კალენდარში მოსანიშნი ამბავი

კალენდარში მოსანიშნი ამბავი

ყველაფერს სუუულ თავიდან დავიწყებ, როდესაც 5 მარტს, საღამოს 9საათზე, თეატრის რეპეტიციაზე წასასვლელი მანქანაში ჩავჯექი და აღმოვაჩინე რომ კაბრიოლეტში ვზივარ, მხოლოდ ეს არ იყო სასიამოვნო სიურპრიზი, ეს იყო ის თავზარი, რაც უბედურებისას ეცემა ადამიანს. საკითხი არ მდგომარეობს ჩემი და ავტომობილის ურთიერთდამოკიდებულებაზე, ამაზე უკვე ბევრი ვილაპარაკე და ჩემი სოც. ქსელები ავაჭრელე ფოტოებით თუ რომანტიკული პოსტებით მასზე, საქმე იმაშია რომ იმ დღიდან მოყოლებული ვგრძნობ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა, ვისთვისაც მეგობრის თუ ოჯახის წევრის სტატუსით ვარ, ძალიან ბევრმა ვისთვისაც იმ პერიოდში “არავინ” ვიყავი მითანაგრძნო და გვერდში დამიდგა. სწორედ ამ დროის განმავლობაში ვიგრძენი, რომ ადამიანურ დახმარებაზე და კეთილგანწყობაზე სასიამოვნო არაფერია, თუნდაც ეს ერთი კეთილი სიტყვა იყოს. როგორ გაუძლეს ამ კეთილმა ადამიანებმა ჩემს გაუთავებელ წუწუნს და სლუკუნს, როგორ დამეხმარენ მანქანაში ჩამსხვრეული შუშის ნაკუწების დასუფთავებაში ან ფინანსურად, როგორი სირთულეებით და ნერვიულობით მაპოვნინეს საქარე მინა, მაშინ როდესაც შეეძლოთ ეს თავსატეხი თავიდან აერიდებინათ. მაშინ როდესაც მე პანიკური შეტევით ვერ ვაზროვნებდი, 24 საათიანი უძილობის, ბათუმში მგზავრობის, საბაჟოზე შექმნილი პრობლემების მიუხედავად არ კარგავდა თავს და სახლამდე მშვიდობით დამაბრუნა, მაშინ რდესაც, თუნდაც ამ საბაჟოს პრობლემების გამო პირდაპირ კავშირზე იყვნენ და ცდილობდნენ საკითხი მოეგვარებინათ, ის უდანაშაულო ადამიანი რომელიც ამ გაუგებრობის გამო ზედმეტი გრძეეელი საათები ელოდა სახლში წასვლას, რადგან დასთანხმდა, რომ ჩემი ბედნიერების ელექსირი მის მანქანასთან ერთად ჩამოსულიყო, თუნდაც მაშინ როდესაც ვკითხულობდი კომენტარებს და წერილებს უცნობი თუ ნაცნობი ადამიანებიგან, რომლებიც მგულშემატკივრობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში. ჰოდა მადლობა მინდა ყველას გადავუხადო, რომ ადამიანობა არსებობს და შვხვედრივარ, თუ მისაუბრია, თუ მაქვს პატივი რომ მათ ვიცნობ!!

ბედკრული სიურპრიზი, საღამო როდესაც ეს ამბავი დაიწყო

მინის ძიების პერიოდში ასეთი “სილამაზით” დავდიოდი. ჩამოსხმა, რისი სერვისიც საქართველოში გვაქვს ვერ ხერხდებოდა,  DC5 არც თუ ისე მრავლადაა თბილისში და ნაწილები ძალიან პრობლემურია, ამიტომ იძულებული გავხდით სხვა ქვეყნებში გვეძებნა. ასეც მოხდა – იაპონია! საიდანაც ტეგია წარმოშობით, მაგრამ ისეთი დიდი და სექსუალური უკანა ნაწილი აქვს გამოგზავნა გაპრობლემდა, კონტეინერზე რომ აღმოჩენილიყო გამოსამგზავრებლად არც ერთ მანქანაში არ ეტეოდა. ამის შემდეგ ლოდინი… რომ გზაში არაფერი მოსვლოდა და მშვიდობით, მთელი ჩამოსულიყო.11248059_1056516531043669_4703120867202795796_n 11047872_1061372843891371_4438611604914770425_nდადგა შეხვედრის დღეც, 24 საათიანი მგზავრობა და თავგადასავალი საბაჟოზე შექმნილი პრობლემები, აცრემლებული თვალები,  4 საათი ზედმეტად მომლოდინე მანქანის მეპატრონე, რომელის დანაშაული მხოლოდ ის იყო რომ დასთანხმდა ჩემი ნივთი მის მანქანაზე მიეწერა, აწრიალებული ზარები და ადამიანები რომლებიც პრობლემის მოგვარებას ცდილობდნენ, ჩემი ცანცარით/ტირილით/წუწუნით დაღლილი მეგობარი… დააა ვხედავ ანარეკლს!! wooohooo!!!! მას შემდეგ რაც  დიდი ხნით ნანატრ საქარე მინას მოვესიყვარულე, ახალი პრობლემა გაჩნდა, იგი არაფრით არ სთანხმდებოდა საბარგულში ჩასვლას, არც სხვა მანქანებში ეტეოდა, რომლებიც თბილისისკენ მოდიოდნენ და კვლავ მეგობარი ახალი იდეით, რომ საბარგულის კარი ზემოდან დაგვემაგრებინა. მართლაც, ამ იდეამ გაამართლა.მართალია ჩემი გოგოშკა type R არაა, მაგრამ ახალ საბარგულის კარს ასეთი “სათამაშოები” ჩამოჰყვა, რომელიც ნერვიულობის ნიადაგზე ბათუმშივე ავაცალე.

დააააა… აი ისიც! ყველაზე ლამაზი, მოხდენილი, მშვენიერი ტეგი! რომელიც ყოველ ძრავის აღუღუნებაზე მაბედნიერებს. ახლა უკვე უკანა ხედვის სარკეს ტუჩსაცხის წასასმელად არ გამოვიყენებ, მას თავისი დანიშნულება დაუბრუნდა.

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *