TFW S/S 2012. Day One. Gudu

უუუთვალავი შავი ფერი ვიხილე თბილისის მოდის კვირეულზე… ზოგადად შავი ფერი ძალიან დამახასიათებელია, ქართველი დიზაინერებისათვის. გაზაფხული-ზაფხული უმრავლესობა დიზანერისათვის მუქ ფერში იყო წარმოდგენილი, ეს იმდენად დამღლელი აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ ვერ ვაკვირდებოდი: როგორაა შეკერილი, როგორი ფორმებია თუ ათასი წვრილმანი, თვალი ფერებს ითხოვდა….

არც გუდუს გავუნებუვრებივართ ფერებით, შავი ფერი სუფევდა ყველგან, გარდა ორი თეთრი პერანგისა და მეტალის(ვერცხლისფერი) დეტალებისა, რომელიც მოდელებს თავზე “მუზარადად” ეხურათ და ფეხსაცმლის აქსესუარად ეკეთათ – რაც ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა. მეტალისებურად მბზინვარე ქსოვილები, გაერთიანებული, გამჭვირვალე სიფრიფანა ნაჭერთან, საკმაოდ კარგ სინთეზს ქმნიდა, კაბების ასიმეტრიული ჭრილი, თუ დრაპირებული უხეში ქსოვილები… საერთო ჯამში ყველა მოდელი ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა და “გუდუ”-მ ამით მოწონება ნამდვილად დაიმსახურა.

“ლაშა მდინარაძემ იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისის სამხატვრო აკადებიაში განაგრძი, კოსტუმის დიზაინის განხრით. მისი, როგორც დიზაინერის დებიუტი, თბილისის მოდის კვირეულზე შედგა, მოდის სახლის “მატერია”-ს სახელით, სადაც მან, რამდენიმე დიზაინერთან ერთად წარადგინა ჯგუფური კოლექცია. 2011 წლის მარტში, ლაშამ გაიმარჯვა სოსიეტე ანონიმის (Societe Anonyme) მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა დიზაინერთა კოკურსში “ბი ნექსთ” (Be NEXT). მალევე, მან გააკეთა სრული კოლექციის პერსონალური ჩვენება მოდის სახლში “მატერია”. წელს ლაშა მდინარაძემ წარმოადგინა საკუთარი ბრენდის, სახელწოდებით “გუგუ”, ახალი კოლექცია თბილისის მოდის კვირეულზე.”

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

TFW S/S2012. day one. Tamanini

Tamanini- ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი კოლექცია, თბილისის მოდის კვირეულზე, ნათელი ფერები, ბევრი პრინტი, ერთმანეთისაგან განსხვავებული ჭრილის მქონე მოსაცმელები, მსუბუქი კაბები და ფართე შარვლები… მათი კოლექცია წინა მოდის კვირეულზე უკვე შევაფასე, Tamanini, მაშინაც გამოირჩეოდა ფერადოვნებით…

Tamanini-ს წარმატებას ვუსურვებ, ფოტოების ქვემოთ კი “ამონარიდი” პრესრელიზიდან, რისთვისაც, კვლავ დიდი მადლობა, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორებს და PR-ს, რომ არ დაიზარეს.

ბრენდ ტამანინის უკან, ორი ახალგაზრდა მოიაზრება – თაკო ლეკიშვილი და ნინო გოგიძე. ორივე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მოდის დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ერთობლივი მუშაობა აქსესუარების შექმნით დაიწყეს, შემდეგ ტანსაცმლის დიზაინი წამოიწყეს. მათი დებიუტი თბილისის მოდის კვირეულზე შედგა 2011 წლის გაზაფხულზე, სადაც შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარმოადგინეს. მათი კოლექცია გამოირჩეოდა ახალგაზედული, კომფორტული სტილით და მკვეთრი ფერებით. ამჟამად ორივე სხვადასხვა მოდის სახელოსნოში მუშაობს, მაგრამ უახლოეს მომავალში გეგმავენ, საკუთარი სახელოსნო-ბუტიკის გახსნას.

 

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

TFW S/S 2012. Day One. Tamuna Ingorokva

თბილისის მოდის კვირეული 24 ნოემბერს დაიწყო. პირველ დღე  თამუნა ინგოროყვამ გახსნა, მისი ჩვენება კი ტამანინიმ და გუდუმ შეცვალა.(რომელთაც, მომდევნო პოსტებში იხილავთ)

რა შეიძლება თბილისის მოდის კვირეულზე ითქვას?! იმის მიუხედავად, რომ ფინანსების მხრივ მოიკოჭლებდნენ და ამაზე თავად ორგანიზატორებმაც ისაუბრეს პრესკონფერენციაზე, საკმაოდ ორგანიზებული იყო, რაც ყველაზე სასიამოვნო და აღსანიშნავია, ყოველ დღე პრესრელიზი იგზავნებოდა პრესის წარმომადგენლების “მეილზე”, გარემო, კი საკმაოდ მეგობრული იყო. თბილისის მოდის კვირეულის წარმომადგენლები, ყოველი კუთხიდან ღიმილით პასუხობდნენ დასმულ კითხვებს, მომსახურე პერსონალი, კი ასევე ღიმილით მასპინძლობდა კონიაკით, თუ სხვა სასუსნაოთი :D

ჩვენებები, დაგეგმილ დროზე გვიან იწყებოდა, სამწუხაროდ ქართული პუნქტუალურობით, მაგრამ მაგას ვეღარ გავეკიდებით, ეს უკვე ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენს.

თამუნა ინგოროყვას ჩვენებას შორიდან ვუყურე, ამიტომ ფოტოებზე, მოდელები მთლიანად არ სჩანს.

აი, რას გვამცნობს თბილისის მოდის კვირეულის პრესრელიზი თამუნა ინგოროყვას შესახებ:

თამუნა ინგოროყვამ საკუთარი მოდის სახლი 2002 წელს დააარსა, მაგრამ მისი, როგორც დიზაინერის კარიერა 1998 წლიდან დაიწყო. თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში, იგი სასწავლებლად პარიზში გადავიდა და ჩააბარა პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ მოდის ინსტიტუტში, “ესმოდი”. სწავლის დამთავრების შემდეგ, მან სერიოზული გამოცდილება მიიღო “ნინა რიჩი”-სა და “ლიბერტინ ლუისონ”-ის მოდის სახლებში, სადაც წამყვანი დიზაინერების ასისტენტად მუშაობდა. მისი, როგორც დიზაინერის დებიუტი, 2003 წელს შედგა თბილისში. 2004 წელს მონაწილეობა მიიღო მოსკოვის მოდის კვირეულში. 2010 წელს მან წარადგინა თავისი კოლექცია პარიზის მოდის კვირეულის შოურუმში. თბილისის მოდის კვირეულის ყველა სეზონზე, მის ახალ კოლექციებს განსაკუთრები ელიან ქართველი მანდილოსნები, რადგან თამუნას სამოსი ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალობითა და ქალურობით.

დრაპირებული კაბები, ბერძნულ სტილს მოგაგონებდათ

აქსესუარები ნაკლებად ჰქონდა გამოყენებული, რამოდენიმე ქამრით და ბუმბულით შემოიფარგლაძირითადად სადა შეფერილობის კაბებს შორის ორი კაბა გამოერია, რომელთაც პრინტი ჰქონდა,ეს კაბა განსაკუთრებით მომეწონა –  ნაჭრით, პრინტით და სინაზით :)

თამუნა ინგოროყვამ, ასევე სექუინები გამოიყენა კაბების შესალამაზებლად

ფართე შარვლები და პერანგები

და…ჩვენების ფერადოვანი ნაწილი :)

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

TFW – Opening Soon

Hey lovely people… დღეს საოცრად კარგი და დატვირთული დღე მქონდა, დღის მეორე ნახევარზე მოგვიანებით მოგიყვებით :) ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ მოსაყოლი მაქვს, მანამდე კი თბილისის მოდის კვირეულის შესახებ – ჩემი ფეფე უკვე დიდია და პირველი აკრედიტაცია აიღო. ნამდვილად აიღო! ჰოდა, იმის მიღმა თუ რა ჩავიცვათ (აზრად არაფერი მომდის), თან სულ უფრო ცოტა დღე რჩება, ძალიან მიხარია რომ უკვე შესწევს ძარა აკრედიტაციისათვის :)

მოკლედ, ბევრი რომ არ ვიბოდიალო, სწრაფი update მინდოდა და პრესკონფერენციის ფოტოებსაც და სიახლესაც გამცნობთ, რომელიც, მადლობა TFW ორგანიზაციას ელექტრონული ფოსტით გადმოგზავნეს :)

მაპატიეთ, რომ copy paste-ა :)

თბილისის მოდის კვირეული 24-27 ნოემბერს გაიმართება

კომპანია ჯეოფეშენის და მისი პარტნიორების ორგანიზებით, 24-27 ნოემბერს თბილისის მოდის კვირეული გაიმართება.

24 ნოემბერს, თბილისის მოდის კვირეული ჟურნალ „ამარტას“ ახალი ნომრის პრეზენტაციით გაიხსნება. პირველ დღეს წარმოდგენილი იქნება სამი დიზაინერის კოლექცია: თამუნა ინგოროყვა, ტამანინი და გუდუ (ლაშა მდინარაძე).

რიგით მე-5 მოდის კვირეულში მონაწილეობას იღებს 14 პროფესიონალი და 17 დამწყები დიზაინერი. ჩვენებები თბილისის ივენთ ჰოლში გაიმართება.

თბილისის მოდის კვირეული ყველაზე კრეატიური და ინოვაციური ღონისძიებაა საქართველოს მოდის კალენდარში, რომლის ფარგლებშიც პროფესიონალ თუ დამწყებ დიზაინერებს, მოდელებსა თუ ამ სფეროს სხვა წარმომადგენლებს, ეძლევათ შანსი წარმოაჩინონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები.

გრატო პასაჟში, თბილისის მოდის კვირეულის ჩვენებების პარალელურად, ყოველდღიურად მოეწყობა აქსესუარების გამოფენა და დიზაინერების შოურუმი, სადაც ყველა შეძლებს კოლექციების დათვალიერებას და სასურველი ნივთის შეძენას.

ღონისძიების პარტნიორები: „ჯორჯიან ივენტსი“, „ჯეომოდელსი“, ჟურნალი „ამარტა“, „ბრენდინგ.ჯი“, „გაბუნია და პარტნიორები“, თბილისის სამხატვრო აკადემია.

მხარდამჭერები: “სოსიეტე ანონიმი”, “ლიგ სტუდიო”, კომპანიები “ვულე-ვუ”, “სარაჯიშვილი”, “ბორჯომის წყაროები”, F-ლეიბორ და M-ლეიბორ, “აბაშიძის 31”, “ჯი-აი-ესი”, “ექსკლუზივ პრინტი”, კაფე “გალერი“, რესტორნები “მონოპოლი” და “ნატვრის ხე”, გოეთეს ინსტიტუტი და ბრიტანეთის საბჭო, “გრატო პასაჟი” და “თბილისი მარიოტი”.

საინფორმაციო მხარდაჭერა: “ახალი არხი”, “Music Box”, “iTV”, “Georgia Today” და “Prime Time”, რადიო პარტნიორი “რადიოქალაქი”.

გენერალური მედია პარტნიორი “რუსთავი 2”.

20111122-022349.jpg

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone