Photomarathon Tbilisi

საქართველოში ფოტოკამერა მომარჯვებულ ადამიანებთთან ერთად, იზრდება ფოტოგრაფიის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების, გამოფენების კონკურსების და მარათონების რაოდენობა.

ამ მარათონის შესახებ თუ facebook-ით სარგებლობთ ყველას თუ დაწვრილებით არა, რაღაც მაინც გექნებათ გაგონილი.მე დახურვაზე ფოტოგრაფ ნატა აბაშიძის ინფორმაციით მოვხვდი, რომელიც ჟიურის წევრი იყო ამ მარათონის.

ფოტომარათონის დაჯილდოვება დღეს 16-ში, არა…უკვე გუშინ…16 მაისს გაიმართა გოეთეს თბილისის ინსტიტუტში. დაჯილდოვებას კი წინ უძღვოდა რამოდენიმედღიანი ფოტომარათონი, (აბა მარათონი მარათონის გარეშე რისი მარათონია?!) სადაც მონაწილეობას იღებდა უამრავი დამწყები თუ ჩამოყალიბებული ფოტოგრაფი და ისინიც ვისაც უბრალოდ ფოტოკამერა აქვს და გარეთ გასვლა არ ეზარება.მონაწილეებს ეძლეოდათ კონკრეტული დავალებები რაც გარკვეული დროის განმავლობაში უნდა შეესრულებინა და შემდეგ “გარკვეულვე” ადგილას მომდევნო დავალებისათვის მისულიყო.

მარათონის ფარგლებში გადაღებულ იქნა ათასობით ფოტო, წარმომიდგენია ჟიურის გაწამაწია მათ გადარჩევაში.დარბაზში რომ შევედი რამოდენიმე ხანი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად იმდენი ფოტო დამხვდა.

no images were found

პრიზები:კ/თ. ამირაზნის ორი ბილეთი, ფოტოკამერები canon sx20,(თუ მეშლება შემისწორეთ :)) Tbilisi Open Air-ზე დასასწრები ორი ბილეთი,ერთკვირიანი პერსონალური გამოფენა გოეთეში. რომელიც მე-4-ე, მე-3-ე და მე-2-ე დაგილზე გასულებმა დაინაწილეს და ჩამოთვლილი პრიზები, საერთო ჯამში პირველ ადგილზე გასულს, თამარ ბოლქვაძეს, ერგო.კიდევ საუბრობდნენ საზღვარგარეთ გამგზავრებაზე, შემდეგ თანხები არ ყოფნისო, მოკლედ ეგ ვერ გავიგე :D

თამარ ბოლქვაძე, ავტოპორტრეტი


ორგანიზების მხრივ, სრული ქაოსი და დაბნეულობა სუფევდა, თუმცა იგი მეტს არც მოითხოვდა და არც მისგანაა მეტი მოსათხოვი, რადგან იგი ჯერ პირველად შესდგა საქართველოში.არც ფოტოები გამოირჩეოდა საოცრებებით, უფრო სწორად ძალიან ბევრი იყო და შესაძლოა გამომრჩა. ან ამის მეორე მხარე ისაა, რომ ნამდვილად არ იყო კარგი ფოტოები.მიზეზად კი იმას დავასახელებ რომ საქართველოში, ზოგადად ფოტოგრაფის გაგება მაღალ დონეზე არაა. აქ თუ კარგი კამერა გიჭირავს,კარგის განმსაზღვრელი არის “დიდი ფოტოკამერა”, ე.ი. პროფესიონალი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა როგორ იღებ, რას იღებ ვისთვის, რისთვის.შემდეგ კი ბევრს პრეტენზია აქვს გადანათებულ, ბრტყელ-ბრტყელ კადრებზე. თანამედროვე ხელოვნებაში, მართალია ჩარჩოები და  კლასიკური ფოტოს გადაღების წესები უგულვებელყოფილია და ეს ცუდი არაა, მაგრამ ყოველთვის იგრძნობა კარგი და ცუდი ფოტო.ვფიქრობ ფოტოს გადაღება შათერზე(ღილაკზე)თითის დაჭერა არაა მხოლოდ, მთელი რიყუალია წამში მოქცეული, დაინახე, მოგეწონა, კამერა მოამზადე, გაიაზრე, კადრირება გაუკეთე და მხოლოდ შემდეგ დააჭირე…ამის შესაძლებლობა კი ბევრს არ აქვს.

გამოფენაზე ფოტოებთან ერთად, ყოველთვის საინტერესოა ხალხის ჩაცმულობაზე თვალის შევლება, სამწუხარდ ჩემი დაუდევრობის გამო ფოტოკამერის მეხსიერების ბარათი დამრჩა და მის გარეშე ჩემი ბიჭი უსუსურია, ამიომ კვლავ iPod-ით მომიწია ფოტოების გადაგება და შემდეგ ნატა შემომეშველა თავისით, მაგრამ ძირითადი ნაკადი უკვე წასული იყო, არადა უამრავი უცნაური ნივთი ვიხილე, სხვადასხვა დასამახსოვრებელი ტიპაჟები. ძველი მაგნიტოფონის კასეტისაგან გაკეთებული საფულე, “პლასტინკისაგან”-ჩანთა, თმის ვარცხნილობა და ა.შ.ასევე, რაც ახალგაზრდა ფოტოგრაფებს და საერთოდ თბილისის ჩაცმულობას შევამჩნიე იმატა ზურგჩანთებმაც.

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ფოტოკონკურსი “ქოლგა” 2011

ფოტოკონკურსი “ქოლგა”, რომელიც უკვე რამოდენიმე წელიწადია ტარდება საქართველოში და ყოველწლიურად მრავალი ფოტოგრაფის და უბრალოდ ფოტომოყვარულის ყურადღების ცენტრში ექცევა. ამ წელს “ქოლგა” წინა წელთან შედარებით უკეთესია, წოგორც აღნიშნავს მრავალი დამსწრე,თუმცა არსებობს განსხვავებული აზრიც.
ჩემის მხრივ კი მინდა დავამატო საოცრად კარგი ორგანიზებულობა თავად ფოტოების წარმოდგენის მხრივ საზოგადოებისათვის, ფოტოები ლაითბოქსშია მოქცეული და ბნელ ოთახში საკმაოდ კარგ სანახაობას წარმოადგენს, ისე რომ სრუილად წარმოუდგენელი ფოტოც კი კარგად გამოიყურება.
უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რაც ძალიან მახარებს, ეს კი თავად ადგილმდებარეობის დამსახურებაცაა, რადგან იგი ყველასთვის ახლოსაა და ადვილი მისაღწევია,სავაჭრო ცენტრ “თბილისი ცენტრალში”და არა სადღაც ლისის ტბაზე ან გადაკარგულში.საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ამდაგვარ ადგილების, მაგრამ ჩვენს ზარმაც საზოგადოებას ბევრად შეუმსუბუქდა მდგომარეობა.

მე კი ჩემი დაუდევრობის გამო, სამწუხაროდ ფოტოკამერა დამრჩა სახლში და როგორც კი შევეგუე აზრს, რომ მომიწევდა მხოლოდ iPod-ით გადაღება,ნატა აბაშიძემ, ფოტოგრაფმა საკუთარი ფოტოკამერა მათხოვა, საბედნიეროდ, თორემ გული დამწყდებოდა.

გამოფენაზე საყვარელი ფოტოც შევარჩიე (სლაიდშოუში იქნება),სახელწოდებით”ეშმაკი ატარებს პრადას”.მე, როგორც მოდის მოყვარული ამ ფოტოთი მოვიხიბლე,იგი პირველ საქართველოს მოდის კვირეულზე იყო გადაღებული,მაშინ როდესაც მერგო პატივი “Agatha Ruiz De La Prada”-ს ჩვენებას დავსწრებოდი, ფოტოზეც ზუსტად ამ კოლექციის რამოდენიმე მოდელი იყო აღბეჭდილი, მართალია უფოკუსო, მაგრამ ზუსტად ეს იყო ფოტოს ხიბლიც.ამით ჩემი ფავორიტები არ დასრულდა, რომელთაც ქვემოთ იხილავთ.

გამოფენაზე,საქართველოში ცნობილი ფოტოგრაფი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, გოგა ჩანადირი ვნახე, მასთან შეხვედრა ყოველთვის დადებით ემოციებს იწვევს, უკვე დიდი ხანია თბილისის ფარგლებში ღამის გადაღებას ვგეგმავთ გოგასთან ერთად, მე და ჩემი მეგობრები, იმედია ამ გაზაფხულსაც არ ჩაიშლება გეგმები.

ფოტოების დათვალიერების შემდეგ არ დამვიწყებია დამვიწყებია სამოსის შეთვალიერება. ძირითადად დაბალძირიან ფეხსაცმელს ვხედავდი:კეტები,ბათინკი,ინსპექტორი,ბალეტკა და გასაკვირიც არაა,რადგან ის უმეტესობა ფოტოკამერით დადიოდა ხელში, თუმცა street fashion-ს რაღაც ტენდენციები შევამჩნიე.ზურგჩანთები: კოპლით,ყვავილით და gingham პრინტით.შევნიშნე თამარ კიკალეიშვლის, “TAMARI jewelery & Accessories” თმისსაბნევი ელვისაგან.
რაც მე დამავიწყდა ფოტოებით გიამბობთ.

no images were found

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

“ფეშენ უიქი” მე და Fefe

ჩემს პოსტებს რომ გადავხედე შესავლის გარეშე ვწყებ ხოლმე თურმე და გადავწყვიტე ასე დამეწყო:

შესავალი…. :D

მაინც არ გამომდის და პირდაპირ მოყოლას დავიწყებ.სამსახურიდან გაოგნებული წამოვედი, მიზეზს ბოლოს ვიტყვი თან ინტრიგა თან გემრიელი ლუკმაო, ხომ  გაგიგიათ? შერატონში მისული პირდაპირ იმ ადგილიშაკენ გავქანდი სადაც სამკაულების გამოფენა იყო. ისეთი ლამაზი რამეები ვნახე გადავირიე. ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესი სტენდი თამარ კიკალეიშვლის, “TAMARI jewelery & Accessories” აღმოჩნდა, სადაც ელვებით ულამაზესი გულსაბნევები, ყელსაბამები, სამაჯურები ჰქონდა გამოფენილი, ისე მიმზიდველად გამოიყურება, თან მე პირადად მასიური, უხეში და “სტრანნი ტიპები” ძალიან მიყვარს ამიტომ სურვილი გამიჩნდა ერთის მფლობელი მაინც გავხდე.

თამარის კოლექციიდან არა, მაგრამ ნუცა ლომიძის ერთ-ერთი გულსაბნევი-თოჯინა წამოვიყვანე.ისეთი ლამაზი და საყვარელია, პირდაპირ შემაყვარა თავი, რაღაცნაირი მოწყენილია, მაგრამ ამავდროულად მეტიჩარა,მაქმანებიანი კაბა აცვია,მას Fefe დავარქვი და გადავწყვიტე ჩემი ბლოგის სახედ გავხადო :D

…და ჩემთვის თვალში მოსახვედრი და გამორჩეული აქსესუარები

მაია მირზიაშვილი(Maia MirziaSvili)

სოფი ეცადაშვილი(Sofi Etsadashvili)მინანქრით შექმნილი სილამაზე:

Shoesofrenia(შუზოფრენია)

თამუნა ლეჟავა(Tamuna Lezhava) ბისერით გაკეთებული ულამაზესი ყელსაბამები

გამოფენაზე სეირნობას რომ მოვრჩი დავიწყე სტუმრების სამოსის თვალიერება, საინტერესოს თუ შევნიშნავდი ფოტოებს ვუღებდი. ძირითადად როგორც პირველი დღის პოსტში აღვნიშნე ლეოპარდის პრინტი ჭარბობდა, ეხლაც იგივე განმეორდა, თან მათმა რაოდენობამ იმატა.ასევე ყვავილები. რამოდენიმე საინტერესოდ ჩაცმულ ადამიანსაც მოვკარი თვალი. ერთმა ფერადი და საკმაოდ მხიარული ჩაცმულობით მიიპყრო ყურადღება ხოლო მეორე ჩაცმულობით დაიან პერნეს მაგონებდა, (დაიან პერნე(Dian Pernet)-ჟურნალისტი, ბლოგერი, ფოტოგრაფი, დიზაინერი და გამოფენების ორგანიზატორი).უამრავი ლამაზ-ლამაზი კაბა და ფეხსაცმელი, რა გასაკვირია და ძირითადად Pump-ები იყო.

დარბაზში შევედი, ჩვენება დაგვინებით დაიწყო, მესამე დღე “Tamanini“-მ გახსნა, ძალიან ფერადი და საყვარელი კოლექციით, იყო როგორც კაბები სხვადასხვა სიგრძის, ასევე შარვლები და jumpsuit კოჭის ზემოთ სიგრძის,კლეჩატი პიჯაკები.სამოსი ფისოებიანი, თევზებიანი და ნახატი ღამის ქალაქის პრინტებით…ნახატი შავი ფისოები, ჩემი ფავორიტები არიან და კოლექციაც ერთ-ერთი სასურველი და საყვარელი გახდა ჩემთვის. ასევე ფერების შეხაება ისეთი ლამაზი იყო, შემოდგომის წვიმიანი ამინდები თუ განწყობას გიფუჭებთ, აუცილებლად მოგიყვანთ ხასიათზე.მწვანე, ყვითელი, აგურისფერი, “ელეკტრიკი”სტაფილოსფერი.ფეხსაცმელი ძირითადად დაბალ ძირზე.

ჩვენების მერე მეტი რა საქმეა თუ სხვები არ ათვალიერე,განვაგრძე ჩემი საქმიანობა და უცებ თაა მორჩილაძე დავინახე,ვინც კითხულობს taa.ge-ს კარგად ეცოდინება იგი ვინცაა, იგი თბილისში საკმაოდ ცნობილი ბლოგერია, მეც მისი აქტიური მკითხველი ვარ.მისვლა მომერიდა და მოგვიანებით კომენტარად დავუპოსტე, რაზეც დიდი საყვედური მივიღე რომ არ გავეცანი.სამაგიეროდ ფოტოები გადავუღე.

მეორე ჩვენება ტენტში გაიმართა, სადაც წინასწარ 3D სათვალე დაგვირიგეს, თამუნა ბოჩიკაშვილის კოლექცია გეომეტრიული ფიგურებით,ასიმეტრიული და “ბასრი” კუთხეებით გამოირჩეოდა, თავი ფილმები რომაა მომავალზე, რაღაცნაირი სხვანაირი სამოსით იქ მეგონა, სამოსი ერთმანეთისაგან არ გამოირჩეოდა, ფორმები იყო ოდნავ შეცვლილი, თუმცა მისი ერთფეროვნება მაშინვე გავიწყდებოდა, როგორც კი სათვალეს გაიკეთებდი,ფიგურები რაც ზედ ჰქონდა დატანილი სამგანზომილებიანი ხდებოდა,საოცრად ლამაზი სანახაობა იყო.სამწუხაროდ iPod-ი უკვე დამჯდარი მქონდა, ვიდეოც რომ გადამეღო.:(

თუ წინა ჩვენებამ მომავალში მაფრინა, მანანა ანთელიძემ ყველა მე-20-ე საუკუნის 20-იან წლწბში დაგვაბრუნა,მოგზაურობა საკმაოდ ლამაზი იყო,რამოდენიმე კაბის ფერი მომეწონა, მსუბუქი აბრეშუმის და ქაშმირის ნაჭრებით.ვერ ვიტყვი გადავირიე და ჭკუიდან გადავიწიე მეთქი, მაგრამ ორ ლამაზ კოქტეილის კაბას ჩავიცვამდი სიამოვნებით.

მეოთხე ჩვენებაზე კი, არ შევსულვარ, შემიტანეს, ჩვეული ქართული უკულტურობით, ლამაზად გამოპრანჭულ-გამოკვანწული ხალხი არავის და არაფერს ერიდებოდა, არც სტუმრებს და არც აქაურებს, თითქოს ვინმე გარეთ დატოვებდა,საცოდავი დაცვა ვერ უმკლავდებოდა მოწოლილ ბრბოს.როგორც კი შევაღწიე ფოტოგრაფებისაკენ გავემართე და ამოვისუნთქე.ამჯერად გიორგი შაღაშვილის ჩვენებას ველოდით.გიორგი ყოველთვის გამოირჩევა კონცეპტუალიზმით და ეხლაც არ გაკლებია არაფერი კოლექციას.მხოლოდ ფერების მხრივ გიორგი ხშირად წუწურაქობს და მხოლოდ შავს და თეთრს იყენებს, ამ შემთხვევაშიც ასე იყო. როგორც გიორგი საუბრობს საკუთარ კოლექციაზე:” ესაა ძლიერი დამოუკიდებელი,ინტელექტუალური და თვითრეალიზებული ქალი, რომელიც მხოლოდ ყოფითი პრობლემებით არ შემოიფარგლება და რომელსაც არ სჭირდება თვითდამკვიდრება და ბრძოლა, რადგან ის ყოველთვის გამარჯვებულია.მას აქვს თავისი ადგილი საზოგადოებაში,რადგან მის აზრს და ნამოქმედარს მნიშვნელობას ანიჭებენ და ითვალისწინებენ.ეს ქალი ფიქრობს თუ როგორ შეცვალოს სამყარო კარგისაკენ, ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გარეშე, რადგან ის თავადაა ძალა, სათნოება, სილამაზე, სიკეთე და გონი”(ციტატა,TFW პრეს რელიზიდან)კოლექციის ჩვენება, ფეხმძიმე თაკო ჩხეიძემ დაასრულა,გრძელი შავი კაბით, რასაც ეწერა”you have everything, but not yourself”რამაც ეს ყველაფერი ნამდვილ შოუდ გადააქცია, თაკო ნამდვილად ლამაზი ფეხმძიმეა და ამას დამალვა რად უნდა :)

ამ ყველაფრის შემდეგ მე და ჩემმა Fefeმ დავტოვეთ შერატონი, გარეთ უკვე გველოდებოდა მანქანა ;)და ისეთი მშიერი ვიყავი, Fefeმ 6-ის მერე არ ვჭამო თემომაც უარი მითხრა კომპანიონობაზე, სამაგიეროდ არავინ შემეცილა M’cdonalds-ის საკვებში :)

(ნუ გამინაწყენდებით ფოტოების არქონაზე, უბრალოდ მინდა”კაი-კაი” ფოტოები ავარჩიო და ცოტა შევალამაზო, ძალიან ბევრი მაქვს და ერთდროულად ავტვირთა)

ახლა კი პოსტის დასაწყისში რომ გემრიელ ლუკმად მოვიტოვე:

ეს ფეხსაცმელი შემთხვევით არ ამიტვირთავს…იფიქრებთ, კი გასაგებია ეს ფეხსაცმელი რომ მოგწონს და ძალიან გინდა, გასაგებია რომ Christian Louboutin-ი შენი საყვარელი ფეხსაცმლის დიზაინერია,მაგრამ უკვე მოგვბეზრდა მასზე წუწუნი…არა, არ ვწუწუნებ, უბრალოდ მინდა ჩემი სიხარული გავუზიარო ყველას, ჯერ ბოლომდე ვერ აღვიქვავ, ასეა, როდესაც რაიმეზე ძალიან ოცნებობ იგი აუცილებლად სრულდება, მე კი ეს ოქროსფერი ოცნება, ოქროს დაბადების დღისათვის ამისრულდება…დიახ,საოცნებო წითელლანჩიანი, ოქროსფერი ფეხსაცმელი წარწერით” Louboutin”, “Paris ” დამამშვენებს, ისე ველი ფიქრისას სუნქვა მეკვრის…გელი,ჩემო Lou :)

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

TFW Opening

აი, შეგპირდით მოდის კვირეულზე დაწერას და გავაჯანჯლე საქმე…მეორე დღე დასრულდა როემლზეც სამწუხაროდ არ ვყოფილვარ მაგრამ ყველაფრის მოყოლას თავისი დრო აქვს :)

ე.ი. როგორც ვთქვი 3 მაისი თბიბლისის მოდის კვირეულის გახსნის დღე იყო. დილიდან ჯერ არ ვიცოდი წავიდოდი თუ არა, მაგრამ დაახლოებით 18:30 გავიგე, თურმე მივდივარ. მივკუსკუსდი მენეჯერთან,ერთი საათით ადრე წავსულიყავი,20:00 საათზე, რომ მომესწრო გახსნისათვის,თან ვიცოდი, ეს ქართული პუნქტუალურობა ისევ ჩემს წისქვილზე ასხამდა წყალს.

სამწუხაროდ ჩემი ფოტოკამერა თან არ მქონია, მაგრამ ბედმა გამიღიმა, ფოტოკამერაც გაჩნდა და მეხსიერების ბარათი, დამატებით iPod-ის ვიდეოკამერაც…

როგორც კი 20:00 გახდა გარეთ გავქროლდი და ტაქსს შემოვაფრინდი…ტაქსისტი მოლაყბე აღმოჩნდა, მაგრამ არც თუ ისე კარგი იუმორით გამოირჩეოდა, ამიტომ ისე მივედი შერატონამდე თავად მოკვდა სიცილით საკუთარ ხუმრობებზე, მე კი ზრდილობიანი ღიმილით ვპასუხობდი…

აი, შევედით შერატონში…მინდა ვთქვა, რომ მშვენივად ორგანზებული იყო…განლაგება, მაგიდები, სცენა, გარემო და Wi-Fi-ც კი :D უგემრიელესი სასუსნაოები და არა მარტო, უამრავი სხვადასხვა ტიპის სასმელი უალკოჰოლოდან-ალკოჰოლიანამდე. ერთი სამწუხარო ფაქტი press center-ის არარსებობა, რადგან ჩემი ლეპტოპით, კლაჩით(მოგეხსენებათ კლაჩს საკიდი არ აქვს),ორი ფოტოკამერით(DSLR და სასაპნე) iPod და ტელეფონი ჯიბეში..არც მიმღებში იტოვებდნენ ჩანთებს :( მაგრამ მერე ისე გადავნაწილდი ყველაფერი რიგში ჩადგა.

კვირეული სიმონ მაჩაბელის შოუ-ჩვენებამ გახსნა…სცენაზე მომღერლები ქეთი ორჯონიკიძე,მარიკო ებრალიძე… გამოვიდნენ მაჩაბელის კოსტუმებით და ბოლოს ჭერიდან ბაგირზე დაკიდული ორი გოგო ჩამოფრინდა.ამ ყველაფერის ვიდეოთიც იხილავთ რომელიც საკმაოდ მრავლად მაქვს.

მცირე შესვენების შემდეგ  Atelier 10a-ს დროც დადგა.ჩვენება შერატონ მეტეხი პალასის 20 წლისთავისადმი იყო მიძღვნილი.სადა,შიფონი, აბრეშუმი, ქაშმირი,ნაკლებად სილუეტური.შემოდგომა-ზამთარი 2011, ძირითადად შავი და ბეჟი სამოსი ჭარბობდა. ძალიან მომეწონა ჟოლოსფერი, რომელიც ჩემს ფოტოში წითლად სჩანს :D ერთტონიანი, მიმიმალისტური სამოსი…პრინციპში, მინიმალიზმი გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციაცაა და თუ ამის შესახებ პოსტი გაქვთ წაკითხული, მაშინ გეცოდინებათ, რომ მინიმალიზმისათვის ყველაზე ადვილია აქსესუარის შერჩევა, რომ ხასიათი შეცვალოთ და ათასი კიდევ რამ :D

ტრენდებზე დავიწყე ლაპარაკი და არც მისული საზოგადოება გამომპარვია თვალთახედვის არედან, ძირითადად ლეოპარდის პრინტი, გრძელი კაბები, რამოდენიმე  gingham print, ყვავილების აქსესუარები, სამოსზე ნაკლებად შეირჩეოდა, აი მბზინვარე(glitery) ყოველთვის წვეულებების აქტუალური თემაა და არ ვიცი ტრენდს დავაბრალო თუ საღამოს “გლამურობას” :)

ცალკე გამოვყოფ წვეულების ფავორიტს Cristian Louboutin-ის ფეხსაცმელს, “Rock” სტილში მაგრამ მუდამ მიმზიდველს და ქალურს…მისი ლანჩი კი დაბაზის ბოლოდან კიოდა აქ ვარო!.წესიერად რომ გადამეღო პატრონს ფეხდაფეხ დავსდევდი :D

მე კი ტანზედ მემოსა :D : ჩემი “ლეო.”პრინტის ფეხსაცმელი(დაბალძირიანია მაგრამ ტრენდი, ამიტომ დიდად არ მიდარდია რომ Pump-ზე არ ავხტი),მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი,ლურჯი თხელი მაისური და ჯილეტი, ისიც ლურჯივე(ვაიმე, რა ლურჯი ვყფილვარ :D)

საღამო არანაკლებად ორგანიზებულ და გაფორმებულ after party-თ დამთავრდა, რასაც მუსიკალურად ბომონდის და თბილისის მოდის კვირეულის საყვარელი და უცვლელი DJ Rembo აფორმებდა :)

4 მაისს კი გაჭირვებით გავიღვიძე, რომ სამსახურში წავსულიყავი, მთელი დღე ლუბუტენი არ მივარდებოდა თავიდან და საღამოს ჩემმა გამოწერილმა ღია ფეხსაცმელმა გამახარა ჩამოსვლით.მართალია განსაკუთრებული ბრენდი არაა, მაგრამ ულამაზესია, დანახვისთანავე შემაყვარა თავი :) საოცრად კარგი ამინდი იყო დღეს(საღამოს წვიმას თუ არ ჩავთვლით) და ამინდმაც იმედი მომცა, რომ ახალფეხსაცმელს მალე ჩავიცვამ.

მეორე სასიამოვნო ფაქტი, ჩემი უსაყვარლესი Luca Polare-ს ნაყინი იყო,აქაც გამიმართლა…გაციებისგან ძლივს გამომძვრალს, ნაყინს მოწყურებულს იმ პირობით დამითმეს თუ სამომავლოდ ყელის ტკივილზე არ ვიწუწუნებდი,რასაც მე უპირობოდ დავთანხმდი.როგორც ყოველთვის ერთ ბურთულას ვერ ვჯერდები, მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი ცდუნება, ნუშის ნაყნი არ ჰქონდათ, სანამ ერთი ბურთულა “ალტერნატიული” ნაყინი ჩავსანსლე, კარამელ-ნუშიანიც მოიტანეს, თურმე რამდენს ჰყვარებია ნუშის და კარამელის გავგიჟდი, ჩემი იქ ყოფნისას ყველამ ის იკითხა, ერთი პერიოდი ისიც შემეშინდა მე რომ არ შემხვდეს მეთქი :D მაგრამ, ჩემმა რაინდმა გადამარჩინა და დრაკონს პირიდან გამოაცალა ნაყინი :D

ნაყინის შემდეგ ზუსტად ის დრო იყო PR. სკოლაში(PR. school) წავსულიყავით და ასეც მოვიქეცით. ლექციამ სასიამოვნოდ და მხიარულად ჩაიარა, ისე რომ დროის მსვლელობა ვერ გავიგე.ბევრი კარგი რამ ავითვისე:ძალიან ბევრი ფაქტი რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვერ ვაკირდებით და ვაკონტროლებთ, ჩვენდა უნებლიედ აისახება ჩვენს ზემოქმედებაზე გარე სამყაროსთან, ამას და კიდევ სხვა თემებს დაეთმო ლექცია და გავიგე, როგორ უნდა წარვმართო პრეზენტაცია ჩემდა სასარგებლოდ, ამას კი რა თქმა უნდა პრაქტიკაში გამოყენება უნდა,ამაში ნაკლებად ვარ გამოცდილი, ცოტა არ იყოს ამ მხრივ მორიდებულიც კი ვარ, მაგრამ ყველაფერი გარდამავალია(აქ ვწერდი გარდაუვალი არაფერია და შევცვალე, რადგან მასში ნეგატიური სიგნალებია :D)არა მთლად მასე არ გამირეკავს, უბრალოდ ჯერ ბლოგზე გავდივარ პრაქტიკას :Dამ მიზეზით კი TFW(Tbilisi Fashion Week)-ის მეორე დღეს ვერ წავედი ჩვენებაზე, ქვემოთ ისაა რაც არ მინახავს :D

May, 4

  • Atare –  Ballroom 18:30
  • Atelier ,, Experiment”- Fashion Tent 19:45
  • Anna Miminoshvili – Ballroom 21:00
  • Marika Kenchadze – Fashion Tent 22:00

სახლში მოსულმა კი ხვალინდელი გეგმები დავაწყვე. საღამოს ნაცვლად დილით მივდივარ სამსახურში, მადლობა ტატას, რომ უპრობლემოდ შემეცვალა და ამით საშუალება მეძლება მოდის კვირეულზე წავიდე და მესამე დღე აღვბეჭდო ჩემი კამერის ობიექტივით :D

P.S. ფოტოების ატვირთვა ვერ მოვასწარი რადგან სუულ ცოტა ძილი არ მაწყენდა…თან ინტრიგას ჩავაგდებ :)

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Coffee Room

ერთხელ უკვე დავწერე Cofee Room-ზე, მაგრამ ტრადიციას არ დავარღვევ და ჩემს ადგილმდებარეობას გაგაგებინებთ, თან iPod-ზე ქართული კლავიატურა დამიყენა თემომ და ჭკუაზე არ ვარ, რომ ლათინური შრიფტით არ ავკრებ ტექსტებს.
მას შემდეგ რაც სამსახურიდან წამოვედი და ტყუილად დიდუბის საგამოფენო პავილიონში მივედი, სადაც ინდური გამოფენა- გაყიდვა იყო და რომელიც დაკეტილი დამხვდა, ხასიათი დამეკარგა.გადავწყვიტეთ აქ წამოვსულიყავით რადგან მე უკვე ნამყოფი ვიყავი და მომეწონა თან ინტერნეტშიც “ვისერფინგებდით”.ამინდიც ისეთია თავად ითხოვს სადმე შეძვრე და დაემხო :D
Coffe Room ვაჟა ფშაველას 19 ნომერში მდებარეობს, სასიამოვნო გარემო, დავამატებდი მეტად მყუდრო. რა თქმა უნდა Wi-Fi, კარტოფილი ფრი, და გემრიელი ცეზარი.

20110501-075742.jpg

20110501-075808.jpg

20110501-075755.jpg

20110501-075825.jpg

20110501-080511.jpg

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone