Zip Line in Tbilisi

სანამ დაზამთრებულა…

წინა უქმეზე მქონდა ბედნიერება ერთ-ერთ ახალ წამოწყებაში მიმეღო მონაწილეობა, რომელიც სულ აქვე, ქალაქიდან გაუსვლელად არის ხელმისაწვდომი – “ზიპლაინი”. ეს არი ერთი მაღობიდან მეორეზე გადაშვებული თოკი, რომელზეც გრავიტაციის ძალით “მიზიპინებ”.

ეს სასიამოვნო შეგრძნება მაქსიმალურადაა დაცული ინსტრუქტორების მიერ, როლმებიც ყოველ წვრულმანს ყურადღებას აქცევენ რომ ექსცესები გამორიცხონ. ამასთან მეგობრული და უშუალო დამოკიდებულება კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის მოგზაურობას ჰაერში. ამასთან ჯგუფი ახალი ჩმოყალიბებულია და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი სანახაობა, ორგანიზება და სიამოვნება იგეგმება რასაც გაფაციცებით ვადევნებ თვალყურს.

ამიტომ თუ სურვილი გაგიჩნდება მიიღო მონაწილეობა სიამოვნებით მიგიღებენ სამეგობრო წრეში: Zip Line Tbilisi

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

გა-ფრენა

Paraglidingკვირა დღე სახლში ყოფნით და ფოტოების დამუშავებით უნდა გამეტარებინა, რაც დილის საათებში უკვე მოსწრებული მქონდა, როდესაც მეგობარმა პარაპლანით ფრენა შემომთავაზა. ასეთი სახის მოწვევისას როგორიცაა: “რაც შეიძლება მაღლა”, “რაც შეიძლება სწრაფად”, “შორს”, “საშიში”, “ექსტრემალური”, “სულის შემძვრელი” და ა.შ.  დიდი შანსია რომ წინადადების დასრულებამდე დანიშნულების ადგილას ვიყო, ამ შემთხვევაშიც გამიმართლა და თავად წამიყვანა (გა)საფრენ წერტილამდე. ჩემი პირველი ფრენისას გავიგე, იმისთვის, რომ ოდესღაც მარტო ფრენა შევძლო ძალიან მსუბუქი ვარ, ამიტომ დიდი ძალისხმევა დამჭირდება პარაპლანის დამორჩილებისას და დაფრენისას… მმმ… შეიძლება ვერასოდეს დავფრინდე და პარკივით ვიფარფატო ჰაერში სანამ რამეს არ “შემოვეხვევი” :)) ან რამოდენიმე ათეული კილო უნდა მოვიმატო :D Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone