ჩემი შოპინგი – ჩემი თერაპია

გაზაფხული! გაზაფხული მეორე ახალი წელივითაა, ბუნებიდან დაწყებული ხასიათით დამთავრებული ყველაფერი იღვიძებს, ლაღდება, თბება და მზიანდება. გაზაფხულს მოაქვს ყველაზე საღი და პოზიტიური იდეები, გაზაფხულზე ღვივდება სურვილი ყველაზე ლამაზად გამოვიყურებოდეთ, არ აქვს მნიშვნელობა ამინდის გიჟურ ცვლილებებს თუ თოვლიან მთებს, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ამაღელვებელ ემოციას.

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

From Photography To Music

მთელი კვირა კულტურული აქტივობებით დატვირთული იყო და ყველაფრის მოსაყოლად ბლოგამდე მოვედი.

logo

27 მაისს თბილისის ფოტო ფესტივალი დაიწყო, რომელიც უკვე მესამედ ტარდება და ყოველ წელს მოუთმენლად ველი. ამჯერად ფესტივალი ბევრად უფრო დატვირთული იყო გამოფენებით თუ სხვადასხვა შეხვედრებით ფოტოგრაფებთან – როგორიცაა მაგნუმ ფოტოს წარმომადგენელი თომას დვორჟაკი, რობ ჰონსტრასთან (ფოტოგრაფი) ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო Sochi Project-ზე, ისაუბრა არა მარტო პროექტის გადაღების პროცესზე, არამედ შეეხო პროექტის კომერციულ მხარს, რაც წესით საინტერესო უნდა ყოფილიყო ადამიანებისთვის, ვინც ფოტგრაფიით – როგორც პროფესიით არის დაინტერესებული. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Tbilisi Fashion Week #8

თბილისის რიგით მერვე მოდის კვირეულმა მზადება უკვე დიდი ხანია დაიწყო და ამ ფერხულში 3 აპრილიდან პრესაც ოფიციალურად ჩართო.

მოდის კვირეული 23-26 აპრილს გაიმართება, ამჯერად მთავარი ლოკაცია მეიდან ჯგუფის საღონისძიებო სივრცე თბილელის მუზეუმი ქარვასლაა. როგორც ამბობენ ყველაზე მასშტაბური იქნება აქმდე გამართულ კვირეულებს შორის, უცხოელი ბაიერები, ბლოგერები, დიზაინერები, გაიმართება არაერთი მასტერკლასი.

“შემოდგომა–ზათრის სეზონის კოლექციებს თბილისის მოდის კვირეულზე 20–მდე დიზაინერი წარადგენს: საზღვარგარეთ მოღვაწე დიზაინერები რია ქებურია და გიორგი შაღაშვილი, ეკა ბალანჩივაძე, ქეთი ჩხიკვაძე, აკა ნანიტაშვილი, ატელიე 10ა, ატელიე კიკალა, ატელიე დალოოდი, ატელიე მატერია, ტატუნა ნიკოლაიშვილი და ავთანდილ ცქვიტინიძე. დიზაინერები სიმონ მაჩაბელი და თამარა კოპალიანი (პეპელა) პრეფომანსებით წარდგებიან მაყურებლის წინაშე. ”

ჩემი აზრით, მეტად საინტერესო ღონისძიება გველის წინ, წარმატებულ კვირეულს ვუსურვებ.

20130404-014519.jpg

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

144 Stairs to Rest

მე და თემომ ტრადიციად გავიხადეთ ფოტოდღეების მოწყობა რაც ორივეს ძალიან მოგვწონს. დღევანდელი მიზანი ძველი თბილისი და მისი მიმდებარე ტერიტორია იყო.

დავიწყეთ განახლებული აბანოებით, მართლაც ლამაზი ადგილია, თითქოს წარსულში დადიხარ, გოგირდის წყლის სუნი თავიდან გაწუხებს, მაგრამ შემდეგ სულ გავიწყდება. გზის ბოლოს უცნაური ადამიანები შეგვხვდნენ, უცნაურივე მუსიალური საკრავებით უცნაურ რიტუალს ასრულებდნენ, მაგრამ ეს პირიქით დადებითად მოქმედებდა განწყობაზე. “ამირანის ჯაჭვიც” კი ვცადე :)

DSC_0940

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone