DRESSLINK WISHLIST

საახალწლო აურზაურმა ჩაიარა, მალე მაღაზიებში ახალი კოლექციები გამოჩნდება, თუმცა ზამთრის სეზონი ჯერ არ გასულა და შესაძლებელია ამ პოსტს თხილამურებზე შემდგარი კითხულობდე, გონება ავტომატურად დაიწყებს საგაზაფხულო ნივთებზე ფიქრს, თვალი თავისთავად გაიქცევა ყვავილებისკენ, ფრიალა კაბებსა და მაქმანებისკენ, ჩემი გული, გონება და სული უკვე ამუშავდა და ძალიან საყვარელი რამე-რუმეები დავიგულე Dresslink.com -ზე სადაც ფასებიც ძალიან მიმზიდველია. არ შემიძლია ჩემი სურვილების ათეული არ გავაზიარო:

  1. ჩემი პირველი სიყვარული ასე გამოიყურება, ყვავილის ნახატი ზედმეტი არასოდესაა:

SV027125-2 Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ჩემი შოპინგი – ჩემი თერაპია

გაზაფხული! გაზაფხული მეორე ახალი წელივითაა, ბუნებიდან დაწყებული ხასიათით დამთავრებული ყველაფერი იღვიძებს, ლაღდება, თბება და მზიანდება. გაზაფხულს მოაქვს ყველაზე საღი და პოზიტიური იდეები, გაზაფხულზე ღვივდება სურვილი ყველაზე ლამაზად გამოვიყურებოდეთ, არ აქვს მნიშვნელობა ამინდის გიჟურ ცვლილებებს თუ თოვლიან მთებს, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ამაღელვებელ ემოციას.

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Lady Girl and All Mine!

დიახ! მიზნამდე მისვლა არც ისე ადვილია, მაგრამ როგორი გემრიელი ლუკმაა, როდესაც მიაღწევ და ჰორიზონტზე ახალი მიზნები გიხმობენ.Baby Honda

მე და ჩემს გოგოს, ალბათ დანახვისთანავე გაგვიჩნდა სმპათია ერთმანეთისადმი და ყოველგვარი პრაქტიკულობა გვერდზე გადავდე და ჩემს გოგუშკურ ინტუიციას მივენდე.

ეს, წითური გოგო ჩემია და ამიერიდან დაქალოჩკები ვიქნებით <3Baby Honda

შეიძლება, ყველას ბედნიერება სხვადასხვაგვარად, სხვადასხვა ფორმაში, სიბრტყეში, მოცულობაში თუ სივრცეში გამოიხატება, მაგრამ ამჟამინდელი ჩემი ბედნიერება, ხელშესახებია და თვალით დასანახი.

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

I Wish

ეხლა ისეთი პერიოდია ყოველდღე სიახლეს რომ ელი და მუდამ კარგ განწყობაზე რომ უნდა იყო. რისთვის დავიწყე ეს შესავალი?! ამ ჩამოთვლილთაგან ორივეს ერთი რამე შველის, განახლებული კარადა.

გუშინ თბილისი მოლში ვიყავი, რომ შემეთვალიერებინა,რამდენადაა წარმოდგენილი გაზაფხულის სეზონისთვის შესაფერისი სამოსი და ჩემდა სამწუხაროდ (იმიტომ რომ ყველაფერი მინდა და “მინდას” საზღვარი არ აქვს) ძალიან ბევრი კარგი რამ აღმოვაჩინე, აქ წარმოდგენილი ფოტოები იმის მინიმუმია რაც ჩემს აზროვნებაში სასურველად დარჩა, რადგან ან ყველაფერი ან არაფერი, მხოლოდ Top-Shop-ის “კუბიკებიანი (ძალიან მოდური ამ სეზონზე) წინდებით შემოვიფარგლე, საკუთარი თავის იმით რწმუნებით, რომ ახალ სამოსს ველოდები, რომელიც უკვე გამოვიწერე და უკვე მალე მექნება :) მართალია სურვილის კომპენსაცია ვერ მოვახერხე, მაგრამ ჩემი ხელფასი სხვა მიზნებისთვის მაქვს მიმართული, ამიტომ ბოდიში მოვუხადე, იმ სილამაზეებს, რომლებიც წაყვანას მთხოვდნენ დაგამოვეცალე იქაურობას :)

It’s time for newness and happiness and the best way for this is shopping. Unfortunately, I want them all or nothing, so the only thing I bought on last visit at Tbilisi Mall was Top-Shop’s monochrome socks for styling of the looks. I was relieved, when I remembered that I’m waiting for package that I ordered online several days earlier, but still it doesn’t satisfy my needs.

Zara

მაშ ასე, Zara, რომ გითხრათ, რომ ეს ბრენდი მთლიანად ჯდება ჩემს ხასიათში არა, მაგრამ, ვერ დავმალავ, ფეხსაცმლის გასაოცარ კოლექციას და არა მარტო. ვერცხლისფერი, ოქროსფერი, ზამშე, სხვადასხვა ფორმა და ქუსლი…

At this store I found gorgeous collection of Footwear, different styles, shape sand colors: Silver, gold, suede, heels, sandals, wedged on espadrilles, flatforms etc.

20130406-033335.jpg Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone