Dare to Live Your Dreams

DSC_2673სულ მალე კიდევ ერთი წელი მემატება, ვერ ვიტყვი, რომ დაბადების დღე არ მიყვარს, ჩემი ასაკი ჩემი ქცევების, განწყობის განმსაზღვრელი არასოდეს ყოფილა, მაგრამ არის ხოლმე რაღაც ნიუანსები, რომლებიც მშვიდ საღამოს ჭიქა ყავით ხელში წამომეწევა ან ფილმის ყურებისას მომისკუპდება ან თუნდაც მუსიკის მოსმენისას. არის პრიორიტეტები რაც მოკლე პერიოდში იჩენენ თავს და მალევე გავიწყდება, არის გატაცებები რომლებიც მთელი ცხოვრება თან გსდევს და თუ ვერ/არ ასრულებ გტანჯავენ და შიგნიდან გფიტავენ, არ მგონია ამ ქვეყანაზე ერთადერთი დავდიოდე და ვებრძოდე ამ გრძნობებს, რომელთანაც გამკლავება შეუძლებელია თუ მარტო შეეჭიდე, ალბათ თავადაც განგიცდია ასეთი რამ. გამიმართლა, რომ ჩემს ცხოვრებაში შევხვდი და ვხვდები ადამიანებს რომლებთანაც ლაპარაკი მცლის და მაბედნიერებს, თუნდაც ერთი შემოხედვით, ერთი ღიმილით, ერთი ჩახუტებით. ასეთი ადამიანები არსებობენ, რომლებიც მხოლოდ ერთ წუთს დაგითმობენ ან მთელ ცხოვრებას, მაგრამ იმ დროს არიან როდესაც ყველაზე მეტად გჭირდება. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Ama Birthday Gal

23 მაისი, ჩემი დაბადების დღეა, მიყვარს ეს დღე, ჩემთან ერთად,  ყველა “დაბადების დღიანს” ვულოცავ!! მინდა ყველა ის ჩანაფიქრები ასრულდეს რასაც სანთლების ჩაქრობისას გულწრფელად ვისურვებთ!

ბედნიერი ვარ, რომ ისეთი ადამიანები მაკრავს გარს, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ვარ და მინდა ყველა ასე გრძნობდეს თავს.

მადლობა ყველას გულწრფელი სიყვარულისთვის, მოლოცვისთვის და თუნდაც ჩემზე კეთილი სურვილებით ფიქრისთვის!
ჩემი ძალიან ლამაზი საჩუქარი ყელსაბამი, რომელზე სურვილიც ერთხელ  წამომცდა, რეალობაში წარმომიჩნდა.
Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Happy Birthday Google

დღეს საძიებო სისტემის გიგანტი, Google, თინეიჯერი გახდა, მას 13 წელი შეუსრულდა.
ლარი ფეიჯმა და სერგეი ბრინმა პროექტი,  Google Inc, წამოიწყეს 1988 წლის სექტემბერში, ოთხი კომპიუტერით, ინვესტორის $100,000-ით და რწმენით, რომ ინტერნეტ საძიებო სისტემამ შესაძლოა მსოფლიო შეცვალოს.
ზუსტი თარიღი, Google-ს ამოქმედებიდან რამოდენიმე წელში შეიცვალა. მისი განცხადება შეტანილ იქნა 4 სექტემბერს, 1998 წელს, დადასტურებუ იქნა სამი დღის შემდეგ 7 სექტემბერს და Google.com დომეინი დარეგისტრირდა 15 სექტემბერს. მაგრამ Google-მა ოფიციალურად, მის დღედ აირჩია 27 სექტემბერი.
და მართლაც… ალბათ დღე არ ჩაივლის მე რომ ჯადოსნური Google.com არ ავკრიფო და რაიმე არ ვკითხო, ძალიან ბევრ რამეში მეხმარება და არა მარტო მე, ამიტომ Google-ს დაბადების დღეს ვულოცავ და ვუსურვებ კიდევ უფრო დაჭკვიანებას :D
 
Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Sweet Emotion

Roland Mouret pleated dress
$1,675 – mytheresa.com

Dorothy Perkins coral jewelry
10 GBP – dorothyperkins.com

Bari Red Glass Red Wine Glass
6 GBP – habitat.co.uk

Designs
$25 – marylakethompson.com
Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone