falling in love with myself

გადავწყვიტე მიყვარდეს საკუთარი სხეული! შთამაგონებელი ბევრია, ისეთი ადამიანიც ბევრია, დიდი ხნის მანძილზე წვეთ-წვეთად ნაგროვებ თვითშეფასებას ერთი შემოხედვითაც რომ დაგაკარგვინებს, მაგრამ არ არსებობს იმაზე დიდი ზეგავლენის მქონე, როგორიც საკუთარი თავია.ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვებრძვი ჩემს თავს, არ მომწონს ჩემი სიმაღლე, მუდამ მეშინია გრამით არ მოვიმატო, შემდეგ ფეხებზე მეტყობა ყველაფერი, არ ვარ “საიზისტი”, ყველა ზომის ადამიანში სილამაზეს ვხედავ, არ ვლაპარაკობ სულიერ სილამაზეზე, იმაზე რომ შინაგანი სამყარო უფრო მნიშვნელოვანია, ეს სრულიად სხვა თემაა. მაგრამ, რატომღაც თავს ვაიძულებდი მეფიქრა ნეგატიურად საკუთარ სხეულზე. მუცელი მეწევა, ვიცი, განიერი მხრები მაქვს და სულ ვცდილობ ამის დაფარვას – ფოტოებში მაინც, მაგრამ ყველამ ვიცით როგორი სტრესის ქვეშ ვიმყოფებით როდესაც საკუთარ თავს მუდმივად, განუწყვეტლივ, 24/7/365 მივუთითებთ რაღაცაზე, ვნანობთ, ვითრგუნებით. მორჩა! მინდა საკუთარი თავი შვებულებაში გავუშვა და დავასვენო ყველანაირი ნეგატიური აზრისაგან. მინდა ყოველ სარკეში ჩახედვისას ვხედავდე ადამიანს რომელიც მეტყვის: “შენი თმა შესანიშნავად გამოიყურება”, “ვგიჟდები შენს წარბებზე”… მართალია სახეზე ხანდახან მაყრის, მაგრამ მე ხომ ადამიანი ვარ, ასეც უნდა იყოს, რადგან სხვაგვარად მე არ ვიქნები, გავქრები და სხვა მე გაჩნდება, საქმე იმაშია რომ ყველა ინდივიდები ვართ, ერთი ცალი, სხვადასხვა სიმაღლის, ზომის, ფორმის, როგორც არ უნდა ვისურვო ვერასოდეს შევცვლი რასაც თავს ვსაყვედურობ, ამიტომ დროა საკუთარ მესთან ჰარმონიაში მოვიდე და ვუთხრა: მე შენ ძალიან მომწონხერ, მე შენ მიყვარხარ!

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

One Fairy Tale

იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგონა, რომელსაც უყვარდა ფოტოების გადაღება, იყო მეორეც, რომელსაც ასევე უყვარდა ფოტოების გადაღება, მხოლოდ ერთს კამერის წინ პოზირება, ხოლო მეორეს კადრის დაჭერა… ამ ზღაპარში არაა ცუდი პერსონაჟი და დასასრულიც სასიამოვნოა და შედეგიც შესანიშნავი. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Make Up as an Art

ლამაზი მაკიაჟის მოყვარულთათვის უცხო არაა, თუ რამხელა დროს და ენერგიას მოითხოვს უნაკლოდ წასმული ლაინერი თვალზე, თუ კონტური ბაფთა ტუჩებისთვის, მაგრამ ამაზე დიდ შრომას დებენ ის ადამიანები ვინც ამ საქმიანობას პროფესიულად უდგებიან: მოარგო მაკიაჟი უცხო სახეს, შეარჩიო ფერები, გამოიყენო მაქსიმალური კრეატიულობა და მიიღო შედეგი, რომელიც არც თუ ისე ცოტა ხანს გრძელდება, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს ფოტოგრაფია და კინემატოგრაფია, რაც საშუალებას გვაძლევს, ერთის მხრივ, სამუდამოდ აღვბეჭდოთ  შემოქმედება და მეორეს მხრივ უფრო საინტერესო გამოსახულება მივიღოთ.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ქრისტინე კეთილაძე (kristi Make Up Artist), ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ სფეროდან და წარმატებით მუშაობს როგორც თეატრალურ გრიმზე, კინოხელოვნებაში და ფოტოგრაფიაში. მეც მხვდა წილად ფოტოგადაღებაში მიმეღო მონაწილეობა, რაზეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. გადაღება რამოდენიმე დღე გაგრძელდა Leko Studio-ში და სახეზეა მისი შედეგიც, რომელსაც სიამოვნებით გიზიარებთ.

 

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone