ჩემი შოპინგი – ჩემი თერაპია

გაზაფხული! გაზაფხული მეორე ახალი წელივითაა, ბუნებიდან დაწყებული ხასიათით დამთავრებული ყველაფერი იღვიძებს, ლაღდება, თბება და მზიანდება. გაზაფხულს მოაქვს ყველაზე საღი და პოზიტიური იდეები, გაზაფხულზე ღვივდება სურვილი ყველაზე ლამაზად გამოვიყურებოდეთ, არ აქვს მნიშვნელობა ამინდის გიჟურ ცვლილებებს თუ თოვლიან მთებს, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ამაღელვებელ ემოციას.

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

All About Weekend

“სხვა ვიქენდი” მოდის და მე ისევ წინა კვირაში ვარ ჩარჩენილი. საქმე იმაშია, რომ ბოლო პერიოდი ეს დღეები დღესასწაულად მექცა, ზაფხულში გული და სული სულ დასვენება-გართობას მოითხოვს და ძალიან ბევრი რამის/ვინმეს წყალობით გამომდის კიდეც.

შაბათ დღეს გეზი ანანურისკენ ავიღეთ, კარვები, საძილე ტომრები და “მთელი ამბები” მანქანაში ჩავტენეთ და უკანმოუხედავად გავქროლდით. კარავი და ლაშქრობა ჩემი სტიქიაა, ამიტომ მიუხედავად მყარი ნიადაგის, ქვების, სიცივის/სიცხის, წვიმის და სხვა სტიქიური მოვლენების, ნებისმიერი შესაძლებლობისას უსიტყვოდ ვიტან, ეს წამოწყებაც გამონაკლისი არ იყო.

ყველაზე სასიამოვნო, ამ მოგზაურობისას, გასაბერი წყლის ლეიბა, რომელიც იმდენად კარგი იყო, სანამ ტყავი არ დავტოვე არ ავდექი, განსაკუთრებულად პირველი დღე, მოლივლივე გოგოები კოქტეილით ხელში რომ ვნებივრობდით.

ღამით წვიმა წამოვიდა, ამიტომ კარვიდან ცხვირს ვერ ვყოფდით, მეორე დილით კი  მზის პირველ სხივებს ხელიდან არ ვუშვებდით, რომ ცოტა მაინც შევფერილიყავით და შედეგად გუშინ შუბლიდან კანი ავიძრე.

DSC_0352 Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

From Photography To Music

მთელი კვირა კულტურული აქტივობებით დატვირთული იყო და ყველაფრის მოსაყოლად ბლოგამდე მოვედი.

logo

27 მაისს თბილისის ფოტო ფესტივალი დაიწყო, რომელიც უკვე მესამედ ტარდება და ყოველ წელს მოუთმენლად ველი. ამჯერად ფესტივალი ბევრად უფრო დატვირთული იყო გამოფენებით თუ სხვადასხვა შეხვედრებით ფოტოგრაფებთან – როგორიცაა მაგნუმ ფოტოს წარმომადგენელი თომას დვორჟაკი, რობ ჰონსტრასთან (ფოტოგრაფი) ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო Sochi Project-ზე, ისაუბრა არა მარტო პროექტის გადაღების პროცესზე, არამედ შეეხო პროექტის კომერციულ მხარს, რაც წესით საინტერესო უნდა ყოფილიყო ადამიანებისთვის, ვინც ფოტგრაფიით – როგორც პროფესიით არის დაინტერესებული. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

3 Events at 8 PM

პარასკევი დღე ყოველთვის სასიამოვნოა როდესაც მეორე დღეს იცი რომ დილით ადგომა არ გემუქრება…

როგორც კი 6:30 შესრულდა მხარზე ჩანთაგადაკიდებული კართან ვიყავი, შემდეგ ტაქსში  მოვთავსდი და გზა ახალი ნათებისკენ ავიღე.

კარგია როდესაც სტუმრად მიდიხარ,  მაგრამ უფრო საინტერესოა როდესაც იქაურ შიდა სამზარეულოს ხედავ. ახალი ნათების ცენტრალურ საგამოფენო პავილიონში  ბარათის მფლობელების დასაჩუქრება მოხდა. ალბათ ყველასთვის ცნობილია თათა მორჩილაძე, თუ ჩემგან არა –  ახალი ნათების საზოგადოებასთან ურთიერთოის მენეჯერი რომაა ის მაინც გეცოდინებათ ან ერთხელ მაინც გექნებათ მოკრული თვალი მისი ბლოგისათვის taa.ge. –  სწორედ მისი მიპატიჟებით მოვხვდი წვეულებაზე, სადაც ძალიან კარგად დავინახე ამ ადამიანების სიყვარული სამსახურისადმი და ერთგულება მომხმარებლისადმი, როგორ ფიქრობენ და ზრუნავენ მათზე როგორი სითბოთი მოხსენიებენ წარმოთქმულ სადღეგრძელოში რომელიც, სულაც სტუმრების დაშლის შემდეგ წარმოითქვა.

Continue Reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Holliday Inn Pool Party

4 აგვისტოს Holliday Inn-ის აუზის გახსნაზე ამოვყავი თავი. შესანიშნავი ადგილია ზაფხულის სიცხეს თავი დააღწიოთ შუა ქალაქში.

წვეულებაზე ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი, მასპინძელიც მზადყოფნაში დახვდა, მთელი აღამოს სასმელი და ტკბილეული  არ აკლდა.

მე კი ფიასკო განვიცადე და შოთიკო რომ არა გაშლილი მკლავებით, ძირს ცხვირს დავარტყამდი და საღამოს “ვარსკვლავად” ვიქცეოდი, არადა აუზში მაინც გადავმხტარიყავი…უცნოი მიმართულებით რომ გავფრინდი. ამ უბედურებას ჩემი კაბა ემსხვერპლა – ჩამოვიხიე.

მაგრამ მაინც კარგად ვიხალისე და ამ აუზმა დამარწმუნა იმასი, რომ სულ არაა საჭირო ზღვაზე წახვიდე რომ გაირუჯო და გაერთო, მთავარია ამაში ფინანსები გიწყობდეთ ხელს :)Facebook-ის გვერდიდან წამოღებული ფოტოს გამო არ დამძრახოთ, მე ფოტოკამერა წავიღე, მაგრამ აკუმულატორი დამრჩა სახლში :D

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone