Welcome to Spring

მიზეზი ყოველთვის მოიძებნება, იმისათვის, რომ მეგობრებთან სასიამოვნო საღამო გაატარო.

ინას იდეა, 29 თებერვალი აგვეღნიშნა, რადგან ასეთი რამ 4 წელიწადში ერთხელ ხდება, გადაიზარდა 1 მარტში. გაზაფხულის პირველი დღე იმის მიუხედავად, რომ ცივი და წვიმიანი იყო, როგორიც მთელი მარტია მოსალოდნელი, მაინც გულს ათბობს, განწყობას აუმჯობესებს და უფრო მეტის გაკეთების სურვილს ბადებს. მე ფსიქოლოგიურად უკვე განვეწყვე და ეხლა თოვლიც რომ წამოვიდეს, ვერავინ მაიძულებს თბილად ჩაცმას :D მართალია, არც ზამთარში ვიკლავდი თავს თბილი სამოსით :) მაგრამ მინდოდა ხაზი გამესვა იმისათვის, რომ ძალიან მიხარია გაზაფხულის მოსვლა :)

29 თებერვლის საღამო, კი კაფე “London”-ში გავატარეთ, სასიამოვნო ინტერიერით, რაც ლონდონში ჩემი ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო ახლობელი და ნოსტალგიური გახდა. მომსახურეობაც კარგი ჰქონდათ. რაც სამწუხარო იყო, ისაა რომ სამზარეულო 10:30-ზე იკეტება და ჩვენ ამ დროიათვის ვერ მოვასწარით, თუმცა უგემრიელესი ნამცხვარი მივირთვით სახელად “ზახერი”, თუ თქვენც მოხვდით ამ ადგილას აუცილებლად დააგემოვნეთ :))

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *