Redness

წითელი კაბა ისეთივე კლასიკურად შეიძლება ჩაითვალოს როგორც პატარა შავი კაბა, ერთი განსხვავებით – როგორიც არ უნდა იყოს იგი, თავის ეშხს არასოდეს კარგავს. 

ქვემოთ შევარჩიე ათი ფავორიტი ჩაცმულობა, მთავარ როლში კი წითელი კაბა, ასევე პატარა ბონუსი ჩემი წითელი კაბა და მასთან ფოოსესიის შედეგი.

1. ჯინსის ქურთუკი ამ ჩაცმულობას ყოველდღიურ იერს სძენს და ამავდროულად რჩება მიმზიდველობის და რომანტიზმის ნაწილად.

2. მაქმან და წითელი კაბა იდეალური ტანდემი.

3. ასეთი წითელი კაბა ნებისმიერი წვეულების საშვია.

4. წითელი ტრიო

5. 

6. საკმაო სითამამეა საჭირო წითელ კაბასთან ვარდისფერი აქსესუარების გამოსაყენებლად

7.

8.

9.

10.

ეს კი ჩემი წითელი Chic Me-ს კაბა რომელსაც სიამოვნებით ჩავცვამ კოქტეილ საღამოებზე თუ ჩვეულებრივ სეირნობისას თბილ სვიტერთან კომბინაციაში.

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Morning Cup of Coffee

set: Gamiss.com

shoes: Jefrey Campbell

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

falling in love with myself

გადავწყვიტე მიყვარდეს საკუთარი სხეული! შთამაგონებელი ბევრია, ისეთი ადამიანიც ბევრია, დიდი ხნის მანძილზე წვეთ-წვეთად ნაგროვებ თვითშეფასებას ერთი შემოხედვითაც რომ დაგაკარგვინებს, მაგრამ არ არსებობს იმაზე დიდი ზეგავლენის მქონე, როგორიც საკუთარი თავია.ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვებრძვი ჩემს თავს, არ მომწონს ჩემი სიმაღლე, მუდამ მეშინია გრამით არ მოვიმატო, შემდეგ ფეხებზე მეტყობა ყველაფერი, არ ვარ “საიზისტი”, ყველა ზომის ადამიანში სილამაზეს ვხედავ, არ ვლაპარაკობ სულიერ სილამაზეზე, იმაზე რომ შინაგანი სამყარო უფრო მნიშვნელოვანია, ეს სრულიად სხვა თემაა. მაგრამ, რატომღაც თავს ვაიძულებდი მეფიქრა ნეგატიურად საკუთარ სხეულზე. მუცელი მეწევა, ვიცი, განიერი მხრები მაქვს და სულ ვცდილობ ამის დაფარვას – ფოტოებში მაინც, მაგრამ ყველამ ვიცით როგორი სტრესის ქვეშ ვიმყოფებით როდესაც საკუთარ თავს მუდმივად, განუწყვეტლივ, 24/7/365 მივუთითებთ რაღაცაზე, ვნანობთ, ვითრგუნებით. მორჩა! მინდა საკუთარი თავი შვებულებაში გავუშვა და დავასვენო ყველანაირი ნეგატიური აზრისაგან. მინდა ყოველ სარკეში ჩახედვისას ვხედავდე ადამიანს რომელიც მეტყვის: “შენი თმა შესანიშნავად გამოიყურება”, “ვგიჟდები შენს წარბებზე”… მართალია სახეზე ხანდახან მაყრის, მაგრამ მე ხომ ადამიანი ვარ, ასეც უნდა იყოს, რადგან სხვაგვარად მე არ ვიქნები, გავქრები და სხვა მე გაჩნდება, საქმე იმაშია რომ ყველა ინდივიდები ვართ, ერთი ცალი, სხვადასხვა სიმაღლის, ზომის, ფორმის, როგორც არ უნდა ვისურვო ვერასოდეს შევცვლი რასაც თავს ვსაყვედურობ, ამიტომ დროა საკუთარ მესთან ჰარმონიაში მოვიდე და ვუთხრა: მე შენ ძალიან მომწონხერ, მე შენ მიყვარხარ!

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone