Wrap it up!

Wrap it up!

საჩუქრის შეფუთვა, ამავე საჩუქრის ყიდვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია და ხანდახან საკმაოდ დიდ დროს, თანხას და კრეატიულობას მოითხოვს. ოჯახში,  საახალწლოდ, მფუთავი ელფის როლს ტრადიციულად მე ვასრულებ ხოლმე, ამიტომ ძალიან სერიოზულად ვუდგები ამ საკითხს.

ჩემგან პირველად არ გაიგებ, რომ არსებობს შესაფუთი ქაღალდი მრავალფეროვანი თემით თუ ფერით, მაგრამ მე ცოტა გზას გადავუხვიე და არჩევანი შემდეგი ტიპის შეფუთვაზე გავაჩერე. ამისთვის კი დამჭირდა: ჭიქის დასადები “აჟურული” ქაღალდი, წებოვანი ლენტი- გამჭვირვალე და ზოლიანი, ატლასის თასმა, ჯვალოს ძაფი, ნაძვის ტოტი, ქაღალდის წებო და თხელი მუყაოს ქაღალდი, ამისთვის “კალკა”-ც გამოდგება (მოყავისფრო ქაღალდი, რომელსაც საკვების გადაფუთვისას იყენებენ, თუმცა ამ მხრივ ცოტა დედას ვგავარ, რომელიც ყველაფერს ინახავს “რა იცი რაში დაგჭირდეს” ლოგიკით და რეზერვში მქონდა ქაღალდი, რომელიც ჩვეულებრივ ყუთის ფეხსაცმელს მოყვება.
 IMG_9793
თუ საჩუქარი თავისივე ყუთშია, მაშინ მეც თავი ქუდში მაქვს :)) ასეთი საჩუქრის შეფუთვა ყველაზე ადვილია. მას შემდეგ რაც ქაღალდში გადავახვევ საჩუქარს ვიწყებ მის გაფორმებას: აჟურული ქაღალდი, (მე კარფურში შევიძინე და დიდ სუპერმარკეტებში, როგორც წესი ერთჯერადი წურჭლის განყოფილებაშია) რომელიც ძალიან ჰგავს ფიფქებს, ან პირდაპირ მივაკარი ან დავჭერი და მათგან ნაძვის ხის გამოსახულება შევქმენი, შემდეგ ზოგს ატლასის თასმა, ზოგს კი ჯვალოს ძაფი შემოვახვიე (აღმაშენებელზე, ნაჭრების მაღაზიაში შევიძინე, ასევე პეკინის გამზირზეც არის ძაფების მაღაზია, სადაც მათი პოვნაა შესაძლებელი),  და ბოლოს რამოდენიმე მათგანის გაფორმება ნაძვის ტოტით დავასრულე, გაუფრთხილდით ბინებას და დიდი ტოტი ან ხე არ მოჭრათ, მხოლოდ ციცქნა ნაწილებია საჭირო, თუ რა თქმა უნდა მანქანას არ ჩუქნი, თუმცა ამ დროს ნაკლებად ვფიქრობ მის შეფუთვისას ტოტი დაგჭირდეს.
IMG_9795
IMG_9827
გამიზიარეთ საკუთარი იდეები და შედეგები <3

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *