Nikon For Fashionistas

 

შესაძლოა 22 აგვისტოს, ციფრული და არა მხოლოდ ციფრული ფოტოაპარატების მწარმოებელმა, Nikon-მა, წარმოადგინოს ახალი სამოყარულო ციფრული ფოტოკამერა, ჩაშენებული Wi-FI-თ, GPS-ით და Android-ის ოპერაციული სისტემით. ამ ყველაფერს არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ Fashionistas  და უბრალოდ ფოტომოყვარულებს ძალიან გაახარებთ ის ამბავი, რომ ამ კამერისთვის უამრავ აპლიკაციას გამოიყენებენ Google Play App-იდან, როგორიცაა მაგალითად, ყველასთვის საყვარელი და ძალიან დიდი პოპულარულობამოხვეჭილი აპლიკაცია Instagram და ათასი სხვა რამ, რაც საშუალებას იძლევა დავადოთ ფოტოს სხვადასვა ფილტრი, შევუცვალოთ ფერი, “გავალამაზოთ” და გავუზიაროთ მეგობრებს, მომავალი კამერა სავარაუდოდ S800C იქნება, თუ ეს მოჭყობილობა გაამართლებს არსებობას, მწარმოებელმა შესაძლონა DSLR-ებზეც, ანუ უფრო პროფესიონალურ ფოტოკამერების ანდროიდზე წარომოებაც გადაწყვიტოს.

  • 25-250 mm lens
  • 3.5″ OLED screen
  • The camera runs all Google Play apps
  • The camera will probably run Android 2.3
  • Built-in GPS
  • Built-in Wi-Fi
  • Possible announcement: August 22, 2012
Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

New Block

პატარა კაფე, ჭავჭავაძის 15. მოცუცქნული პიცა და თითქოს რაღაც უმარილო სიტუაცია, Facebook-ზე საკმაოდ აქტიურები არიან, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს პატარა მენიუ აქვთ სადაც კარტოფილი ფრიც არაა, შესაძლოა რაიმე ლოგიკა ჰქონდეს და ვერ ვხვდები. მუსიკა- რადიოს საშუალებით უკრავს. ერთ -ერთი დადებითი მხარეWi- Fi, რომელიც უკვე გასაკვირი არაა…:)
ინტერიერში ბევრ საინტერესო ნივთს იპოვით, მაგრამ ვიცი, რომ მეორედ მოსვლის სურვილი არ გამიჩნდება… აქ წამოსვლა ჩემი ახირებაიყო და მეტად იმედგაცრუებული მივდივარ.

20111114-094400.jpg

20111114-094413.jpg

Continue Reading →

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Day Time

გასული დღე საკმაოდ სასიამოვნო იყო, ჯერ ერთი იმიტომ, რომ რამოდენიმე ადგილას ვიყავი რამაც პოსტის თემა მომცა, მერე Sophie Grioto-საგან წერილი მივიღე რასაც მოგვიანებით პოსტში მოვყვები და კიდევ ერთი  PR. სკოლაში ვიყავი და საკმაოდ დამღლელი ლექცია იყო, რამაც კმაყოფილების გრძნობა გამიჩინა.

ახლა კი თავიდან: პირველი რაც გავაკეთეთ მე და თემომ Coffe Time-ში შევლა. იყო coupon.ge-დან კუპონი გვქონდა შეძენილი და ამის ექსპერიმენტირებას პირველად ვახდენდით, სხვათაშორის ძალიან კარგი შემოთავაზებებია ხოლმე, ნახევარ ფასად ან რაღაც ფასდაკლებებით სხვადასხვა პროდიქტზე, ასეთივეა swoop.ge-ც, სადაც სხვადასხვა შემოთავაზებაა ფასდაკლებით. ერთ-ერთი დაწესებულება Coffe Time იყო,რომელსაც ეს აქცია ჰქონდა, თან ჩემთვისაც საინტერესო იყო ეს ადგილი, რომ თქვენთვის მომეყოლა რა ხდება იქ, იქნებ უცებ  გამოგადგეთ ინფორმაცია. Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Pizzeria Fiorino

რამოდენიმე დღის წინ, უცნაური სურვილი გამიჩნდა პიცა(Pizza) და კოკა-კოლა(Coca-Cola) ერთად, არა, ეს უცნაური არაა, კოკა-კოლას ბოთლი-ფლოსტებიანი ნახატით მინდოდა :D ასეთი სასაცილო სურვილები ხშირად მაქვს, მაგალითად: ჩაი, დაბალ გაშლილ ჭიქაში,კოკტეილი კოსმოპოლიტენი(Cosmopolitan) აუცილებლად მარტინის ჭიქით უნდა იყოს, მოკლედ, გემო და ვიზუალი ერთიანდება ხოლმე ჩემში და თუ ერთი არაა მეორეთი ვერ ვკმაყოფილდები.

სურვილები ვახსენე და გზას გადავუხვიე…მოკლედ ჩემი სურვილების ასასრულებლად, მე და თემო წავედით პიცერია ფიორინოში (Fiorino)… პიცერია ჰქვია… ნორმალური ადგილია, რბილად დაჯდები, ზაფხულობით გარეთაც აწყობენ, მოწნული სკამებით… მაგრამ, ჩვენ შიგნით ვარჩიეთ, რბილად დასხდომა, შესვლისას, არ ვიცი ვერ შეგვამჩნიეს, თუ რა მოხდა, მენიუს ლოდინით მთელი ალბომი გადავათვალიერეთ ლეპტოპში, არც კი მოსულან, სანამ არ დავუძახეთ, პერსონალი მომღიმარი და თავაზიანი აღმოჩნდა, ისეთი ეგზემპლიარი არ იყო, როგორიც დონატებში ერთხელ…

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Red Cafe

დომენის რეგისტრაციას და მანქანის გარეცხვას შორის , ერთ ძალიან საყვარელ კაფეში მოვხვდით,იგი კავკასუს ონლინის მახლობლადაა, ვაჟა ფშაველას #71,დაინერის ტიპის კაფე,ძალიან მარტივი და სასიამოვნო ინტერიერი, წითელ-თეთრ ფერში გადაწყვეტილი, ყველაზე ძალიან კედლებზე მიწერილი ფრაზები მომეწონა:”დღევანდელი სალათი ჯობია ხვალინდელ დიეტას”, “დილით კარგი საუზმე 100სადილს სჯობია” და მისთანები, ძალიან ზრდილობიანი და ღიმილიანი მომსახურეობა…ისეტი საყვარელი ადგილია რომ კარგ ხასიათზე მოვედი :) მართლა განწყობის ადგილია.
აქ არ ეწევიან, ბოლო პერიოდში ასეთ ტენდენციას მეორედ შევხვდი, მაპატიონ მწეველებმა, მაგრამ ვფიქრობ ეს ისევ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვაა :)
ასე რომ თუ ვაჟაზე მოხვდით და არ იცით სად წახვიდეთ,ან თავისუფალი დრო ხელთ გაქვთ, შეგიძლიათ აქ კარგი განწყობა შეიქმნათ…
ჩემს შაქრის კოლექციას ერთიც შევმატე :)

P.S. Wi-Fi-ც არის, ამიტომაც მობილურად ვტვითავ ჩემს ემოციებს ისე, რომ არაფერი იკარგება, აი, თურმე რა კარგი ყოფილა დაწესებულებებში Wi-Fi :D :)

რაც შეეხება დომენს, უცებ გახარებთ ამბავს, მალე fefe.ge-ზე გადავბარგდები და დავასვენებ ჩემს მესაკუთრეობრივ პიროვნებას, როდესაც მეცოდინება, რომ ჩემს სამყაროში შევდივარ, სულ სხვანაირი გრძნობა მექნება, რა კარგიაა (happy) :) :)

20110701-054245.jpg

20110701-054254.jpg

Continue reading

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Inka Cafe

ზაფხულია და ყველას გვინდა სადმე დავაღწიოთ თავი აუტანელ სიცხეს, ან უბრალოდ “ჰაერი შევიცვალოთ”, გარემო გამოვიცვალოთ და ვისვენოთ.

ერთ-ერთი ასეთი ადგილი ბორჯომია, კურორტი სადაც სიმშვიდისათვის უფრო ჩახვალ, ვიდრე გასართობად,ან ოჯახთან ერთად, წყლით სავსე ადგილი,თბილიდან-ცივამდე, გაზიანიდან-უგაზომდე.

სიმშვიდესაც სჭირდება ზოგჯერ გამრავალფეროვნება…

ხშირად ხვდებით კაფეს, რომელიც არამწეველთათვისაა განკუთვნილი?! სადაც შეგიძლიათ დასხდეთ და სუნი არ შეგაწუხებთ, თვალებს არ აიწვავთ და ბავშვსაც თამამად წაიყვანთ(თუ ეს უკანასკნელი გაგაჩნიათ :D)მე მასეთს არ შევხვედრივარ, ან ძალიან ცოტას…

Inka Cafe -პატარა კაფე, კლასიკური სტილის ინტერიერი,ზუსტად დასვენებისათვის განკუთვნილი კუნჭული, სადაც დაქალოჩკებთან ერთად, ან შეყვარებულთან, ან ოჯახთან ერთად შეხვალთ… დააგემოვნებთ Julius Meinlის ჩაის და საფირმო დესერტ “ინკა”ს.  მანამდე კი პიცა… გემრიელი…
ბორჯომში ერთადერთი ადგილი სადაც შეგიძლიათ არა ხინკლის, არამედ ნამცხვრის მისართმევად, ან არა ყანწებით ღვინის, ჭიქა ღვინის საწრუპად შეხვიდეთ…
იქიდან გამომდინარე, რომ ბორჯომი პატარა ქალაქია, აქ ყველას ოჯახის წევრებივით ექცევინ და ღიმილი არ ენანებათ.იმედია,ასე გაგრძელდება სულ :)
ერთადერთი, თუ წაგიკითხავთ ჩემი შეფასებები, ასეთ დაწესებულებების შესახებ, ისიც გეცოდინებათ, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ Wi-Fiს, რაც სამწუხაროდ ჯერ არაა და ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ იქნება და მომავალ ჩემს ჩასვლაზე პირდაპირ იქიდან ავტვირთავ პოსტს…
ბორჯომი, 9აპრილის ქ.#2. 9April Str.#2, Borjomi.
…ასე რომ enjoy
Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone