falling in love with myself

გადავწყვიტე მიყვარდეს საკუთარი სხეული! შთამაგონებელი ბევრია, ისეთი ადამიანიც ბევრია, დიდი ხნის მანძილზე წვეთ-წვეთად ნაგროვებ თვითშეფასებას ერთი შემოხედვითაც რომ დაგაკარგვინებს, მაგრამ არ არსებობს იმაზე დიდი ზეგავლენის მქონე, როგორიც საკუთარი თავია.ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვებრძვი ჩემს თავს, არ მომწონს ჩემი სიმაღლე, მუდამ მეშინია გრამით არ მოვიმატო, შემდეგ ფეხებზე მეტყობა ყველაფერი, არ ვარ “საიზისტი”, ყველა ზომის ადამიანში სილამაზეს ვხედავ, არ ვლაპარაკობ სულიერ სილამაზეზე, იმაზე რომ შინაგანი სამყარო უფრო მნიშვნელოვანია, ეს სრულიად სხვა თემაა. მაგრამ, რატომღაც თავს ვაიძულებდი მეფიქრა ნეგატიურად საკუთარ სხეულზე. მუცელი მეწევა, ვიცი, განიერი მხრები მაქვს და სულ ვცდილობ ამის დაფარვას – ფოტოებში მაინც, მაგრამ ყველამ ვიცით როგორი სტრესის ქვეშ ვიმყოფებით როდესაც საკუთარ თავს მუდმივად, განუწყვეტლივ, 24/7/365 მივუთითებთ რაღაცაზე, ვნანობთ, ვითრგუნებით. მორჩა! მინდა საკუთარი თავი შვებულებაში გავუშვა და დავასვენო ყველანაირი ნეგატიური აზრისაგან. მინდა ყოველ სარკეში ჩახედვისას ვხედავდე ადამიანს რომელიც მეტყვის: “შენი თმა შესანიშნავად გამოიყურება”, “ვგიჟდები შენს წარბებზე”… მართალია სახეზე ხანდახან მაყრის, მაგრამ მე ხომ ადამიანი ვარ, ასეც უნდა იყოს, რადგან სხვაგვარად მე არ ვიქნები, გავქრები და სხვა მე გაჩნდება, საქმე იმაშია რომ ყველა ინდივიდები ვართ, ერთი ცალი, სხვადასხვა სიმაღლის, ზომის, ფორმის, როგორც არ უნდა ვისურვო ვერასოდეს შევცვლი რასაც თავს ვსაყვედურობ, ამიტომ დროა საკუთარ მესთან ჰარმონიაში მოვიდე და ვუთხრა: მე შენ ძალიან მომწონხერ, მე შენ მიყვარხარ!

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Snowflake

ჰაერში უკვე მოახლოებული დღესასწაულების სუნი დგას, სწორედ მათ ეძღვნება ჩემი პოსტი. დიდი იმედი მაქვს ზამთრული ზამთარი იქნება თეთრი თოვლით და თბილი სახლით, საუკეთესო განწყობით და ასრულებული სურვილებით. უკვე დაუწერეთ თოვლის ბაბუას წერილები? რადგან მისი დაბადების დღე 18 ნოემბერს იყო, დიდი გულმოდგინებით შევუდგინე წერილი და მოუთმენლად ველი მათ ასრულებას. ამბობენ წლების მატებასთან ერთად მასში რწმენა იკარგება, მაგრამ ვფიქრობ ეგ ჩემი შემთხვევა არაა, ალბათ ჩემში სამუდამოდ დაისადგურა რაღაც ბავშვურმა ხასიათმა და ვერაფრით გამოვსულვარ, სიმართლე გითხრათ არც მინდა არასოდეს შეველიო, ასეთი დამოკიდებულება ვფიქრობ ჩემს ცხოვრებას და გარემოს ძალიან პოზიტიურს ქმნის და ეს მახარებს.

DSC_0842 Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Home Alone

რა არის სახლში მარტო დარჩენისას თავის შექცევის საუკეთესი საშუალება? წიგნის კითხვა, ინტერნეტში სერფინგი, ექსპერიმენტული სადილის მომზადება, მეგობრების მიღება… რაც ახალ სახლში გადავედი და მომავალში ამ თემაზეც მინდა ბლოგპოსტ სერია წამოვიწყო, ვფიქრობ მათთვის საინტერესო უნდა იყოს, ვინც პირველად იცვლის საცხოვრებელს – რა არის გასათვალისწინებელი და მოსალოდნელი აქედან. თუმცა მანამდე ჩემს პოსტს დავუბრუნდე – ჩვენს დროში ყველას უყვარს… უმეტესობას! – ფოტოების გადაღება და ვინ იცის საუკეთესო რაკურსები იმაზე უკეთ ვიდრე ჩვენ თვითონვე. ამისვის სულაც არაა სტუდია დავიქირავოთ, ან ზეპროფესიონალური ხელსაწყოები შევიძინოთ, საკმარისია მხოლოდ ოთახში შემომავალი ბუნებრივი  სინათლის დიდი ნაკადი, ცარიელი კედელი – ამ შემთხვევაში მათავარია კადრს მიღმა არაფერი გამოჩნდეს, თუ რა თქმა უნდა გამიზნულად არ გვინდა, რომ ნივთი დეკორაციად გამოვიყენოთ და ფოტოს თემა მივცეთ. ჩემს შემთხვევაში მხოლოდ რუხი კედელლია :) და ბოლოს გადაღებისთვის აუცილებელი მოწყობილობა, ნებიმიერი გამოდგება – სარკული კამერიდან დაწყებული ტელეფონის ფოტოკამერით დასრულებული, ნებისმიერს ჩამოთვლილთაგან აქვს ტაიმერის ფუნქცია, რომელიც რაიმე მყარ ადგილას უნდა დაფიქსირდეს: მაგიდა, წინების  დასტა ა.შ. თუ სამფეხა (ფოტოკამერის სამაგრი) არ მოგვეპოვება და რაც მთავარია, სწორი სინათლის კუთხე არის ყველაზე მთავარი, სწორედ სინათლე ქმნის იმას რასაც ფოტოსურათი ჰქვია

have fun!

IMG_9084.JPG Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone