Halloween Inspiration

halloweenHalloweenმოვიდა შემოდგომა და მასთან ერთად ჰელოუინის განწყობაც,  კოსტუმებისთვის ახალ შთაგონებას ვეძებთ.DSC_0659 უკვე რამოდენიმე წელიწადია ამ დღეს ამაღლებული განწყობით ვხვდებით, თუ რაიმე გეგმა არ გვაქვს ფოტოსესიისთვის მაინც ვპოულობთ დროს. ფოტოები კი გასული წლების ალბომიდან, იმედი მაქვს თქვენც ნახავთ სასურველ პერსონაჟს.
Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Make Up as an Art

ლამაზი მაკიაჟის მოყვარულთათვის უცხო არაა, თუ რამხელა დროს და ენერგიას მოითხოვს უნაკლოდ წასმული ლაინერი თვალზე, თუ კონტური ბაფთა ტუჩებისთვის, მაგრამ ამაზე დიდ შრომას დებენ ის ადამიანები ვინც ამ საქმიანობას პროფესიულად უდგებიან: მოარგო მაკიაჟი უცხო სახეს, შეარჩიო ფერები, გამოიყენო მაქსიმალური კრეატიულობა და მიიღო შედეგი, რომელიც არც თუ ისე ცოტა ხანს გრძელდება, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს ფოტოგრაფია და კინემატოგრაფია, რაც საშუალებას გვაძლევს, ერთის მხრივ, სამუდამოდ აღვბეჭდოთ  შემოქმედება და მეორეს მხრივ უფრო საინტერესო გამოსახულება მივიღოთ.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ქრისტინე კეთილაძე (kristi Make Up Artist), ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ სფეროდან და წარმატებით მუშაობს როგორც თეატრალურ გრიმზე, კინოხელოვნებაში და ფოტოგრაფიაში. მეც მხვდა წილად ფოტოგადაღებაში მიმეღო მონაწილეობა, რაზეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. გადაღება რამოდენიმე დღე გაგრძელდა Leko Studio-ში და სახეზეა მისი შედეგიც, რომელსაც სიამოვნებით გიზიარებთ.

 

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone