TFW S/S 2012. Day One. Gudu

TFW S/S 2012. Day One. Gudu

უუუთვალავი შავი ფერი ვიხილე თბილისის მოდის კვირეულზე… ზოგადად შავი ფერი ძალიან დამახასიათებელია, ქართველი დიზაინერებისათვის. გაზაფხული-ზაფხული უმრავლესობა დიზანერისათვის მუქ ფერში იყო წარმოდგენილი, ეს იმდენად დამღლელი აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ ვერ ვაკვირდებოდი: როგორაა შეკერილი, როგორი ფორმებია თუ ათასი წვრილმანი, თვალი ფერებს ითხოვდა….

არც გუდუს გავუნებუვრებივართ ფერებით, შავი ფერი სუფევდა ყველგან, გარდა ორი თეთრი პერანგისა და მეტალის(ვერცხლისფერი) დეტალებისა, რომელიც მოდელებს თავზე “მუზარადად” ეხურათ და ფეხსაცმლის აქსესუარად ეკეთათ – რაც ძალიან საინტერესოდ გამოიყურებოდა. მეტალისებურად მბზინვარე ქსოვილები, გაერთიანებული, გამჭვირვალე სიფრიფანა ნაჭერთან, საკმაოდ კარგ სინთეზს ქმნიდა, კაბების ასიმეტრიული ჭრილი, თუ დრაპირებული უხეში ქსოვილები… საერთო ჯამში ყველა მოდელი ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა და “გუდუ”-მ ამით მოწონება ნამდვილად დაიმსახურა.

“ლაშა მდინარაძემ იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სწავლა თბილისის სამხატვრო აკადებიაში განაგრძი, კოსტუმის დიზაინის განხრით. მისი, როგორც დიზაინერის დებიუტი, თბილისის მოდის კვირეულზე შედგა, მოდის სახლის “მატერია”-ს სახელით, სადაც მან, რამდენიმე დიზაინერთან ერთად წარადგინა ჯგუფური კოლექცია. 2011 წლის მარტში, ლაშამ გაიმარჯვა სოსიეტე ანონიმის (Societe Anonyme) მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა დიზაინერთა კოკურსში “ბი ნექსთ” (Be NEXT). მალევე, მან გააკეთა სრული კოლექციის პერსონალური ჩვენება მოდის სახლში “მატერია”. წელს ლაშა მდინარაძემ წარმოადგინა საკუთარი ბრენდის, სახელწოდებით “გუგუ”, ახალი კოლექცია თბილისის მოდის კვირეულზე.”

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

3 Replies to “TFW S/S 2012. Day One. Gudu”

  1. wow მართლა რამდენი შავი ფერია . როგორც ჩანს ეს კოლექცია სპეციალურად ქართველებისთვის დამზადდა . თეთრი პერანგები და ერთი შარვალი მომეწონა ყველაზე მეტად :)

    1. უინტერესო იყო, ვერც მე ვიტყვი, უბრალოდ, ამდენი შავი რა უბედურებაა… ხალხმა აღარ იცის რამდენი ფერი წამოიცვას( ჩემს ჩათვლით) და აქ შავი… შავი… სულ შავი?!

  2. შავი შარვალი და თეთრი პერანგი ორიგინალურობის პიკია! ნოვატორული ხედვაა, სენსაცია მოდის სამყაროში!
    მუზარადებზე და ფეხსაცმელებზე არაფერს ვამბობ. EPIC FAIL!!!!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *