True Love

True Love

მე ერთი პატარა გოგო ვარ, რომელსაც მუდმივად სჭირდება იმის მტკიცება რომ ცოცხალია. დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ვცდილობ შეძლებისდაგვარად უარი არ ვთქვა ნებისმიერ ექსტრემალურ თუ ამაფორიაქებელ სიტუაციაზე, რომელიც სიცოცხლეს თავიდან შემაყვარებს (მესმის, ცხოვრების სტილის არც ისე კარგი პროპაგანდაა) ჩემი ბოლოდროინდელი გატაცება და ინტერესი მანქანებით კიდევ უფრო ძლიერდება და იზრდება და მეტად რთულდება მანქანის მშვიდად ტარების უნარიც, რადგან მისი მართვისას ვხვდები, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება რამე მოხდეს, ამიტომ ყოველი წამი ძვირფასია, ისიც კარგად მესმის – უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა და ამ დროს მხოლოდ საკუთარ თავზე არ მმართებს ფიქრი, არამედ გარშემომყოფებზეც. მუდმივად ვცდილობ რაიმე ახალი აღმოვაჩინო მართვისას, მეტი ვისწავლო და კარგი მძღოლი ვიყო, რადგან სამი სიტყვა: “მანქანას კარგად მართავ”, ნებისმიერ ქათინაურს მირჩვნია გარეგნობაზე (რა თქმა უნდა ეგეც მიყვარს :))).

ბევრს არ ესმის, რომ ჩემი პატარა გოგო, ჩემი ჭიამაია, მზესუმზირა და კიდევ უამრავი ზედმეტი სახელი რომელიც ჩვენი თანაარსებბის განმავლობაში შევარქვი, ცოცხალი ორგანიზმივითაა, ბავშვობაში (და ეხლაც) მანქანებში სახეებს ვხედავდი და მათ სხვადასხვა ხასიათს მივაწერდი, მანქანებით  და კონსტრუქტოებით მიყვარდა თამაში და დღემდე შემომრჩა ეს სიყვარული. ბევრი ავტომოყვარული გაიგებს ამას, მაგრამ არა ყველა, ბევრისთვის ის უბრალოდ რკინის გროვაა. IMG_3398 IMG_3397 IMG_8801

რატომ წამოვიწყე ეს ბლოგ-პოსტი არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვლაპარაკობ ჩემს მანქანაზე და გადაჭარბებული ემოციები მამოძრავებს და ვერსად ვტევ, ბლოგი კი გაზიარების კარგი საშუალებაა. ზედმეტი არაფერი ვარგაო, და სრულიად ვეთანხმები: ჩემი მანქანისადმი სიყვარულმა ბევრი განცდა და ნერვიულობა მომიტანა, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბევრი სასიამოვნო წუთიც. ნათქვამია, თუ მანქანის გაჩერების შემდეგ უკან იყურები, ე.ი. სწორი მანქანა შეგირჩევია. ასეც არის, მანქანას რომ ვტოვებ უკუსვლით მივდივარ, სანამ თვალს არ მოეფარება :D ეხლა ძალიან ბევრი რამ უჭირს, თუნდაც შუშა რომელიც უკვე 7თვე, 1კვირა და 3დღეა დამტვრეული აქვს და კიდევ უამრავი წვრილმანი რომელიც გასამართია, მაგრამ მაინც სუპერ გოგო მყავს <3 აქ მოვრჩები მოთქმას და სიყვარულის ღვრას <3

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *