სხეულის მოხატვის 4 გზა

სხეულის მოხატვის 4 გზა

ბევრ თქვენგანს ეხსომება დღეები, როდესაც საღეჭი რეზინის “ნაკლეიკებით” ვიჭრელებდით სხეულს და თავსაც ვიწონებდით. მას მერე დიდი დრო გავიდა, სხეულის მოხატულობა კვლავ მოგწონს, მაგრამ სვირინგის გაკეთებას ვერ რისკავ. ამ შემთხვევაში  დროებითი მოხატულობის რამოდენიმე ალტერნატივა არსებობს.cf7870d3d529628a0193c0fc79d777a0

  1. ინა

    უმეტესი ალბათ “ხნას” სახელწოდებით ვცნობთ, მათი გაკეთება ხშირად ღია ღონისძიებებზე შეიძლება, მაგაილთად “”Flea Market”-ზე, ან ეჭვი მაქვს მთაწმინდის პარკშიც უნდა იყოს მსგავსი რამ, დასასვენებლად თუ ხარ სანაპიროზე, ინათი მხატავებს ხშირად შეხვდები. ასევე facebook-ითაც შეგიძლია დაძებნო მოხატულობის შემსრულებელი.

  2. სახლის პირობებში

    სახლის პირობებში  სხეულის მოხატვა რამდენიმე გზით არის შესაძლებელი. აი ერთ-ერთიც – დაგჭირდება : პერმანენტული მარკერი, საბავშვო პურდი, თმის დასაფიქსირებელი ლაქი. პირველ რიგში, პერმანენტული მარკერით ვხატასვთ სასურველ ნახატს, რასაც პუდრს ვაყრით და მას თმის ლაქით ვაფიქსირებთ. გაითვალისწინე, რომ ლაქის დიდი რაოდენობით დასხმა სასურველი არაა, იგი კანს აშრობს. თუ მაინც ბევრი მოგივა სველი კოტონის ჩხირებით მოისუფთავე ჭარბი ლაქი და დატკბი ახალი “სამკაულით”:))

  3. მბზინავი საკრავები – ეს მბზინავი საკრავები ძაიან პოპულარულია ინტერნეტ სივრცეში თუ რეალურ ცხოვრებაში, სამკაულის შესანიშნავი შემცვლელია, განსაკუთრებით როდესაც ზღვაზე ხარ დასასვენებლად და არ გსურს ძვირფასი ნივთების ტარება. მისი ხანგრძლივობა 5-6 დღეა, მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს, მისი მზის დამცავ საცხთან ურთიერთობა არასასურველია, ამიტომ გარუჯვისას სიფრთხილე გმართებს.
  4. inkbox – ინკბოქსი ახალი ბრენდია, რომელიც ძმებმა ტაილერ და ბრეიდენ ჰენდლიმ დააარსეს, ვიზუალურად ნამდვილ სვირინგთან მიახლოებული პროდუქტის შექმნის სურვილით. იგი სამშრიანი საკრავია : სტენსილი ანუ თავად ტატუ დიზაინის ფორმა, ორგანული საღებავი, დამცავი და დამაჩქარებელი. მისი მოხმარება სულ ადვილია – აცლი დამცავ ფენას, იკრავ სასურველ ადგილას, სველი ნაჭრით ალბობ, თავად ნახატი ფერის მისაღებად რამოდენიმე საათს საჭიროებს, საღებავი ეპიდერმისში რომ ჩავიდეს და ფერი მიიღოს. შემქმნელები ირწმუნებიან, რომ პროდუქტი სრულიად ორგანულია და არ წარმოადგენს საშიშროებას ჯანმრთელობისთვის. მათი შეძენა კი ინტერნეტითაა შესაძლებელი. უკვე არსებობს ძალიან ბევრი დიზაინის ტატუ, მალე კი თავად მყიდველს შეეძლება მისივე შექმნილი დიზაინის შეკვეთა.

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *