Here we go! Road trip preparation

ზაფხული, შვებულება და  მუდმივი სიახლის ძიება. ყოველი შვებულებისას და არა მარტო, შაბათ-კვირასაც განსაკუთრებულის მოლოდინით ვხვდები, ხანდახან გადამეტებულადაც, თუ ვერაფერი დავგეგმე და უქმედ ვიყავი სინდისი მქეჯნის, ხოლო მოახლოებული შვებულება ერთდროულად იტევს მოუთმენლობას, აღტაცებას და შიშს “რომ არაფერი გამოვიდეს?”.

ფიქრი რამოდენიმე კვირით ადრე, ხოლო შემდეგ საავტომობილო მოგზაურობის ე.წ. როუდთრიფის იდეა გაღვივდა და მზადება ერთი კვირით ადრე დავიწყე. 

მოსამზადებელი სია:

  • წასაღები სიის შავი მონახაზი :D სიის სია და მისი სია 
  • სამოგზაურო რუკა/მარშრუტი და მისი დაგეგმვა
  • საყიდლების სია
  • სახლში შენახული ნივთების მოსაძებნი სია.
  • თავის მოვლის სია წასვლამდე aka ეპილაცია, ვაგვიანებ! :(
  • ავტომობილი, გამართვა და შემზადება
  • კატების დაბინავება :D
  • სამოსის სია
  • ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების სია
  • ჭურჭელი და საკვებისთვის საჭირო ნივთები
  • ელ. ტექნიქა: მობილური, კამერა, სატენი ა.შ.
  • სამოგზაურო აღჭურვილობა

ჯერ სია არასრულია და ეს მხოლოდ დასაწყისია, სრული სიის სრულ სიას შემდგომში დავწერ უკვე ჩამოყალიბებულ გონებაზე პუქტების მიხედვით გავყვები.  ძალიან დიდი იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის და იმედგაცრუებული არ დავრჩები ჩემი მოგზაურობით.

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Enjoy The View

მარტვილში მოგზაურობისას გადაღებული ერთ-ერთი ფავორიტი ფოტოსეტი ტეგისთან ერთად. გარდა მარტვილის კანიონების საოცარი სანახაობებსა ამ კუთხეში გზად ბევრი ფოტოგენური ადგილი შემოგვხვდა და საოცარ მოგონებად დაილექა ჩემს მეხსიერებაში

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ორი კაციც და გავდივართ (Memory Collector)

რამდენია საჭირო ბედნიერებისთვის? 1000? 10000? 100000? 1000000…? მეც და ჩემი მეგობარი ინა უმუშევრები ვართ, მეძებარი ძაღლებივით დავეძებთ სამსახურს, მაგრამ არაფერი, შემდეგ ვსხედვართ ან სოციალურ ქსელში ერთმანეთს/სხვებს ვეწუწუნებით: როგორ გავიხალისოთ ცხოვრება?  როგორი ცუდია უმუშევრობა და მართლაც ასეა, უსაქმურად და შემოსავლის გარეშე ყოფნა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია ცხოვრებაში, არა სურვილებს! არა თავისუფლებას! არა მოთხოვნებს! შემდეგ კი თითქოს რაღაც განათდა გონებაში და გადავწყვიტეთ ასეთ ავანტიურაზე წავსულიყავით: აჭარა ავტოსტოპით დაგველაშქრა. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone