Enjoy The View

მარტვილში მოგზაურობისას გადაღებული ერთ-ერთი ფავორიტი ფოტოსეტი ტეგისთან ერთად. გარდა მარტვილის კანიონების საოცარი სანახაობებსა ამ კუთხეში გზად ბევრი ფოტოგენური ადგილი შემოგვხვდა და საოცარ მოგონებად დაილექა ჩემს მეხსიერებაში

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

True Love

მე ერთი პატარა გოგო ვარ, რომელსაც მუდმივად სჭირდება იმის მტკიცება რომ ცოცხალია. დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ვცდილობ შეძლებისდაგვარად უარი არ ვთქვა ნებისმიერ ექსტრემალურ თუ ამაფორიაქებელ სიტუაციაზე, რომელიც სიცოცხლეს თავიდან შემაყვარებს (მესმის, ცხოვრების სტილის არც ისე კარგი პროპაგანდაა) ჩემი ბოლოდროინდელი გატაცება და ინტერესი მანქანებით კიდევ უფრო ძლიერდება და იზრდება და მეტად რთულდება მანქანის მშვიდად ტარების უნარიც, რადგან მისი მართვისას ვხვდები, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება რამე მოხდეს, ამიტომ ყოველი წამი ძვირფასია, ისიც კარგად მესმის – უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა და ამ დროს მხოლოდ საკუთარ თავზე არ მმართებს ფიქრი, არამედ გარშემომყოფებზეც. მუდმივად ვცდილობ რაიმე ახალი აღმოვაჩინო მართვისას, მეტი ვისწავლო და კარგი მძღოლი ვიყო, რადგან სამი სიტყვა: “მანქანას კარგად მართავ”, ნებისმიერ ქათინაურს მირჩვნია გარეგნობაზე (რა თქმა უნდა ეგეც მიყვარს :))).

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Lady Girl and All Mine!

დიახ! მიზნამდე მისვლა არც ისე ადვილია, მაგრამ როგორი გემრიელი ლუკმაა, როდესაც მიაღწევ და ჰორიზონტზე ახალი მიზნები გიხმობენ.Baby Honda

მე და ჩემს გოგოს, ალბათ დანახვისთანავე გაგვიჩნდა სმპათია ერთმანეთისადმი და ყოველგვარი პრაქტიკულობა გვერდზე გადავდე და ჩემს გოგუშკურ ინტუიციას მივენდე.

ეს, წითური გოგო ჩემია და ამიერიდან დაქალოჩკები ვიქნებით <3Baby Honda

შეიძლება, ყველას ბედნიერება სხვადასხვაგვარად, სხვადასხვა ფორმაში, სიბრტყეში, მოცულობაში თუ სივრცეში გამოიხატება, მაგრამ ამჟამინდელი ჩემი ბედნიერება, ხელშესახებია და თვალით დასანახი.

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone