You Make Me Happy

You Make Me Happy

რაღაც ამ ბოლო დროს ბევრს ვწერ?! თფუ, თფუ, თფუ… ხეზე ვაკაკუნებ თვალი არ მეცეს… კარგი ორი კვირა მქონდა, იოგაზე დავიწყე სიარული, ახალ ადამიანებს შევხვდი და გავიცანი, ახალი ადგილები აღმოვაჩინე, გარდერობს ახალი ნივთები შევძინე… შეიძლება ითქვას კმაყოფილი ვარ და ჩემი ბლოგზე წერის საიდუმლოც ამოვხსენი – ცუდ ხასიათზე ან რაიმეთი უკმაყოფილო ვერ ვაბამ თავს ვერაფერს… ეხლა კი მოსაყოლი მოსაყოლს მოსდევს, ან თუ განსაკუთრებული არაფერი მაქვს სათქმელი, გული მაინც მიმიწევს საწეად… ჰოდა მიხარია…

ანუ ამ პოსტით მადლობა ვინც ასეთ კვირების  შექმნაში და გახალისებაში  დამეხმარა და გვერდით მედგა და გამაბედნიერა თანადგომით <3 თაას, იოგაზე სიარულში რომ დამეხმარა, ამდენი ხანი თავს რომ ვერ ვაბამდი, ნატა – ახალი საყვარელი ადგილის აღმოჩენაში და ყველა “სტრანნობა” რაღაცის “გაძრობისას” მე რომ მთაგავს :D ჩემს დებს და მეგობრებს, გადასარევი განწყობა რომშექმნეს “ჰელოუნის” წვეულებაზე, ნინჩოს (სწოპკა), სულ რომ ლაზღანდარაობს და ხასიათზე მოვყავარ აი დღეს ინაჩკა ვნახე, ის ოპერატორია, ფოტოგრაფი და ხელოვანი ადამიანი, ბევრი ვიხალისეთ, ფოტოები გადავიღეთ, რომელიც სავარაუდოდ მეორე შეხვედრამდე არ მეღირსება :D

ხვალ ერევანში მივდივარ, River Island-ი ახალ სეზონზე გადადის და საშობაო მზადებას იწყებს… იმედია თავს გავართმევ… თქვენ კი ფოტოები განწყობისთვის <3

 

ბოლოს კი ჩემი ფოტოები, თემომ  გადაიღო და ლამაზ ფერში დაჯდა (რომელსაც ასევე მადლობა, რომ ჩემთანაა)…

 

 

მოკლედ მადლიერების დღე ახლოვდება და მე წინასწარ გამოვაცხვე პოსტი :)

 

Comments

comments

Related posts:

Share on FacebookTweet about this on TwitterShare on Google+Pin on PinterestEmail this to someone

3 Replies to “You Make Me Happy”

  1. gamarjoba! axlaxans aRmovaCine Seni blogi da Zalian momwons, kargad wer da Zalian Tematuria da saintereso :) warmatebebs gisurveb!!

    asaventurasdesarakhatkhan.blogspot.com

    1. Anna

      ძალიან დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნოა ასეთი კომენტარი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *