Abandoned and Private

სანამ ფოტოგადაღება დაიგეგმება, აუცილებელია შეირჩეს ლოკაცია… ამ ქარხნის ნანგრევებში უკვე დიდი ხანია მინდოდა ფოტოების გადაღება, მას სახლიდან ყოველ დღე ვუყურებ. ვგეგმავდი რას ჩავიცვამდი, როგორი კადრები იქნებოდა, როგორ ავიდოდი ყვითელ კიბეზე. რომელ საათებში ურტყამდა მზე ყველაზე საინტერესოდ ა.შ. და დადგა ნანატრი დღე, ალბათ 2 საათი ვემზადებოდი. მივედით ლოკაციაზე და დაახლოებით 10 წუთის შემდეგ გამოგვეცხადა ადამიანი, რომელმაც განგვიცხადა, რომ კერძო საკუთრებაზე ვიმყოფებოდით და უნდა დაგვეტოვებინა ტერიტორია, შემდეგ სხვები გამოგვეცხადენ, არც კი უნდოდათ მოსმენა, რას ვეუბნებოდით, ფოტოების განადგურებას მოითხოვდნენ. გადაღებული კადრების ჩვენების შემდეგ, დარწმუნდნენ, რომ არაფერი გადაგვიღია ისეთი რაც მათ დააზარალებდათ, მაგრამ მე ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩი, იმით რომ არც კი უნდოდათ მოსმენა, თითქოს ქართული ენაც კი არ ესმოდათ და ადამიანური ურთიერთგაგების ნატამალიც კი არ გააჩნდათ, გული დამწყდა იმიტომ, რომ ამდენი ხნის დაგეგმილი ვერ განვახორციელე ბოლომდე, თუმცა ნანგრევები არაა ცოტა ჩვენს ქალაქში და ვიპოვეთ მოხატული კედლები რამაც ცოტა მომიყვანა განწყობაზე.

DSC_0571

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

ახალი მაღაზია თბილისში (გაგრძელება)

აბა ჩემო ძვირფასო ფეშენისტებო! ჯერ კიდევ გუშინ  წამოვიწყე PEACOCK-ის თემა…დღეს კი გახლდით მაღაზიაში და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ ისე მომეწონა. ფასები – იმაზე დაბალია რაც მეგონა, სამოსი – ALL Vintage! ჩანთები, თეთრეული, ფეხსაცმელები და ასევე ბავშვის სამოსი – მთლიანად მეორე სართულზე. ჯერ-ჯერობით ყველაფერი არაა გამოტანილი თვალით დასანახ ადგილზე, მაგრამ როგორც გავიგე ბევრად მეტი ნივთია “გამოსაფენი”…

ძალიან მომეწონა აუცილებლად დალაშქრეთ,  ნახავთ 40-იან, 50-იან 60 და 70-იან სამოსს, დიდი ხანია მინდოდა თბილისში ასეთი მაღაზია და გამოჩნდა, იმედია კიდევ უფრო დაიტვირთება ქალაქი მაღაზიებით და მეტი არჩევანი გვექნება.

მე კი საყვარელი საყურე ვიყიდე – სავარაუდოდ 70იან წლებს მივაკუთვნებ, რომელშიც სულ რაღაც 4.25 ლარი გადავიხადე, ფარშევანგის ბუმბული კი სიმბოლურად მააზიის სახელწოდებიდან გამომდინარე.

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Vintage Clothing

“ყველაფერი ახალი კარგად მივიწყებული ძველია” და ზუსტად ამ გამოთქმის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინტაჟი არასოდეს კარგავს აქტუალურობას და თანამედროვეობაში უფრო ხშირად გაისმის. თუ გადავხედავთ გასული ათწლწულების მოდას, მკაფიოდ დავინახავთ, რომ ჩვენს დროში ველოსიპედს არავინ იგონებს და ყველაფერი გასული საუკუნეების ჩაცმულობის ელემენტებზეა აგებული. ეს, რა თქმა უნდა, არც კარგი და არც ცუდი გაგებით, რადან ჩვენ ეს მოგვწონს, ჩვენ ამას ვიცვამთ…უკანასკნელ წლებში, მაღაზიებში დიდი რაოდენობითაა ასეთი ტიპის სამოსი, მაგრამ ბევრ პოტენციურ მყიდველს აშფოთებს განსხვავება  ვინტაჟსა და ძველს შორის.

და მაინც რა არის ვინტაჟი?!(vintage clothing):

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone