ჩვეულებრივი ფოტოებისგან გადაქცეული სახალისო ილუსტრაციები

ბრაზილიელმა მხატვარმა, ხულიო სიზარმა (Julio Cesar) ჩვეულებრივი ადამიანების ფოტოები უსაყვარლეს ილუსტრაციებად აქცია. იმის გამო, რომ ასეთი სახის ნახატები ძალიან მომწონს, თავი ვერ შევიკავე რომ არ გამეზიარებინა. მეც დიდი სიამოვნებით ილუსტრირებული. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Photo-shooting at Naxvamdis

ჩვეულებრივი, სულ უბრალო, ყოველკვირეული ორშაბათი დღე იყო, თემომ სამსახურის შემდეგ გამომიარა და კაფე-სტუდია ნახვამდისში წავედით.

გადატენილი, ერეკლე მეორეს ქუჩიდან სრულიად ცარიელ ნახვამდისში მოვხვდით, რაღა დაგიმალოთ და ასეთი ნახვამდისი უფრო მომწონს, ბევრი ხმაური რომ არაა, სიგარეტის მძიმე კვამლის გარეშე. სამზარეულო ორშაბათობით არ მუშაობს ამიტომ თითო ლატეს დავჯერდით და უსაქმურობით ფეისბუქის ლურჯი გვერდი გავხსენით.

ამ დროებაში ვიყავით, როდესაც საშამ გადაღება შემოგვთავაზა, თვალები წამიერად ამენთო და მზად ვიყავი ამ ავანწიურაზე წავსულიყავი :) კამერის წინ სირბილის შემდეგ, მსხვერპლის როლიც მოვირგე, თემომ ბოროტის :D საბოლოოდ ძალიან ვიხალისეთ და გადასარევი განწყობით გამოვედით

ესეც რაც გამოვიდა :)

379355_482171161844310_672181038_n

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Behind The Boxes

ახალი ფოტოები დიდი ხანია არ დამიპოსტავს ბლოგზე, ჰოდა მადლობა ნინის ფოტოებისთვის, მთელი საღამო დაკავებული ვიყავი მათი გადარჩევით და შედეგიც სახეზეა :)

 

 

 

 

 

 

ჩემი ლუქი lookbook-ზეც შეგიძლიათ იხილოთ – Behind The Boxes

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ღამის ფოტოალბომი

ზაფხულის სიცხისაგან დამქანცველი დღის შემდეგ, დგება გრილი და სიმშვიდით სავსე ღამე თბილისში. ლამაზია, განათებული მაღაზიის ვიტრინები, მოახლოებისას, შენელებული სვლით მოხეტალე ტაქსები…ღამით შეიძლება სულ სხვაგვარად მოგეჩვენოთ ქალაქი და ისე შემოგათენდეთ ვერც კი შეიგრძნოთ დრო…

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Tbilisi Open Air 2011 (June 11)

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 11-12 ივნისს გაიმართა, სადაც მონაწილეობას 20 მუსიკალური ბენდი იღებდა: საქართველოდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ფესტივალზე:საკვები და სასმელი არც ისე ძვირი იყო, მაგამ არც ისე გემრიელიც, პირველ დღეს მოედანი განათებული არ იყო, თამამად შეგეძლო გადაგეარა ვინმესათვის თავზე, მაგრამ მეორე დღეს ეს პრობლემაც გამოსწორდა და ძალიან გამიხარდა. იმედია, დროთა განმავლობაში ფესტვალი უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ იგი არა ნაწილს, არამედ მთლიან იპოდრომს გაავსებს.

Street Style:ფესტივალები მისასალმებელია და მხიბლავს თავისი გამორჩეული ჩაცმის სტილით,აქ იკრიბება ხალხი ვისთვისაც გართობა, დასვენება და მუსიკა წინა პლანზეა წამოწეული.

ჩემი მიზანი იყო შემეფასებინა აქაური street style და გამეგო რამდენადაა ჩვენში ჩამოყალიბებული ფესტივალის კულტურა, ასევე მომესმინა მუსიკისათვის და შევხვედროდი მეგობრებს.

ასე რომ, მოვიმარჯვე ფოტოკამერა და…სამწუხაროდ ძალიან ბევრი განსაკუთრებული ვერ ვნახე, ძირითადად პანკური სტილი ჭარბობდა და თითქმის ერთნაირად, მხოლოდ ფერები თუ განსხვავდებოდა.ტრენდებს “სანთლით ვეძებდი”, რამოდენიმე ვიპოვე, მაგრამ არ კმარა…ფესტივალია!!

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone