GEM-ming

DSC_0539 წუწუნი, შფოთვა, სინანული – რატომ არ ვიყიდე ბილეთი ადრე სამსახურისგან დაღლილობა, რუტინისგან გადაღლილობა – ყველაფერი გაქრა როდესაც ხელთ GEM fest-ის “საგზური” აღმომაჩნდა (ერრ… აქ აღარ განვავრცობ ნერვიულობის მეორე ეტაპის რა წავიღო/რა ჩავიცვა/როგორ წავიღო) ამბავს. ვარსკვლავები ჩემდა სასიკეთოდ განლაგდნენ – ბილეთი საჩუქრად, კარავი დავარეგისტრირე, ზურგჩანთა გამზადებული და ტრანსპორტიც აღმოცენებული. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Oasis Festival – PrePost

ქალაქში დღითი-დღე ცხება და სუნთქვა გაუსაძლისი ხდება, საუკეთესო პერიოდია თავის დასაღწევად თუნდაც შაბათ-კვირას, სწორედ ასეთი მიზეზი გვიახლოვდება ერთ კვირაში, 22-23 ივნისს, მცხეთაში – ფესტივალი “OASIS”.

“ფესტივალი OASIS ჩატარდება თეატრონის პარკში, მცხეთის შუაგულში, 22-23 ივნისს. ორივე დღე დატვირთული იქნება ქართული და ევროპული ჯგუფების გამოსვლით, მაგრამ ეს იქნება მეტი ვიდრე მხოლოდ მუსიკა. აქ იქნება: კრეატიული ვორკშოპები, სპორტული ივენთები ბავშვებსა და უფროსებისთვის, კემპინგი, კვებითი ობიექტების სიმრავლე და უსაფრთხო პარკინგის ადგილები.”

ასეთი დაპირებებია ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე, რასაც მივესალმები და დიდი იმედი მაქვს მშვიდობით (რაც მთავარია) და სასიამოვნოდ ჩაივლის. ამავე ვებგვერდზე შესაძლებელია ბევრი საინტერესო რამის ნახვა როგორიცაა, წესები, რომ იქ პრობლემები არ შეიქმნათ, გზამკვლევი და ა.შ. იმედია გადახედავთ და ორგანიზატორებიც თავის მხრივ სტუმრებზე იზრუნებენ, რომ არანაირი იმედგაცრუება და უწესრიგობა მათი მხრიდანაც არ მოხდეს. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

From Photography To Music

მთელი კვირა კულტურული აქტივობებით დატვირთული იყო და ყველაფრის მოსაყოლად ბლოგამდე მოვედი.

logo

27 მაისს თბილისის ფოტო ფესტივალი დაიწყო, რომელიც უკვე მესამედ ტარდება და ყოველ წელს მოუთმენლად ველი. ამჯერად ფესტივალი ბევრად უფრო დატვირთული იყო გამოფენებით თუ სხვადასხვა შეხვედრებით ფოტოგრაფებთან – როგორიცაა მაგნუმ ფოტოს წარმომადგენელი თომას დვორჟაკი, რობ ჰონსტრასთან (ფოტოგრაფი) ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო Sochi Project-ზე, ისაუბრა არა მარტო პროექტის გადაღების პროცესზე, არამედ შეეხო პროექტის კომერციულ მხარს, რაც წესით საინტერესო უნდა ყოფილიყო ადამიანებისთვის, ვინც ფოტგრაფიით – როგორც პროფესიით არის დაინტერესებული. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone