ერევანი – დღე 1

ერევანი – დღე 1

ქრისტე აღსდგა!

ძალიან მინდა ბევრი ქვეყანა ვნახო და ერევანიც არ არის ურიგო, რომ ვიცოდე როგორია. ამასთან უცნაურად დაემთხვა – შობის ღამეს ლონდონში მივფრინავდი, აღდგომას კი – აქ ჩამოვედი.

სიმართლე გითხრათ, არც ისე აღფრთოვანებული ვარ, სანამ ქალაქში შემოვიდოდი, საინტერესო არაფერი იყო, გაუდაბურებული სოფლების მეტი.

თავად ერევანშიც ვერაფერი გასაგიჟებელი, პოსტსაბჭოური ქალაქია, რომელიც რაღაცით თბილისსაც კი მაგონებს. თუმცა საღამოს იმდენი ვიბოდიალე ფეხით გზაც კი ამებნა. ერთ კაფეში გადავწყვიტე დასვენება და მენიუ სომხურ ენაზე იყო, პერსონალი კი საერთოდ არ სჩანდა.

სასუსნაოების მაღაზიაში იმდენი ტკბილეული იყო, იქიდან ცარიელი გამოვედი, რომ დამეწყო ყიდვა ვერ შევჩერდებიდი :D

ხვალ კი რივერში მივდივარ, მაინტერესებს როგორია აქაური რივერი, თვალი მოვკარი მაგრამ შიგნით არ შევსულვარ.

ჩაცმულობას რაც შეეხება, თბილისში ბევრად უფრო გემოვნებიანი ხალხი დადის. აქ ჯერ კიდევ “სტრელკიანი” შარვლებია მამაკაცებზე და გაურკვეველი ჩაცმულობა ქალებზე.

მაგრამ ზოგადად მომწონს აქ ყოფნა, სასტუმრო შემიყვარდა, საყვარელია, თან ლამაზი ხედი მაქვს და აივანიც

ჩემი ფოტოკამერის და მისი პულტის მეშვეობით ფოტოებიც გადავიღე, ფოტოებში იპოდიც ძალიან მეხმარება, რაც შემიძლია თქვენც გაგიზიაროთ

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *