Cold Season, Pretty Shoes – F/W 2011-12


ჩაცმულობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ფეხსაცმელია, არც ერთი კომბინაცია, კაბა თუ სხვა რაიმე არ იქნება იმდენად ეფექტური, თუ ფეხსაცმელს ზუსტად არ შევურჩევთ. ფეხსაცმელი, შეუმჩნეველი არასოდეს რჩება.

ცივ სეზონებზე მასალა – ტყავის, ლაქის ზედაპირით, ატლასით, რეპტილიის პრინტით, ზამშე, მაქმანი და ბეწვი იქნება.

ფეხსაცმლის ცხვირის ფორმა კი ორივენაირი: წვეტით და მრგვალი, ასე რომ თქვენივე გადასაწყვეტია ერთს აირჩევთ, მეორეს, თუ ორივეს ერთად.

ფერებზე უკვე ვსაუბრე ამ პოსტში, ეს ფერებივე ვრცელდება ფეხსაცმელზეც.

#1 ლაქის ზედაპირი (Patent Leather)

ლაქის ფეხსაცმელი, ცოტა არ იყოს, რთული შესახამებელი და გამოსაყენებელია, ვიდრე ჩვეულებრივი ტყავი, მაგრამ იგი მეტად აქტუალურია შემოდგომა – ზამთრის სეზონზე. კარგი იქნება თუ color block-ს გამოიყენებთ და შეარჩევთ ფეხსაცმელის: შავ – წითელში, შავსა და თეთრ, ლურჯსა და მეწამულში ან სხვა კონტრასტულ ფერში, რაც უფრო მეტად ეფექტურს გახდის ფეხსაცმელს. Wictor & Rolf, Sonia Rykiel, Marc Jacobs, Alexander Wang, Cloe, Antonio Marras.

 

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Neon Colours

გაზაფხული-ზაფხულმა შეცვალა და კიდევ უფრო გამიმძაფრდა შეგრძნება, გარშემო და ჩემს თავზე, უფრო ნათელი და კაშკაშა ფერები ვიხილო…ნათელი და კაშკაშა?! ეს კიდევ მსუბუქად ნათქვამია იმასთან შედარებით,რასაც ნეონური ფერები მოიცავენ!!!

შეყვარებული ვარ ამ ფერებზე!! იმდენად მომწონს, რომ ნეონურ მანიაკად ვიქეცი.ნეონური(neon) მწვანე, მკვახე(acid) ყვითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი…უმაგრესია!!!თვალს იტაცებს და იპყრობს.

Christian Louboutin-საც არ დავიწყებია ახალ კოლექციაში ამ ფერის შეტანა,მხოლოდ მან შემოდგომა-ზამთრის სეზონზეც გაახანგრძლივა მათი აქტუალურობა:

თუ გინდათ რომ ქუჩაში ან წვეულებაზე ყველას დაანახოთ თქვენი სამოსი ან საკუთარი თავი, ეს ისაა რასაც თქვენ ეძებდით!!!ჩანთები, ფეხსაცმელი, მაისურები, კაბები, ქამრები და ათასი რამ…

შეგიძლიათ შეუფეროთ სადას, ხაკის(khaki),ხორცისფერს (nude) სამოსს ან ჭრელ სამოსში გამოიყენოთ.

თუ ფიქრობთ, რომ მწვანე და ყვითელი სახეზე ცუდად აირეკლება და გამწვანებთ, მაშინ სცადეთ ვარდისფერი და ნარინჯისფერი ან თუნდაც იისფერი.

ასევე შეგიძლიათ თქვენს ძირიძად სამოსში გამოიყენოთ მცირე აქცენტები, ქამრის , ჩანთის, ყელსაბამის, თუნდაც პრინტის სახით.

მე კი ერთი cache-cache-ს მაისური მაქვს ნეონური-ყვითელი და ასევე ნეონური ყვითელი პრინტით კიდევ ორი, ერთი ყვითელი ფეხსაცმელიც…მაგრამ არ მაკმაყოფილებს და ჩემს უკიდეგანო wishlist-ს ფსფორისფერ ჩანთას, ქამარს და ფეხსაცმელს ვამატებ, დიდი ხანია ფრჩხილის ლაქის შეკვრაც მაქვს, იმედია, ზაფხულის გასვლამდე, რეალობად იქცევა :)

შესაძლებლობა უამრავია, მთავარია ზაფხულით ისიამოვნოთ და თქვენი მხიარული ფერებით გარშემომყოფები!!

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

One Day, One Story

დავიწყე პოსტი დაბადების დღეზე და ისეთი დაღლილი ვიყავი ემოციურადაც და ფიზიკურადაც, რომ მხოლოდ ფოტოებით  და ერთი წინადადებით შემოვიფარგლე :) ეხლა გიამბობთ ჩემს ოქროს დაბადების დღეზე სრულად…

ჩემი დაბადების დღე, ანუ 23 მაისი, 12 საათიდანვე სასიამოვნოდ დაიწყო, 12 საათს ჩემს დებთან და დედასთან skype-თი ვიდეოკონფერენციით შევხვდი, რასაც ორივე მხრიდან სმა მოჰყვა, ძალიან დასამახსოვრებელი საღამო იყო, როდესაც ვიდეოთვალს შევსებულ ჭიქებს “ვიჭახუნებდით” ამას თან ერთვოდა პარალელური რეჟიმით თემოსთან საუბარი და ტელეფონით მილოცვები, ასევე facebook-ოც არ სდუმდა :) მოკლედ უკვე კარგად შეზარხოშებულს პირდაპირ თვალის მოხუჭვა დამჭირდა, რადგან ვიწექი და ისე ვქეიფობდი :D ძალიან მაგარია, მთვრალს სულ არ გჭირდება ბევრი ბოდიალი.

გაღვიძებისთანავე დავიწყე რეკვა ჰეარ ჰაუსში(ამ სილამაზის სალონისშესახებ ბევრი მსმენია taa.ge-დან და sweet.ge-დან),რომლის შესახებაც ცალკე პოსტი მინდა დავწერო, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ძაან საყვარელი გოგოები არიან :) სალონში ხანგრძლივი დროის დაყოფის შემდეგ, დადგა დრო საჩუქრების მეორე ეტაპისა, ფოტოებში ნახავთ მანქანაში დაწყობილ საჩუქრებს, რა თქმა უნდა, ყველა ჩემია :D ერთ-ერთ მათგანში ჩემი ნანატრი Christian Louboutin-ის ოქროსფერი ფეხსაცმელია, მეორეში კი არანაკლებ სასურველი სამფეხა, ეხლა საშუალება მექნება ყოველი ჩემი “პრიკიდი” გადავიღო და არ ვიწვალო :) ყვავილები?! როგორი სურნელი ჰქონდა, ვინც იცით რომ გერბერი მიყვარს, ისიც იცოდეთ, რომ მათი მოტანის მცდელობა იყო, მხოლოდ ეხლა გერბერის დრო არ ყოფილა :D

მოკლედ ზღვა ემოციის შემდეგ, რომელიც გამოვხატე და ვერ გამოვხატე, “შემოლამაზებული” ვარცხნილობით სახლში ავცუნცულდი გამოსაპრანჭად, Lou. ვერ გავიმეტე, თან სამოსი მჭირდება, განსაკუთრებულს ხომ განსაკუთრებული სამოსი უნდა, სამაგიეროდ არჩაცმული ე.წ. Plum ჩავიცვი და ვარდისფერი კაბა, რომლებიც ძალიან შეეფერენ ერთმანეთს :)

რაც შეეხება Lou-ს, მას წინ მთელი ისტორია უძღვის:იმ დროს როდესაც თემომ იგი ჩემთვის შეუკვეთა და გულმა ვერ გაუძლო, მაინც გამიმხილა საიდუმლო,სიხარულისაგან მოსასულიერებელი ვიგებ რომ ზომა 36-ია, რომელიც  დიდი უნდა მქონოდა,მთელი ჩემი პანიკისა და ისტერიკების შემდეგ, მატყობინებს, რომ ფეხსაცმელი გადაცვლილია და ველი 35, ამ ზომას ნამდვილად ველი, მაგრამ არა გაცვლილს, არამედ მეორეს, აღმოჩნდა, გადაცვლის შანსი არ ყოფილა და თემომ მეორე შეუკვეთა, ასე რომ ორი Louboutin-ის ოქროსფერი ფეხსაცმელი მექნება მხოლოდ სხვადასხვა ზომის, რომელიც ასევე დაბადების დღეს გავიგე.

წავედით PR. სკოლაში: შესვლისას ძალიან დადებითი ემოცია შემხვდა, არ ვიცი მე ვიყავი ასეთ განწყობაზე თუ ასე შემხვდენენ, ძალიან მესიამოვნა, ანანოს(ჯგუფელი PR.სკოლაში)დიდი მადლობა, რომ facebook-ის გვერდზე დაპოსტა ჩემი დაბადების დღის შესახებ, შეიძლება განსაკუთრებული ბეევრისათვის არაფერი მომხდარა, მაგრამ ყურადღებაა, თან მე ხომ ძალიან მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და კომპლიმენტები :D ასე რომ არც ერთი დამაკლდა და არც მეორე :D საჩუქარიც კი მივიღე, ზარაფხანას უსაყვარლესი ბალერინა ქანდაკება და თაიგული, მოკლედ რომ ვთქვა ჭკუაზე არ ვიყავი, თან თმები?! აი თმებზე თუ მეტყვიან კარგიაო, ამას არასოდეს ვივიწყებ, მე კი ძალიან ბევრი ასეთი შინაარსის წინადადება მოვისმინე, ლექციაზე ალბათ პირველი არ ვიქნები, ვინც იტყვის, რომ ძალიან საინტერესო იყო, მედია-მენეჯმენტი, რომელსაც ზვიად ქორიძე კითხუობს :)

ეხლა კი საღამოს დასკვნით ეტაპზე გადავდივარ, ვახშამი ორისათვის, რესტორან Belle Ville-ში, ულამაზესი და უმყუდროვესი ადგილი, ქიაჩელის 26-ში, ალბათ ორშაბათი დღის გამო სულ ცარიელი იყო, მაგრამ ეს ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს :) სპაგეტი, ქათმის სალათი, სტეიკი, ჭიქა წითელ ღვინოსთან; დამღლელი, ემოციური დღის შემდეგ ზუსტად ის იყო რაც გვინდოდა. უკვე 12-ის ნახევარზე, მოვინდომე, სანთლის ჩაქრობა, ჩემი საყვარელი რიტუალია დაბადების დღისას.ამისათვის უახლოესი Goodwill-ი აღმოჩნდა,პაწაწა ნამცხვარუკა ვიყიდეთ და დაბადების დღის სანთლის არქონის გამო ნამცხვრისხელა ჩვეულებრივი, ფერადი სანთელი ვიყიდეთ,თან ვნერვიულობდი ვერ მოვასწრებთ-მეთქი, მაგრამ სანთელი 12:55 წუთზე ჩავაქრე :D თან სურვილიც ჩავიფიქრე და ამით გავაცილე ჩემი დაუვიწყარი დღე :)

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone