჩენენ თავს და მალევე გავიწყდება, არის გატაცებები რომლებიც მთელი ცხოვრება თან გსდევს და თუ ვერ/არ ასრულებ გტანჯავენ და შიგნიდან გფიტავენ, არ მგონია ამ ქვეყანაზე ერთადერთი დავდიოდე და ვებრძოდე ამ გრძნობებს, რომელთანაც გამკლავება შეუძლებელია თუ მარტო შეეჭიდე, ალბათ თავადაც განგიცდია ასეთი რამ. გამიმართლა, რომ ჩემს ცხოვრებაში შევხვდი და ვხვდები ადამიანებს რომლებთანაც ლაპარაკი მცლის და მაბედნიერებს, თუნდაც ერთი შემოხედვით, ერთი ღიმილით, ერთი ჩახუტებით. ასეთი ადამიანები არსებობენ, რომლებიც მხოლოდ ერთ წუთს დაგითმობენ ან მთელ ცხოვრებას, მაგრამ იმ დროს არიან როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone