Trends SS 2012 from River Island

Trends SS 2012 from River Island

ეს პოსტი საუკუნეა დავიწყე, მაგრამ ჯერ კიდევ გვიანი არაა გაზაფხული-ზაფხულის ტენდენციებზე ვილაპარაკო, რადგან სუსხიან ზამთარს თავი არ დაუნებებია, ჩვენ კი ფერებით შეგვიძლია გავალამაზოთ არა მარტო გარდერობი არამედ განწყობაც.

სანამ გლობალურად ზაფხულის ტენდენციებზე ვილაპარაკებ, მინდა Rivrer Island-ის შეხედულებებზე გავამახვილო ყურადღება, დარწმუნებული ვარ, ყველას გაინტერესებთ, რადგან River Island-ი საქართველოშიც გვაქვს და ნამდვილად გვანებივრებს, მოდის უკანასკნელი ტენდენციებით და ყველაზე განსხვავებული   სტილით :)

როგორც იქნა გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, არა მარტო საიტზე იწონებს თავს, მაღაზიებშიც ანაცვლებს თბილ სამოსს.

ამ სეზონზე იგი ყურადღებას 90-იან წლებზე, ნათელ ფერებზე, უამრავ მიქს პრინტზე,  და დენიმზე ამახვილებს, არც აცტეკ პრინტია გამონაკლისი

Club House

20-იანი წლები, კრიკეტი იახტ კლუბი, დახვეწილი და მაღალი კლასის მოდური გოგონა, ლონდონური სტილით.

Denim

ჯინსებს არა მარტო River Island გვთავაზბს, ჯინსებს მთლიანად მოდა გვკარნახობს, ორმაგი ჯინსი –  შარვალი+პერანგი, ისაა რაც მომავალი სეზონის “must have”-ა. ამასთან ფერადი ელვიანი შარვლებიც არ დაგავიწყდეთ, მთავარია, საყვარელი ფერი აარჩიოთ. თუ პრინტი საყვარელი ტრენდია, არც შარვალში არ უნდა შეიზღუდოთ თავი :)

Sundance

layers- ფენები, ნავაჰო პრინტი, ფოჩები, რუჯი.

პასტელის ფერებში,  ფესტივალის განწყობა, ფენები კი ყველასთვის პოპულარული არც ამ სეზონზე კარგავს ტრენდულობას. ტრიბალური და აცტეკ პრინტები, პრინტების მიქსი.

90’s /Urban

მარტივი, მაგრამ მოდური. ტანზე მომჯდარი კაბები და 90-იანების გავლენა. შავი და თეთრი ფერი ლიმონისა და ნარინჯისფერის ამონათებით.

Milly Miami

სექსუალური, მოძრავი, აქტიური, მკვეთრი ფერები, მაიამი, პრინტები, ტანზე მომდგარი კაბები. ყველაფერი რაც აქტიურ ზაფხულის სურვილს ბადებს.

Spring Break

სპორტული, ყოველდღიური, მაგრამ განსაკუთრებული. სანამ გაზაფხულის სხივები გაგათბობთ ნაქსოვი, ცალ მხარზე ჩამოვარდნილი ზედები და ლეგინსი პრინტით სასურველი ნივთი იქნება თქვენს გარდერობში.


Warning: Division by zero in /home/content/04/13120404/html/wp-content/plugins/nextgen-gallery/products/photocrati_nextgen/modules/nextgen_basic_singlepic/templates/nextgen_basic_singlepic.php on line 13

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

4 Replies to “Trends SS 2012 from River Island”

  1. აცტეკ და მიქს პრინტები მეც ძალიან მომწონს.. ძაან თავისუფალი და მოხერხებულია. ფერებში კი ლიმნისფერის და ნარინჯისფერის გამონათება წელსაც ძალიან აკტუალურია და ჩაცმულობას სუ სხვა კუთხიდან აჩენს, თუნდაც ამ ფერის აქსესუარები არაჩვეულებრივია ტანსაცმლის გასახალისებლად :))) აიი ორმაგი ჯინსი გეთანხმები Must Have-ია 2012 წელს. სხვებზე ძალიან მომწონს მაგრამ მე ვერ მოვირგებ ასე მგონია :)) და კიდევ ბევრი ბეევრი ფერადიი ფერიიიი.. საოცრად მინდა ზაფხული :(

    1. ყველაფერში გეთანხმები, ჯერ ზოგადად ტრენდებზე არ დამიწერია, უდროობის გამო, ფოტოები მაკლია პოსტისთვის. ორმაგი ჯინსი, მეც ჯერ არ მომირგია, :) და მინდა ვცადო. აცტესკი კი უკვე დიდი ხანია სხვადასხვა კუთხით ვცადე, დღეს snake print ლეგინსზე მეცვა და ვფიქრობ კარგად გამოვიდა :):))

    1. ჰეჰე… მოდი, ყოველ კვირას ახალი ლამაზობები გვემატება :))

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *