Three Anna

Three Anna

ვაპირებ მოგიყვეთ სამ ადამიანზე, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ მოდის სამყაროში, რომელთა აზრს უამრავი ადამიანი და თვით წამყვანი დიზაინერები იზიარებენ, რომელნიც შეყვარებულნი არიან საკუთარ საქმეზე…

სამი ანა…

ანა დელო რუსო(Anna Dello Russo), იაპონური ვოგის რედაქტორი. ანა დაიბადა ბარიში, იტალიის ერთ-ერთ ქალაქში და შემდგომ საცხოვრებლად მილანში გადავიდა.

საკუთარ თავს აღწერს, როგორც ვნებიანი ფეშიონისტა, ხოლო ცნობილმა ფოტოგრაფმა, ჰელმუტ ნიუტონმა მას მოდის მანიაკი შეარქვა. ანა ხშირად ჩანს მოდურ და ძალიან ცნიბილ ქუჩის მოდის ბლოგებზე როგორიცაა The Sartorialist და Jak and Jil. ანას ფეხსაცმლის კოლექცია 4000-ს აჭარბებს.

10 წლის აღსანშნავად ერთ-ერთმა ინტერნეტმაღაზიამ – yoox.com, გამოუშვა მაისურები 10 განსხვავებული პრინტით, მათზე ანას 10 სხვადასხვა აუთფიტი იყო გამოსახული. მაისურები, პირველივე დღეს იქნა გაყიდული.

2010 წლის ნოემბერში, მან გამოუშვა სუნამო სახელწოდებით  Beyond, მის ქილას კი ფეხსაცმლის ფორმა ჰქონდა.

   

ანა პიაჯი(Anna  Piaggi) მუშაობდა იტალიურ საგამომცემლო კომპანია Mondadori-ში, შემდეგ წერდა მოდური ჟურნალებისათვის, როგორიცაა იტალიური Vogue, და 1980იან წლებში ავანტგარდულ ჟურნალ Vanity-სათვის. იგი იტალიურ Vogue-ში, განსაკუთრებულად იყო ორ გვერდიანი სტატიებით ცნობილი, სადაც მას მხატვრულ ალღოს სრული თავისუფლება ჰქონდა მიცემული, სტატიებს დამონტაჟებული ფოტოებით აფორმებდა, რაშიც მას ლუკა სტოპინი ( Luca Stoppini) ეხმარებოდა.

პიაჯის საოცრად დიდი ტანსაცმლის კოლექცია აქვს, რომელიც შედგება 2865 კაბის და 265 წყვილი ფეხსაცმლისაგან, 2006 წლის გამოფენაზე დაყრდნობით, რომელიც ლონდონში,  Victoria and Albert Museum-ში გაიმართა.(ბუნებრივია, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდებოდა) იგი იცვამს არაორდინალურად, ნათელი ფერებით და უნიკალური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილით, არასოდეს ჩნდება პუბლიკის წინაშე ერთი და იგივე სამოსით. მანოლო ბლანიკმა (Manolo Blahnik), მას “მსოფლიის უკანასკნელ კაბის ავტორიტეტად უწოდა”

პიაჯის მეგობრებად მოდის სამყაროში ითვლება კარლ ლაგერფილდი(Karl Lagerfeld, 1970-იანებიდან), რომელიც ხშირად ხატავდა მას, მანოლო ბლანიკს (Manolo Blahnik) კი არაერთხელ შეუქმნია ფეხსაცმლის დიზაინი ანასთვის. იგი სტეფან ჯოუნსის (Stephen Jones) მუზაცაა. ანას ძალიან უყვარს ბრიტანელი დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი (Vivienne Westwood) და მისი ქუდები, პრუდენს მილინერის(Prudence Mikllinery) მიერ შექმნილი. ანა იშვიათად ჩნდება გადაჭრილი ხელთათმანის გარეშე, ძირითადად ბრიტანული ბრენდის Glovedup Gloves (www.Glovedup.com). ცხოვრობს ნიუ იორკში და 50იანი წლების შემდეგ პერიოდულად სტუმრობს ლონდონსა და იტალიას.
1962 წელს პიაჯი ცოლად გაჰყვა ფოტოგრაფერ ალფა კაცტალდის (Alfa Castaldi). კასტალდი 1995 წელს გარდაიცვალა.
   

ანა ვინტური (Anna Wintour), ბრიტანეთში დაბადებული, ამერიკული ვოგის მთავარი რედაქტორი, რომელიც ამ პოზიციას 1988 წლიდან იკავებს. მის სავიზიტო ბარათად pageboy bob თმის ვარცხნილობა და შავი მზის სათვაე იქცა. ვინტურმა სახელი მოდური ტენდენციების მიმართ გამჭრიახი თვალით და ახალგაზრდა დიზაინნერების მხარდაჭერით გაითქვა.

ის  ჩარლზ ვინტურის (Charles Wintour) უფროსი შვილია, ლონდონის Evening Standart- ის რედაქტორის. ანა მოდით თინეიჯერობისას დაინტერესდა. მამა ასწავლიდა როგორ გაეკეთებინა გაზეთი. მისი კარიერა მოდის ჟურნალისტიკაში ორი ბრიტანული ჟურნალით დაიწყო. მოგვიანებით იგი გადავიდა შეერთებულ შტატებში,  მოხვდა New York-ში და Houce & Garden-ში. შემდგომ ერთი წლით დაბრუნდა ბრიტანეთში, რათა ემუშავა ბრიტანულ  Vogue-ში, რის შემდეგადაც საკუთარ თავზე აიღო ამერიკული Vogue-ს რედაქტორობა, დაიწყო მისი აღორძინება, რასაც ბევრი, ჟურნალის სტაგნაციად მიიჩნევდა. ჟურნალის გამოყენება მოდის ტენდენციის ფორმირებისათვის დებატებს იწვევდა. ცხოველთა დამცველები თავს ესხმოდნენ ბეწვის პროპაგანდისათვის.. სხვანი კი ადანაშაულებდნენ ჟურნალში გამოყენებული ელიტური და ქალური სტილის კარნახში.

ყოფილმა, პირადმა დამხმარე, ლორენ ვეისბერგერმა (Lauren Waisberger), დაწერა რომანი, რომელიც ბესთსელერი გახდა – “ეშმაკი ატარებს პრადას” (Devul Wears Prada), მოგვიანებით წიგნის მიხედვით, იგივე სახელწოდების ფილმი გადაიღეს, სადაც მერილ სტრიპი – მირანდა პრისტლის როლში, ჟურნალის მთავარი რედაქტორია, ფართოდ გავრცელებული ხმებით გმირი დაფუძვნებულია ვინტურის ხასიათზე. 2009 წელს გამოვიდა მეორე ფილმი, დოკუმენტური ხასიათის –  “სექტემბრის გამოშვება”(September Issue), კატლერის (R.J. Cutler) მიერ გადაღებული.

   Lauren Waisberger 

სამივე ადამიანი, რომლის შესახებაც მე დავწერე, დიდ როლს თამაშობენ არა მარტო მსოფლიო მოდის ჩამოყალიბებაში, არამედ სტიმულს მაძლევენ მეც, დელო რუსო – გახსნილი ხასიათით, სამოსის მიმართ მანიაკალური სიყვარულით და უსაზღვრო კრეატიულობით, პიაჯი – ექსტრავაგანტული სტილით, ვინტური კი – მტკიცე ხასიათით , რომლის წინაშეც წამყვანი დიზაინერებიც ნერვიულობენ. ვისურვებდი, რომ ამ სამი ადამიანის პიროვნული ნაწილი მეც შევმატო ჩემს ხასიათს.

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

4 Replies to “Three Anna”

  1. სამი ანა, რომლებიც ადგენენ მოდას ))
    მაგრამ მე ანა ვინტური მიყვარს ყველაზე მეტად! ანა სხვა ქალია <3
    ჩემი ინსპირაციაა, ტან რაც მერილ სტრიპმა ითამაშა იმის მერე ხომ საერთოდ ))

    1. ძალიან ძლიერი პიროვნებაა!! ნამდვილად!! სამივე საოცრად განსხვავდება ერთმანეთისაგან… მაგრამ, მაინც აერთიანებთ ერთი! მოდა!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *