Polka Dots are Coming Back

კოპლები ბრუნდება?! ჩემთვის, ის არასოდეს გადასულა მოდიდან. მხოლოდ მე არ ვიქნები იმ აზრზე , რომ კოპლები პოზიტიურ განწყობას ჰბადებს. მოემზადე, ამ სეზონზე კოპლები არა მარტო ტრადიციული, შავი თეთრზე ან თეთრი შავზე ინება აქტუალური, არამედ მრავალფეროვანი გარდაქმნებით წარმოგვიდგება: პერფოტაცია, ფერადი, ასევე არ შეუშინდე პრინტების დამატებასაც – მაგალითად ზოლებთან,  როგორც Burberry Prorsum-ზე ვიხილეთ.

015m

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Dungaree in Monochrome

თუ გუგლში ამ წლის ტენდენციებს დაძებნი, ეკრანი აუცილებლად აჭრელდება კომბინიზონების ნაირსახეობით. მოდის კვირეულისთვის ეს ჩაცმულობა შემთხვევით არ იყო შერჩეული, შავ-თეთრის კომბინაცია, ამას დამატებული  ოქროსფერი აქსესუარები და არაფერი ზედმეტი. ჩაცმულობაში მაღაზია რივერ აილენდი დამეხმარა.

If you search 2013 year tendencies in Google, you can find loads of photographs featuring dungaree. For fashion week – this choice wasn’t by accident, combination of black and white with golden jewellery – answers on latest hot trends.  Whole look is River Island labeled.

DSC_0440

Continue reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

22 Trends Trom Spring Summer 2012

გადახედეთ თქვენს გარდერობს და ქვემოთ მოყვანილი სიიდან რა ტრენდებს ფლობთ, თუ ჯერ არ შეგიძენიათ, სასწრაფოდ შეადგინეთ სია, მართალია ჯერ ზამთარი მძვინვარებს, მაგრამ სრული თავისუფლება გაქვსთ, თქვენი ქურთუკების ქვეშ გაზაფხული შექმნათ, რადგან ჭეშმარიტი “feshionista”, ერთი სეზონით წინ უნდა იყოს და უნდა იცნობოდეს ტრენდებს, რაც მომავალში იქნება აქტუალური.

მაშ ასე გაზაფხული ზაფხულის ტრენდები 2012. ხოლო, თუ რა შეუთავსოთ ამ სამოსს გადაიკითხეთ ფეხსაცმელების ტრენდს ამ პოსტში.

#1. მოკლე ტოპები. Cropped tops.

დაიწყეთ მზადება გაზაფხულის სეზონისათვის მოკლე ტოპებით. ტოპები როგორც ყოველდღიურ ასევე საღამოს ანსამბლთანაც შეგიძლიათ ჩაიცვათ. ამ სეზონზე შარვლების და ქვედაბოლოების წელი აიწევს, ამიტომ “ლუქმა” შესაძლოა 80-90-იანები მოგაგონოთ, გასაკვირიც არ იქნება, რადგან ტენდენციაც ამას გვკარნახობს :)



#2. ასიმეტრიული ჭრილი. Asymmetrical hemlines.

ასიმეტრიული ჭრილი მრავლად შეინიშნება სხვადასხვა ტიპის სამოსზე, დაწყებული კაბიდან, პიჯაკის და ქვედაბოლოს ბოლოთი დამთავრებული.

 

 #3. “ნავი” ჭრილი. Boat neck.

ნავი ჭრილი ზზედატანზე ერთ-ერთი ხელჩასაჭიდი ტრენდია, რომელიც ხაზს გაუსვამს მხრების სილამაზეს. დიზაინერები  საქმიანი ადამიანებისათვის, ფორმალური ჩაცმულობისათვის, შედარებით პატარა ჭრილს გვირჩევენ, ხოლო ყოველდღიურ ჩაცმულობაში ჭრილი იმხელა შეგიძლიათ გქონდეთ, როგორსაც მოისურვებთ.

#4. საღამურები. Boudoir fashion.

საღამურის მსგავსი, გამჭვირვალე კაბები, მაქმანით და რუშებით სექსუალურ და მიმზიდველს გახდის ჩაცმულობას, ხოლო გადაჭარბებისას შესაძლებელია ვულგარულიც გახდეს :)

#5. Chic gloss.

სხვადასხვა ფერის ვარიაცია აბზინვარდება, მთავარია თქვენი ტონი მოძებნოთ.

#6. შიშვცელი მხრები. Cold shoulders.

მხრებზე ამოჭრილი სამოსი, ერთ-ერთი ტრენდია, მაღაზიებშიც მრავლად მოძებნით ასეთ ზედებს თუ კაბებს და ჟურნალებშიც მრავლად იპოვით მოშიშვლებულ მხრებიან ვარსკვლავებს.

 #7. Fringe.

ფოჩები ყოველ სეზონზე არ არის პოპულარული, მაგრამ გაზაფხული -ზაფხული 2012 ნამდვილად მათი დროა.

#8. მაქმანის კაბები. Lace dresses.

მაქმანი, რამოდენიმე სეზონის ტრენდი და ჩემი აზრით ძალიან ლამაზი, რომელიც ნაზ, მიმზიდველ იერს სძენს ჩაცმულობას. ამ სეზონზე მაქმანი არ იქნება უწინდებურად ყველაფერში გამოყენებული. იგი განსაკუთრებით კაბებში მძვინვარებს.

#9. პერფორაცია. Perforated fabrics.

მიუხედავად იმისა, რომ პერფორირებული  სამოსი შეიძლება უხეშად გამოიყურებოდეს, იგი მეტად ტრენდულია, თუ დიზაინერმა იგი სწორად წარმოაჩინა და მფლობელმა სწორად შეირჩია ჩასაცმელად.

#10. ცალი მხარი . One shoulder.

დიზაინერებმა, უყურადღებოდ არ დატოვეს ცალმხრიანი სამოსი, რომელიც სხვადასხვაგვარი დრაპირებით თუ კრისტალებით გაფორმებული გვხვდება.

 #11. Peplum.

Peplums-რუში თეძოზე. რომელსაც შეიძლება როგორც კაბაზე, ისე შარვალზეც შევხვდეთ და მეტად მიმზიდველადაც გამოიყურებოდეს. ის მოცულობას ჰმატებს თეძოს, ამიტომ თუ გამხდარი ხართ, იგი პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, ხოლო თუ თეძო პრობემატური ადგილია, მაშინ ამ ტრენდს ყურადღება არ მიაქციოთ, რადგან უამრავ ტრენდს შორის ყოველთვის ამოარჩევთ სასურველს.

#12. რუში. Pleats

რუშები და პლისე, გასულ გაზაფხული-ზაფხულის ტრენდი იყო, შენარჩუნდა ცივ სეზონზეც და არსებობას განაგრძობს მომავალ გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზეც. მხოლოდ გასული სეზონებიდან განსხვავებით, მათ ტრანსფორმირება განიცადეს და ზომაში გაიზარდნენ, ასევე შედარებით ქალური იერი მიიღეს.

მომრგვალებული მხრები – ტენდენცია, რომელიც თქვენს სეხსუალურობას და ქალურობას ხაზს არ გაუსვამს  არამედ პირიქით. ამის მიუხედავად, არსებობენ მოდის მიმდევრები, ვინც ამ ტენდენციას არ შეუშინდება.

#16. Strapless Styles

#17. გამჭვირვალება Sheer clothing.

გამჭვირვალება, ტრენდული დიდი ხნის წინათ გახდა, მას შემდეგ, რაც ვიღაცამ გადაწყვიტე, რომ სხეული რაც უფრო მეტად ჩანს, მით უკეთესია. ახლანდელ პერიოდში კი ეს ტენდენცია მისაღები და მოსაწნი გახდა. 2012 წლის გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე, დიზაინერები გვირჩევენ, ვატაროთ გამჭვირვალე ქვედაბოლოები, იქნება ეს მუხლამდე თუ მაქსი. ასევე ტრენდული საწვიმარები ამინდზე დამოკიდებული აღარაა, რომლის ჩაცმაც ნებისმიერ დროს შეგეძლებათ.

#18. ზაფხულის მიქსერები. Summer suits.

ზაფხულის კოსტუმი შესაძლებელია ატაროთ ოფისში. მაგრამ ამ სეზონზე იგი ისეთი ელეგანტური და მოდურია, რომ ქალბატონები კვლავინდებურად განაგრძობენ მათ ჩაცმას. სხვადასხვა პრინტის და ფერის ვარიაციაში, მაქმანებთან შეთავსებით, კოსტუმები, ნამდვილად მიმზიდველად გამოიყურება. და სანამ დიზაინერები პერანგების და ჰალსტუხების ვარიაციით არიან დაკავებულნი, თქვენ თავად შეგიძლიათ უნიკალური სტილი შექმნათ.

#20. განიერი შორტი. Wide shorts.

მოკლე შარვლები – ” შორტები”, შეიმჩნეოდა მრავასახეობით, , მაღალი და დაბალი წელით, სხვადასხვაგვარი პრინტით.
ყოველ ზაფხულს, ყველაზე პოპულარული სამოსი – მოკლე შარვალი, მომავალ სეზონზე შედარებით განიერი ტოტებით იქნება.

 #21. ღრმა ჭრილი.  Deep Cleavage

არამარტო ნავისებური ჭრილია მოდური, დაფიქრდით ღრმა ჭრილებზე. პერანგები ღრმა ჭრილით , ფანქარ, გრძელ ან დრაპირებულ ქვედაბოლოზე. მომჯდარ ჯინსზე, მოკლე შარვალზე, ან უბრალოდ აირჩიეთ კაბა ღრმა ჭრილით.

#22. კაბები შარვლებზე. Dresses Over Pants

იმ დროს როდესაც მსუბუქმა, ფრიალა ზაფხულის  კაბებმა თავისი ადგილი დაიკავეს მომავალ მზიან სეზონზე, არსებობს კაბების მორგების კიდევ ერთი საშუალება- ტყავის, შარვალზე ან, ლეგინსზე გადაცმული კაბა კიდევ სხვა მხრივ დაგანახებთ მის ხასიათს
შემდეგ პოსტში, უკვე მოგიყვებით, რა ფერები და პრინტეი უნდა შეურჩიოთ ამ ტენდენციებს :) წარმატებას გისურვებთ სასურველის ძიებაში :)
Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Fall-Winter 2011-12 (color)

თუ რამდენად აცივდება, როგორ იწვიმებს თუ ითოვებს, ამ ყველაფერს ბუნება განსაზღვრავს და ცხვირსაც კი არ ჩაგვაყოფინებს :D მაგრამ, როგორ ფერებში გამოვპრანჭავთ ამ სეზონებს ეს აბსოლუტურად ჩვენი ნებაა. სხვადასხვა ბლოგებიდან ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, ჩემს საგამოძიებო მასალას თქვენ გიზიარებთ, რომ ყოველი ნივთის ყიდვისას გაგახსენდეთ და გაითვალისწინოთ.

მაშ ასე:

 

#1 შავი, თეთრი, რუხი (Black, White, Gray )

ფერები, რომლითაც შეცდომა თითქმის არასოდეს დაიშვება, მათი “მართვა” შედარებით ადვილია ისევე როგორც ერთმანეთთან შეხამებით, მაგ. კლასიკური შავი და თეთრი, ასევე სხვა ფერებთან კომბნირებით, აქსესუარებთანაც კარგად მეგობრობენ. ეს ის ფერებია რომლის გარეშეც მოდური ჩვენება არ ჩაივლის, დიზაინერები არასოდეს ივიწყებენ მათ და არც ჩვენ უნდა დავივიწყოთ, იგი მომავალი სეზონების must have-ია. Versache, Victor & Rolf, Loewe, Etro, Chanel, Alexander Wang სრული სია არაა, მათი ვინც შავს, თეთრს და რუხს საჭიროდ მიიჩნევს.

 

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone