სამსახური ზაფხულში თუ ზაფხული სამსახურში?

ზაფხულს თან ბევრი ცდუნება ახლავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალური ქსელები აჭრელებულია შვებულების უდარდელი ფოტოებით, სურვილი გკლავს ადგე და თავით გადაეშვა (ცურვის ცოდნას არ აქვს მნიშვნელობა) თუნდაც ნიაგარას ჩანჩქერში, ამ დროს კი ოფისს ხარ მიჯაჭვული, სამსახურის სამოსი კი უფრო მეტად გიკრავს სუნთქვას. თუმცა ოფისის სამოსიც შეიძლება გამოიყურებოდეს მიმზიდველად თუ გაითვალისწინებ რამოდენიმე რჩევას. 25153_netaporter Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Abandoned and Private

სანამ ფოტოგადაღება დაიგეგმება, აუცილებელია შეირჩეს ლოკაცია… ამ ქარხნის ნანგრევებში უკვე დიდი ხანია მინდოდა ფოტოების გადაღება, მას სახლიდან ყოველ დღე ვუყურებ. ვგეგმავდი რას ჩავიცვამდი, როგორი კადრები იქნებოდა, როგორ ავიდოდი ყვითელ კიბეზე. რომელ საათებში ურტყამდა მზე ყველაზე საინტერესოდ ა.შ. და დადგა ნანატრი დღე, ალბათ 2 საათი ვემზადებოდი. მივედით ლოკაციაზე და დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გამოგვეცხადა ადამიანი, რომელმაც განგვიცხადა, რომ კერძო საკუთრებაზე ვიმყოფებოდით და უნდა დაგვეტოვებინა ტერიტორია, შემდეგ სხვები გამოგვეცხადენ, არც კი უნდოდათ მოსმენა, რას ვეუბნებოდით, ფოტოების განადგურებას მოითხოვდნენ. გადაღებული კადრების ჩვენების შემდეგ, დარწმუნდნენ, რომ არაფერი გადაგვიღია ისეთი რაც მათ დააზარალებდათ, მაგრამ მე ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩი, იმით რომ არც კი უნდოდათ მოსმენა, თითქოს ქართული ენაც კი არ ესმოდათ და ადამიანური ურთიერთგაგების ნატამალიც კი არ გააჩნდათ, გული დამწყდა იმიტომ, რომ ამდენი ხნის დაგეგმილი ვერ განვახორციელე ბოლომდე, თუმცა ნანგრევები არაა ცოტა ჩვენს ქალაქში და ვიპოვეთ მოხატული კედლები რამაც ცოტა მომიყვანა განწყობაზე.

DSC_0571

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone